ქალთა ფონდი "სოხუმის" კიბერუსაფრთხოების ტრენერმა ლინდა ჩიხლაძემ ხონის ქალთა საინიციატივო პირველი  ჯგუფის წევრებს ვორქშოფი ჩაუტარა თემაზე - ციფრული უსაფრთხოება (ქალთა მიმართ ძალადობა ონლაინ სივრცეში). ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ , ემსჯელათ ციფრულ სივრცეში დღეს არსებულ საფრთხეებზე  და გაცნობოდნენ პრევენციის მექანიზმებს. ღონისძიება მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც, რასაც მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს.

ანალოგიურ თემაზე გაიმართა შეხვედრა ხონის  ქალთა საინიციატივო  მეორე ჯგუფის წევრებთანაც.მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ , ციფრულ სივრცეში დღეს არსებულ საფრთხეებზე  ინფორმაციის ფლობა მათთვის მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდული კლუბის ლიდერმა კი ოქტომბრის თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “გოგონების საერთაშორისო დღე და 15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე”. ახალგაზრდები  გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალების რეალურ ისტორიებსა და  გამოწვევებს. ისაუბრეს საკუთარ თემში მყოფი ,სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემისა და საჭროებების  შესახებ. კლუბს ახალი წევრებიც შეუერთდნენ.

წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრეს. მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში გაჟღერდა, რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის თემა, რა საკითხებში არიან დაუცველი გოგონები და როგორ უნდა დავიცვათ ისინი.

ქალთა საინიციტივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბრის თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს. კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო თარიღის დაარსებასთან დაკავშირებით, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ოქტომბრის შეხვედრა განხვავებულად დაიწყო. მათ ერთმანეთის წარმატების ისტორიები და წარმატებამადე გავლილი გზის შესახებ მოისმინეს . მეორე საკითხი კი  ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობის ჩატარებას ეხებოდა,რომელიც ითვალისწინებს,  მოზარდებთან  ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ლიდერმა, წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე”

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო დღის დაარსებასთან დაკავშირებით.

 გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ იმერეთის რეგიონში არსებულ სტატისტიკას. ისაუბრეს საკუთარ თემში მყოფი ,სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემისა და გამოწვევების შესახებ . კლუბს სახალი წევრები  დაემატნენ. მათი დაახლოების მიზნით, ჩატარდა გაცნობითი და მხიარული ტიპის სავარჯიშოები.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს.ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის განვითარების პროცესში ქალის როლის მნიშვნელობაზე .ისაუბრეს სოფლად მცხოვრებ ქალთა მძიმე პირობებსა და მათ დაუფასებელ შრომაზე.მონაწილეებმა აღნიშნეს,რომ აუცილებელია ქალების მხარდაჭერა, წახალისება,ხელშეწყობა და ყოველდღიური ყოფის შემსბუქება.შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.დაისახა სამომავლო გეგმები.

 ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე- „ციფრული უსაფრთხოება ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში“. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია,თუ რა ტიპის კიბერსაფრთხეები არსებობს და როგორ იყენებენ  მას ქალების წინააღმდეგ. გაიგეს,როგორ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვა.   ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს, კლუბის წევრებმა ქალების, გოგონების უფლებებზე გაამახვილეს ყურადღება. 

8 ოქტომბერს, ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შუამდგომლობა და მედიაცია, როგორც შერიგების რიტუალი“

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს გაეაზრებინათ შუამდგომლობისა და მედიაციის მნიშვნელობა, გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები თუ, როგორ უნდა მართონ კონფლიქტი ამ მეთოდებით.

ტრენინგს ესწრებოდნენ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრები .

ტრენინგის პირველ ბლოკში გაკეთდა მცირე ისტორიული რაკურსი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მედიაცია და შუამდგომლობა შორეულ წარსულში. ასევე გავლებული იყო პარალელი- მედიაცია,სამართლებრივი ჩარჩოები და  დღევანდელობა .

4 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან  ციფრულ უსაფრთხოებაზე ვორქშოფი კიბერუსაფრთხოების ტრენერმა  ლინდა ჩიხლაძემ ჩაატარა.

ვორქშოფზე განიხილეს სოციალური ქსელში პერსონალური მონაცემების დაცვის თემა, რთული პაროლის მნიშვნელობა, ფიშინგის საფრთხეები და პრაქტიკულად მიმოიხილეს ორმაგი ავტორიზაციის საკითხები.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს -  „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“. დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.
მოკლე ანგარიში ასახავს კვლევის მიგნებების ნაწილს, რომლებიც ეხება ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ.  მასში ასევე შეფასებულია, თუ რა ფაქტორები აფერხებს ქალების მიმართვიანობას სერვისებისადმი, რომელ სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას და როგორ აისახება მომავალში საქართველოს არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემო, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სერვისების მიწოდების შესაძლებლობაზე და ზოგადად მათ ფუნქციონირებაზე.
 

სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი ეხებოდა გენდერული დეზინფორმაციის და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების საკითხს. მასში მონაწილეობა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მიიღეს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა და პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ კოორდინატორმა ეკატერინე გამახარიამ და ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალა გამახარიამ. მათ თავიანთ გამოსვლაში ორგანიზაციის 25-წლიან გამოცდილებაზე, ჟურნალისტებთან თანამშრომლობასა და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკურად გაშუქების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჟიურის შეფასებების ჯამური ქულებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

ქრისტინა ქუთათელაძე გაგრიდან დევნილია, ამჟამად წყალტუბოში, პატარა მწვანე ქალაქში ცხოვრობს. წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და №4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. მე-8 კლასიდან არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ურთიერთობს.

აქტიური საქმიანობისა და წარმატების ისტორიაზე თავად ქრისტინა გვესაუბრება:

„წლების წინ ფონდი „სოხუმის“ ტრენინგზე ბენეფიციარის სტატუსით მივედი. ახლა მათ მიერ განხორციელებულ არა ერთ პროექტში ვმონაწილეობ, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ქსელის კოორდინატორი ვარ. აქტიურ ქალებთან ერთად კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას ვახდენ. ფონდმა „სოხუმმა“ სწორი გზა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ საკუთარი უფლებების დაცვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქალების გაძლიერებას. ასევე ვარ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების ტრენერი, ქალებს ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარებით.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები