ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში თებერვლის განმავლობაში გაიმართა 14 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა და 8 ინდივიდუალური კონსულტაცია. 20-დან 67 წლამდე ასაკის 83 ქალი აქტიურად მსჯელობდა შეხვედრების თემაზე - როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს, როგორ ვაკონტროლოთ ფიქრები კონფლიქტების და ძალადობის პრევენციისთვის.
ამ აქტუალური საკითხის განხილვა სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგის რჩევა: რას კარგავს ადამიანი, რომელიც ვერ მართავს ემოციებს? სიხარულს და პოზიტიურ განწყობას, სიმშვიდეს, ახლობლებს, ღირსებას და რეპუტაციას. გრძნობების მართვა შეიძლება და აუცილებელია. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი უფრო თავისუფალი და უფრო ბედნიერი გახდეს.
ქუთაისის, ხურჩის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური კონსულტაციები. ესწრებოდა 36 ქალი 25-დან 65 წლამდე.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევა და მათზე კონტროლი, რაც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი პრევენციული ზომაა - რათა ქალებმა შეძლონ პირობების შექმნა თავიანთი ნეგატიური ემოციების კონტროლისთვის, ამასთანავე განუვითარდეთ უნარი, გავლენა მოახდინონ და შეცვალონ ნეგატიური ემოციები სუნთქვითი ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით.
ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იანვარის განმავლობაში გაიმართა 11 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ნეგატიური ემოციების და სტრესოგენური ფაქტორების დაძლევის თემაზე. ასევე ჩატარდა 5 ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრა კრიზისული ოჯახური ურთიერთობების პრობლემაზე.
შეხვედრებს დაესწრო 75 ქალი 19-დან 67 წლამდე, მათგან 11-მა პირველად მიიღო მონაწილეობა. განხილული თემები ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის საშუალება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებში ივნისის განმავლობაში ჩატარდა 12 ფსიქოლოგიური შეხვედრა და 2 ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრებს ესწრებოდა 78 ქალი 19-დან 68 წლამდე, მათგან 11 პირველად იმყოფებოდა.
საუბრების ძირითადი თემები იყო - ჰარმონიული ურთიერთობები ბავშვებთან და მათი განვითარება გენდერულ ასპექტში.
რჩევები და თეორია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - შეხვედრებზე სწორედ ამ „საიდუმლოებებზე“ იმსჯელეს.
ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში თვის განმავლობაში გაიმართა 12 ჯგუფური შეხვედრა ქალთა სოლიდარობისა და მეგობრობის თემაზე. სულ ესწრებოდა 85 ქალი 18-დან 66 წლამდე. მსურველებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები ღალატის, ერთობლივი ცხოვრების, დაბალი თვითშეფასების და მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის თაობაზე.
ორმოცამდე ქალი შეიკრიბა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე სენაკის, ქუთაისის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მათ ინტერესით მოისმინეს საუბრის თემა - ქალური სოლიდარობა ანუ ქალების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. შეხვედრებზე დაისვა შეკითხვა: ქალური სოლიდარობა - მითი თუ რეალობა? ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც პირდაპირ მოქმედებს ოჯახის ამინდზე. როცა ქალი გადარჩენაზე ფიქრობს, ეს მას სოლიდარობისკენ კი არა, არაჯანსაღი კონკურენციისკენ უბიძგებს.
ფსიქოლოგმა ქალებს ეფექტური რჩევები მისცა სოლიდარობის გამოვლენისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
სექტემბერში ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გაიმართა 9 ჯგუფური შეხვედრა და 3 ინდივიდუალური კონსულტაცია. მუშაობა წარიმართა თემაზე - ასერტული ურთიერთობები, ურთიერთობები ძალდატანების გარეშე, არაძალადობრივი კომუნიკაცია.
მონაწილეები გაეცნენ ასერტული ურთიერთობების წესებს, იმუშავეს ასერტული ქცევის ბარათზე.
ხანდახან ადამიანთა უტაქტობა ყველა ზღვარს სცილდება. ძნელია, თავი დაიცვა მსგავსი შეკითხვებისგან: „რამდენი გაქვს ხელფასი?“ „როდის თხოვდები?“, „რა, არ აპირებ, ჭკუა ასწავლო შენი ქმრის საყვარელს?“, მაგრამ თავშეკავება ყველას შეუძლია. როცა არაკორექტულ შეკითხვას გისვამენ, გახსოვდეთ: არ არის აუცილებელი უპასუხოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ეყო შეკითხვის დასმის თავხედობა. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა სასარგებლო რჩევები მისცა შეხვედრის მონაწილეებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა-კონსულტაცია თემაზე „კომუნიკაცია ძალადობის გარეშე“ - 17 ბენეფიციარის მონაწილეობით.
- მთელი ცხოვრება აგრესიული ვარ. აწი როგორ შევიცვალო? - ერთ-ერთი მონაწილის შეკითხვას ფსიქოლოგმა ასე უპასუხა:
- თუ არ შეცვლით იმას, რასაც აკეთებთ, ვერასოდეს შეცვლით იმას, რასაც იღებთ. ჯერ შეცვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. შემდეგ სხვადასხვა ვითარებაში დააკვირდით თქვენს თავს, ნახეთ, რა გამოგდით კარგად და რა - არც ისე. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, სცადოთ ქცევის ახალი მეთოდები და განსაზღვროთ თვენთვის ყველაზე შესაფერისი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა კონფლიქტების თემაზე - მონაწილეობდა 10 ბენეფიციარი 22-დან 53 წლამდე. მონაწილეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მეუღლეს შენიშვნა ცალკე უნდა მისცე და გაარკვიო მისი ქცევის მიზეზები. კონფლიქტის მონაწილე თითქმის ყველა მხარე უგულებელყოფს ამ წესს და ურთიერთობებს ოჯახის ყველა წევრის თანდასწრებით არკვევს. აქედანაა ნეგატიური შედეგები - მათ მიმართ პატივისცემის შემცირება, ბავშვების ფსიქიკაზე გავლენა...
შეხვედრა სასარგებლო რჩევებით დასრულდა.


წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა არაძალადობრივი კომუნიკაციის თემაზე. აღინიშნა, რომ ადვილი არ არის სხვა ადამიანების, მათი სიტყვების და ქცევების აღქმა ისე, რომ არ განვიხილოთ და განვიკითხოთ. მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა აგრესიის გარეშე. ფსიქოლოგთან შეხვედრა და მისი რჩევები სწორედ ამას უწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)