გაგრძელდა პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან ბავშვები უკრაინიდან, ასევე სხვა ეროვნების მოსწავლეები 17 წლამდე.

პროექტის მონაწილეთა ნაწილი დიდი ინტერესით სწავლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, ნაწილს ხატვის ნიჭი აქვს და პროფესიონალთან ერთად ცდილობს, დახვეწოს ტექნიკა. ზოგიერთები კი საცურაო აუზზე დადიან და ცურვას სწავლობენ. მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფსიქოთერაპია  ფსიქოლოგთან და მონაწილეობა მიიღონ სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში „მხიარული სტარტები“.

ქართულის, ინგლისურის, ხატვის და ცურვის კურსები ოქტომბრიდან დაიწყო, ნოემბრიდან კი დაემატა შეხვედრები ფსიქოლოგთან. პროექტში უკვე ჩართულია 54 ბავშვი.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

ჩოხატაურში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გახსნა. სასწავლო კურსს წარუძღვება გამოცდილი პედაგოგი ნანა გოგოლაძე. ის ასწავლის ქალებს, როგორ ააწყონ თარგები და სწორად შეასრულონ სხვადასხვა სირთულის სამუშაო.

კურსები პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ქალებს. საბაზისო ცოდნა საშუალებას მისცემს მათ, ლამაზად შეკერონ თავისთვის და ოჯახისთვის. ზოგი მათგანი უკვე მცირე ბიზნესზეც ფიქრობს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა ორთვიანი პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსი. კურსის მონაწილე ქალები დაეუფლნენ პოლიმერული თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე:

  • ინფორმაციული იყო სწავლების პროცესი. ყველა დავალება იყო ახსნილი დეტალურად.
  • ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების შეცვლაზე... მინდოდა, მეპოვა ჩემი ნიჭი, ჩემი გზა. მე ეს შევძელი!
  • ეს იყო ახალი ცოდნის და ემოციების ორი თვე. ძერწვის გარდა, ფსიქოლოგის დახმარებით ვისწავლე ჩემს შიშებთან გამკლავებაც, გავხდი უფრო კონცენტრირებული და გამიჩნდა  პატარა ბიზნესის წამოწყების სურვილი, მადლობა ფონდ „სოხუმს“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.

მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.

ქუთაისში, იოსელიანის #13-ის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას საცხოვრებელ კორპუსში დანესტიანებული ოთახები და კედლებზე გაჩენილი ობი წარმოადგენს. წვიმის დროს დასახლებაში კორპუსის სახურავიდან და კედლებიდან წყალი ჟონავს. ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელოდებიან და სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

ქუთაისში, გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალურმა სამსახურებმა წლების მანძილზე შიდა გზა დააგეს, გარე განათებებიც დაამონტაჟეს, მაგრამ დღემდე პრობლემად რჩება შემოსასვლელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც ნალექის დროს რამდენიმე ოჯახს ტბორავს.

მოსახლეობა თვითმმართველობისგან, ადგილობრივი ბიუჯეტით, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ელოდება.

ქუთაისში, ლესელიძის #3 -ში, მოსახლეობას ჟოლოფებისა და სანიაღვრე მილების პრობლემა აწუხებს. ნალექის დროს წყალი შესდით, ზიანდება კედლები, ოთახებში გაჩნდა ნესტი.

მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ქუთაისში, ახალგაზრდობის №19ა-ში შენობის სახურავები და ჟოლოფები გააკეთეს, თუმცა წვიმის დროს ოთახებში წყალი მაინც შედის და კედლები ზიანდება. მოსახლეობა, ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, ამ პრობლემის მოგვარებას ელოდება.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს -  „ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მხარდაჭერის სერვისების არჩევისა და შეფასების კრიტერიუმები: ეფექტიანობა და საჭიროებებზე მორგებულობა“.  კვლევის ამ ანგარიშში ასახულია ქალების დამოკიდებულება მხარდაჭერის  სერვისების ეფექტიანობის მიმართ, თუ რამდენად მორგებულია ძალადობამგამოვლილი ქალებისთვის განკუთვნილი სერვისები მათ საჭიროებებზე, და ის, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ისინი მომსახურების არჩევისას და შეფასებისას.

კვლევის მიგნებებით, რესპონდენტთა უმრავლესობა, დაცულობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, უპირატესობას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია შედარებით დაბალ, თუმცა არცთუ მცირე მაჩვენებელს ავლენს დაცულობის და გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კვლევაში შეფასებულია სერვისების მიმწოდებლები ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, მოქნილობა, კოორდინაციის უნარი და ა.შ.

დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი.

გადმოწერა

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მოკლე ანგარიშს - „ქალების ინფორმირებულობის ხარისხი ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ“ აღნიშნულ მოკლე მონიტორინგის ანგარიშში გაანალიზებულია ქალების ინფორმირებულობის დონე ქვეყანაში მოქმედი მხარდაჭერის სერვისების შესახებ, მათი ინფორმირების წყაროები და ის გამოწვევები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
დოკუმენტი ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომელიც მოიცავს 600-ზე მეტ რესპონდენტს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.

გადმოწერა

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები