1 2 3 4 5

საინტერესო შეჯიბრით დასრულდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. 8 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის #21 სკოლაში გაიმართა შეჯიბრი ჭადრაკში და შაშის თამაში ამავე სკოლის უფროსკლასელებს შორის.

შეჯიბრის ჩატარება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ძალადობის შემცირებას. შეჯიბრის გამარჯვებულმა მონაწილეებმა  სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6

16-17 ივნისს ქობულეთში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებს პროექტების წერის მეთოდოლოგიაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკითხებზე -  „პრობლემათა ხის“ აგება, იდენტიფიცირებული პრობლემებიდან პრიორიტეტული პრობლემის გამოკვეთა და საპროექტო იდეის განსაზღვრა, პროექტის სტრატეგია, ცვლილებების თეორია, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, რისკების  შეფასება და მართვა და სხვ. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საინტერესო საკითხები, მიდგომები, რაც ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემცირების კუთხით  უმნიშვნელოვანესია.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა მათ მისცა ახალი უნარები იმისთვის, რომ საპროექტო იდეები პროექტად აქციონ და შეძლონ ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული საქმიანობის წარმართვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 

3  4 5

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი, რომელიც ბულინგის პრევენციას ისახავდა მიზნად, დასრულდა. საპროექტო პერიოდის ბოლოს გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ვორკშოპები პატარა კუხსა და ნახახულევში. ამ შეხვედრებზე განხილული იყო ბულინგის სახეები, გამომწვევი მიზეზები, შედეგები. მონაწილეებს მოყავდათ კონკრეტული მაგალითები, იმართებოდა დისკუსიები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ასევე ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენები დევნილთა დასახლებაში და მე-4 ბაღის აღსაზრდელებთან.

პროექტმა ხელს უწყობს ბულინგის პრობლემაზე ინფორმირების გაზრდას და პრევენციულ ღონისძიებებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 5 4 6

ფონდი „სოხუმის“ მასშტაბური თუ მცირე პროექტები ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლი და კრიზისული ოჯახების წარმომადგენელი ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქალთა ხელშეწყობას ემსახურება პროექტი „გზა მომავლისაკენ“, რომლის ფარგლებში ქუთაისში, ფონდის ოფისში შეიქმნა ჭრა-კერვის კურსები. პროექტის მხარდამჭერია ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWAG). მისი მიზანია, ქალებს დაეხმაროს ახალი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებში. პროექტის განხორციელების პირველივე თვეს მონაწილეები უკვე დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს.

1 2

პროექტის ფარგლებში ივნისის დასაწყისში ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს ორი საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ და ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამით დასრულდა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი.

სოფელ თეკლათის სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბულინგზე, რომელიც დღეისათვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. სოფელ ნოსირის სკოლის მოსწავლეებთან კი გამოიკვეთა ოჯახური ძალადობის თემა.

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი, როგორც დაგეგმილი იყო, ხელს შეუწყობს აგრესიის შემცირებას ახალგაზრდებში და მათ ჩართვას ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6  7 8 9

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მე-7 სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ველორბოლაში, სიგრძეში ხტომაში, გორგოლაჭებით შეჯიბრში, ასევე მხიარული სტარტები პედაგოგების მონაწილეობით. შეჯიბრის დაგეგმარების და მისი მიმდინარეობის პერიოდში ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა ქალაქის მერიის სპორტის და ახალგაზრდულ სამსახურთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია  და უარი - ძალადობას!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1

მაისში გაიმართა საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრები იურისტთან ოზურგეთში, სენაკში, კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

შეხვედრას ესწრებოდნენ კომპაქტურად მცხოვრები დევნილები და ადგილობრივი მცხოვრებლები. საუბრის თემა - ოჯახში ძალადობა, ძალადობა ბავშვების მიმართ. მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვები ალიმენტებისა და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით. მათ ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს ფონდი „სოხუმის“ იურისტებისგან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

დასასრულს მიუახლოვდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. ის ხორციელდება საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ფონდი „სოხუმის“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით.

19 მაისს გაიმართა ბოლო, მეოთხე ტრენინგი, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს ბევრი საკითხი, მათ შორის: ძალადობის ფორმები, ბულინგი, გენდერული  სტერეოტიპები, ძალადობის პრევენციული მექანიზმები.

ტრენინგის მიზანია ძალადობის პრევენცია და ჯანსაღი კლიმატის ხელშეწყობა ოჯახსა და სკოლამდელ დაწესებულებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თვის განმავლობაში ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი ექვს ოჯახურ წყვილთან მუშაობდა. მათ შორის ერთი ახალი წყვილია, ხოლო დანარჩენებთან მუშაობა წინა თვეებიდან გრძელდება ინდივიდუალური პროგრამით.

შედეგებიდან გამომდინარე, ერთმა ოჯახურმა წყვილმა შეძლო კრიზისული სიტუაციის დაძლევა. პრობლემა ამოწურულია და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი ონლაინ  ითანამშრომლებს.  სხვა კრიზისულ ოჯახებთან კი მუშაობა გრძელდება. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 

4 5

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

ქუთაისის, წყალტუბოს, ლანჩხუთის, ფოთის,  ოზურგეთის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები არიან და სისტემატურად ესწრებიან საბჭოს სხდომებს. 

ისინი რეგულარულად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, აქტიურად ადევნებენ თვალს ადგილობრივ სიახლეებს, ავრცელებენ ინფორმაციებს შეხვედრების მსვლელობისას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები