ნოემბრის სატრენინგო კურსი ჩვეული აქტიურობით დაიწყო. ახალგაზრდობის გაძლიერების ხუთ ცენტრში (წყალტუბო, ვანი, ჩოხატაური, ზუგდიდი, სამტრედია) უკვე ჩატარდა ტრენინგები. 25 ნოემბერს იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და ახალგაზრდები თავიანთი საინტერესო ინიციატივებით ჩაერთვებიან.  სატრენინგო კურსი კი გრძელდება კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში, გეგმიურად, ცვლილებების გარეშე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა საველე სამუშაო  „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის სტანდარტის მიხედვით - ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევისთვის.

კვლევის პროცესში ჩატარდა 12 ფოკუსური დისკუსია და 28 პირისპირ ინტერვიუ.   შესწავლილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი და მოეწყო დამატებითი გამოკითხვები დარგის ექსპერტებთან.   

გამოკითხვიდან მიღებული მასალების საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ანგარიში, მასში აისახება ის ძირითადი მიგნებები,  რომლებიც  გამოკვეთს აღნიშნული სტანდარტის მუშაობის ზეგავლენას აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელ დაწესებულებებზე.

კვლევის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების პროგრამებში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების  დაძლევას და გააუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს სკოლამდელ დაწესებულებებს, ოჯახსა და თემს შორის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ზაქარიაძის № 21-ში ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ამ დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სასარგებლო სამოქალაქო ინიციატივა განახორციელეს.

შეიქმნა უსაფრთხო გარემო მცხოვრებთათვის - მოიხსნა საფრთხის შემცველი ძველი ჭიშკარი და დამონტაჟდა მეორადი მოხმარების, შედარებით ახალი ჭიშკარი.  მოწესრიგდა შესასვლელი გზა, რომელზეც  წვიმის დროს მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ასევე,  შეკეთდა სადარბაზოში შესასვლელი კარი და შეძენილი საღებავებით შელამაზდა კედლები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

პროექტში ჩართულმა ქალებმა ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები დევნილებისთვის ერთი ტრენაჟორი, ორი ძელსკამი და ბენზინის სათიბი შეისყიდეს.

მოსახლეობის თქმით, დასახლებაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ძალიან დიდ მადლიერებას გამოთქვამენ მათი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამ ინვენტარით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება სარგებლობა და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თემში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სენაკში დევნილთა თემის პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობას ექვსი ცალი წყლის საქაჩი ტუმბო გადაეცა. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება,  გააადვილებს სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვის პროცესს და იმ რისკებს შეარბილებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არღვევს.

მეორე ინიციატივა მხარდაჭერილი იყო იმ აქტუალური პრობლემის საპასუხოდ, რომელიც სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას გადაეცა ხუთი ცალი ელექტროსათიბი, რომელიც 12 კორპუსზეა გათვლილი.

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში ქალთა ჯგუფის ლიდერები, აქტივისტები და თემის მცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირავაშვილი გოგონების მიმართ ონლაინ ძალადობის და ციფრულ სივრცეში გენდერული დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობენ.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ვორკშოპი გაიმართა  თემაზე: „გენდერული დეზინფორმაციის ტაქტიკა, მახასიათებლები, ამოცნობის ტექნიკები“ ქუთაისის და წყალტუბოს ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. ვორკშოპს უძღვებოდა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი - ლინდა ჩიხლაძე.

ღონისძიება გახსნა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ანა ლომიძემ. მან მონაწილე ახალგაზრდებს პროექტის: „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ შედეგები გაუზიარა.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპში და ღონისძიების ბოლოს სახალისო ქუიზში წარმატებით გამოსცადეს თავიანთი ცოდნა გენდერული დეზინფორმაციის შესახებ.

 

წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კლიპს - იმერეთში მოღვაწე ჟურნალისტები გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქების ეთიკური სტანდარტების დასაცავად.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!

9 ნოემბერს, ფონდ ,,სოხუმის ,, ოფისში შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდისა და  წალენჯიხის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ოთხწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს.  რა გავლენმა იქონია საპროექტო მიმართულებებით განხორციელებულმა საქმიანობამ საზოგადოებასა და ქვეყანაზე, რა შეიცვალა მათ თემში-ამ მიმართულებით იმუშავეს ცალკეულმა ჯგუფებმა.  ოთხწლიან მუშაობას  პოზიტიური შედეგები მოჰყვა,  რომელიც ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით მიიღეს. მათ წინადადებებში მომავალი პროექტის კონტურები გამოიკვეთა, რომელიც , პირველ რიგში, სამშვიდობო მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს.   შეფასებისას მონაწილეებმა  დადებითი სიტყვები არ დაიშურეს. „ოთხი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ შეიცვალო! ჩვენ ვგრძნობთ ამ ცვლილებას, ჩვენ გარემოზეც მოვახდინეთ გავლენა და ამიტომ,  ვფიქრობ, ამ პროექტმა კარგი საქმე გააკეთა. “ „ინფორმირება, სამშვიდობო თემის გააქტიურება, ადვოკატირება - ამ  ყველაფერში  ჩვენ ყველანი ერთნაირად ვიყავით ჩართულები.“ „გავძლიერდით და შევძელით სხვების გაძლიერება. გავააქტიურეთ ისეთი თემები, რომელზეც მანამდე არ საუბრობდნენ. “- ეს პროექტში ჩართულთა მოკლე შეფასებებია. შეხვედრა განხორციელდა პროექტის- „განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც  USAID -ის მიერ არის დაფინანსებული. 

8 ნოემბერს, ფონდი „სოხუმის“ ოფისში პროექტის შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. მასში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში შექმნილი შვიდივე ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდულმა  ჯგუფებმა    ოთხწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. • ახალგაზრდების გაძლიერება- ტრენინგები • ინიციატივები და სუბ-გრანტები • მშვიდობის მშენებლობა  მონაწილეეთა კომენტარები  დადებითია.  „პროექტში ჩართულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც ლიდერის ჩამოყალიბებაში.  შევძელი დამოუკიდებლად აქტივობების დაგეგმვა და მისი ორგანიზება, ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა, გადავლახე  კომპლექსები, რომელებიც ხელს მიშლიდა ვყოფილიყავი უფრო თამამი და აქტიური.“ „ჩემმა ჩართულობამ ქართულ-აფხაზურ-ოსურ შეხვედრებში, ძალიან კარგად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი სამშვიდობო საქმიანობაში. ამ პროექტმა მოგვცა კომუნიკაციის და ურთიერთობის გარრმავების შესაძლებლობა.“  პროექტის პოზიტიური გავლენა მონაწილეთა ნამუშევრებში აისახა. პროექტი „განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ USAID -ის მიერ  არის დაფინანსებული და  2021 წლიდან ხორციელდება.პროექტი დასასრულს უახლოვდება.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები