სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე საკუთარი საქმიანობა შეაფასეს, იდენთიფიცირებული პრობლემების სიას გადახედეს და მოუგვარებელი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მონაწილეთა აზრით, გუნდური მუშაობა, გენდერული სენსიტიურობა, კარგად გაწერილი ადვოკატირების გეგმა მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.
შეხვედრის დასაწყისში კი 16-დღიანი კამპანიის შესახებ ისაუბრეს.ქალბატონებმა გენდერული სტერეოტიპებსა და საზოგადოებაში მომატებულ ძალადობის შემთხვევებზე გააკეთეს აქცენტი.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ოჯახური ძალადობის პრობლემებზე, მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს. მიიღეს ინფორმაცია ძალადობის 16-დღიანი კამპანიის შესახებ. დაიგეგმა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. სოფელში არ არის სწრაფი ინტერნეტი ,რის მოგვარებასაც ქალბატონები გეგმავენ.მათ კომპანია ,,მაგთი,, გამოეხმაურა.მოსახლეობის ხელმოწერებით წერილები გაგზავნილია მერიასა და საკრებულოშიც.ჯგუფის წევრები რეგირების მოლოდინში არიან.
წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მშვიდობა, ახალგაზრდების როლი სამშვიდობო საქმიანობაში“. მონაწილეებმა ჯგუფური და როლური სავარჯიშოების გამოყენებით მშვიდობის მნიშვნელობასა და საკუთარ როლზე ისაუბრეს .
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, ექიმებთან შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. რას ნიშნავს ადიქცია(დამოკიდებულება) და როგორ მოქმედებს მარიხუანა და სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთლობაზე-მონაწილეებმა ამ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პროექტი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯგუფის წევრები არ წყვეტენ აქტიურობას. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც დევნილთა თემის გაძლიერებას და პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესში. ქალთა გაძლიერება უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიურ მიდგომას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ეს კარგად გამოჩნდა პროექტის განხორციელების დროს - პრობლემების იდენტიფიცირებით და მათი ერთი ნაწილის მოგვარებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ოჯახური ძალადობა, კანონმდებლობა, ძალადობის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება-ამ საკითებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ.ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, მისგან დამცავ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე. მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის პოპულარიზაციის თემას მიეძღვნა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან გამართული შეხვედრა.ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ,,16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ,, შესახებ.
ქალთა ფონდ „სოხუმს“ ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივ ხელისუფლებაში.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის შედეგები, რასაც აღწევენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფები. უკვე ადვოკატირებულ და მოგვარებულ პრობლემებზე ისაუბრეს ასისიტენტებმა, ჩატარებულ ქსელურ მუშაობაზე, იმ დიდ ძალაზე, ამ ქსელის სახით რომ არსებობს და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება რომ შეუძლია მომავალშიც.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ქალთა ფონდ „სოხუმის,, ახალგაზრდა მოხალისეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები უჩვენეს. გაიმართა დისკუსია.მოზარდებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.ფილმების თემატიკა იყო: მიგრაცია, ტოლერანტობა და ოჯახში ძალადობა.
დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაყვანა და გაწმენდა. საკითხის მოგვარების თხოვნით ჯგუფის წევრებმა ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში წერილები გააგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სათემო ლიდერი ქალები იღებდნენ მონაწილეობას.
გამართული დისკუსიის ფარგლებში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად რეგიონებსა და კონფლიქტის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. ქალებმა ხაზი გაუსვეს გამყოფი ზოლის მოსახლეობაში ფიზიკური საფრთხის გაზრდილ განცდას, განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ; ასევე აღინიშნა მოსახლეობაში მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საბაზისო საჭიროებებსა და მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა.
ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის შეხვედრაზე ქალბატონებმა ადვოკატირების დინამიკაზე ისაუბრეს და ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ აქტივობები დაგეგმეს.
"მშვიდობა და სამშვიდობო ახალგაზრდული ინიციატივები" იყო ტრენინგის თემა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ჩატარდა.
მონაწილეებმა ისაუბრეს ,თუ რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა და დღევანდელ სიტუაციაში გრძნობენ თუ არა თავს მშვიდად და დაცულად.
მათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში სამშვიდობო ახალგაზრდულ ინიციატივებსა და თავიანთ პასუხისმგებლობაზეც გააკეთეს აქცენტი.