ნოემბრის ბოლოს, 11 გოგონამ საქართველოდან პოლონეთში გამართულ ერთკვირიან ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ორგანიზებული იყო გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Kreisau-Initative-ის მიერ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, პოლონურ ორგანიზაცია Fundacja Krzyzowa-სთან თანამშრომლობით.

ქართველი გოგონები ჩვენი ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები იყვნენ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც მაღალი მოტივაცია, ჩართულობა და ინტერესი გამოიჩინეს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა 47 ახალგაზრდა ქალის გაძლიერებას ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და და თვითშეფასებაზე გერმანიიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და უელსიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ვიდეორგოლს 2024 წლის ივნისში ოთხი პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის რისკის მაჩვენებლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,027 ქალმა 10 მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ანგარიშები ორიენტირებული იყო მოწყვლადი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე.

რისკების ინდიკატორების რუკა ხელმისაწვდომია აქ - https://sosfsokhumi.ge/fsdata2024

 წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას "წარმატებული ხელოვანის პროფილი", სადაც გვანცას ისტორიაა მოთხრობილი. გვანცა ჩვენი დღის ცენტრის - პოლიმერული თიხის კურსდამთავრებულია, სადაც მან საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი განავითარა და ახალი - პოლიმერული თიხის ოსტატობის უნარებს წარამტებით დაეუფლა.

მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ - https://www.facebook.com/profile.php?id=61567478503482

ვიდეოში მოცემულია ქალთა ფონდი "სოხუმის" მუშაობა ქალთა გაძლიერების მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ქსელური შეხვედრა ონლაინ ფორმატით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე. საერთო მოსაზრებით, ყველა რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ისაუბრეს, თუ როგორ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას თავიანთ თემებში პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქალები სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს იყენებენ, ხვდებიან დეპუტატებს, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს და ამ გზით დევნილთა თემებში სოციალური პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ.

საინიციატივო ჯგუფების წევრები აღნიშნავენ:

„რომ არა ეს პროექტი, ჩვენ არც არავინ მოგვისმენდა..“

„ის, რომ მოგვისმინეს, მერიაში შეტანილი წერილის პასუხად, შესაბამისი სამსახურიდან დაგვირეკეს, პრობლემის მოგვარებას  დაგვპირდნენ - ეს, აშკარად, ფონდი „სოხუმის“ და ამ პროექტის დამსახურებაა.“

„ძირითადად, საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული. ასე მეგონა, ჩემი ძალები უკვე ამოვწურე. ამ პროექტში ჩართვამ გამააქტიურა და ძველებური მოტივაცია დამიბრუნა.“

ჯგუფის წევრები ახალი პრობლების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. მათ სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების, იციან ადრესატების სწორად შერჩევა და აქტუალური საკითხების სწორად წარდგენაც. იმედი აქვთ, რომ წელს მოუგვარებელი მათი პრობლემები მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში მოგვარდება.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ადვოკატირების ჯგუფებმა ვანის, ხობის, თერჯოლის, სამტრედიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობა დაისახეს მიზნად, კერძოდ: ვანში, სოფელ სალხინოში განახლდა სტადიონი და ორი სკვერი, თერჯოლაში - სოფელ ღვანკითის ერთ-ერთი უბანი, ხობში გამწვანდა სოფელი ნოჯიხევი და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია,  სამტრედიაში კეთილმოეწყო სტადიონი და ორი სკვერი დიდ ჯიხაიშში, ახალსოფელში და „ნახალოვკის“ დასახლებაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში კი ეკლესიის ეზოს და შემოგარენი. 

ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს აღნიშნული თემებში. ამასთან, ქალების მიერ ამ ადგილების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება აძლიერებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდას და განამტკიცებს თემის კეთილდღეობას.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში დასრულდა სატრენინგო კურსი. შემდეგი ხუთი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში, თერჯოლაში, წალენჯიხაში, სენაკსა და   ხობში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

ყველა ცენტრი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. მათ დაგეგმეს 30 ღონისძიება კამპანიის ფარგლებში. ახალგაზრდების ინიცირებულ აქტივობებში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება. ეს კარგი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისთვის და სტიმულის მოცემია ახალგაზრდებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • პარასკევი, 22 ნოემბერი 2024

წყალტუბოს, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრები განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, განსხვავებული აზრებისა და შეხედულებებისგან გამომდინარე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახში ძალადობა“. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობა არის სისტემატური და განგრძობადი, ის წარმოადგენს ძალადობის ციკლს, რომელიც შეიძლება დაიყოს რამდენიმე ფაზად: 1. დაძაბულობის ფაზა, 2. ძალადობის ფაზა და 3. თაფლობისთვის ფაზა.

მონაწილეებს განემარტა, რომ ძალადობის ციკლი არასოდეს მთავრდება, თუ ის რაიმე ფაქტორმა არ შეაჩერა. თემამ  განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია და ცოცხალი მაგალითების განხილვით გაგრძელდა.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალები და გოგონები  მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური ცვლილებების მიღწევაში. სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, მათ მოახერხეს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვეს კონკრეტული ნაბიჯები, რათა გაუმჯობესდეს დევნილთა სოციალური მდგომარეობა.

ქუთაისში, ჭავჭავაძის 58-ში დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრ ქალებთან და გოგონებთა მორიგი შეხვედრა გაიმართა. მათ გააჩნიათ საჭირო უნარ-ჩვევები გრძელვადიანი მუშაობისთვის. ძველ, იდენტიფიცირებულ საკითხებთან ერთად, თემის წინაშე ახალი პრობლემებიც იჩენს თავს. ჯგუფის წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ, რომ მათი აქტიურობის შედეგად ქალაქის ახალ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ დევნილთა პრობლემების მოგვარებას.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ყურადღების მიპყრობა, არამედ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენს თემს რეალურ სარგებელს მოუტანს,“ - აცხადებს ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები