



სამი შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კონსულტაცია მიეძღვნა თემას: მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი - ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისათვის. შეხვედრის მიზანი იყო ქალთა ინფორმირებულობა, უნარ-ჩვევების სწავლება და პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოჩენისთვის.
ბენეფიციარების სურვილით, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში წინასწარ დაიგეგმა შეხვედრების თემა: სუიციდის პრევენცია. ეს გამოწვეული იყო ამ ქალაქებში სუიციდის შემთხვევების გამო. შეხვედრებზე ისაუბრეს სტატისტიკაზე, მიზეზებზე და, რაც მთავარია, პრევენციის ზომებზე. დაისვა შეკითხვები. მონაწილეებმა მიიღეს პასუხები, რჩევები, რომელთაც გამოიყენებენ მოზარდებთან ურთიერთობაში.
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის და ფოთის სასწავლო ცენტრში. დამსწრეთა საერთო რაოდენობა იყო 22, მათგან 7 - ახალი, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ უფასო კონსულტაციებზე.
შეხვედრებზე საუბრის თემები იყო: ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები, პრევენციის ეფექტური მეთოდები, მიკროსოციუმში არსებული სიტუაცია, პრობლემის გადაჭრის ასერტული მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია.
ქალბატონები ყველა თემას ინტერესით შეხვდნენ, რადგან, მათი აზრით, მიღებული რჩევების პრაქტიკაში გამოყენება მათთვის სასარგებლოა.


ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ყოველთვიური იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრების თემებად არჩეული იყო: მემკვიდრეობა და ანდერძი, ოჯახური კონფლიქტები, ოჯახის წევრთა ვალდებულება და მოვალეობები, ოჯახში ძალადობის პრობლემები და დამცავი მექანიზმები..
გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები შეხვედრების მონაწილეთა ინტერესების მიხედვით.
ამას გარდა მაისის თვეში ჩატარდა 12 შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან, კოლექტიურ ჩასახლებებში. შეხვედრებზე გაიცა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები.
ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების და თვითმმართველობის წარმომადგენლებს - საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის უფროსს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს, სოფლის გამგებლებს.
შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაცნობა და შემდგომში მათი გავრცელება სამობილიზაციო შეხვედრებზე, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ადგილობრივი პროგრამების შესახებ, გამოიყენოს საჭიროების მიხედვით და მოაგვაროს თავისი პრობლემები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, ტრადიცულად, სექტემბრის თვეშიც შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ზოგი მათგანი - საკრებულოს წევრებს, ზოგიც - აპარატის უფროსს, გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებს თუ სოფლის გამგებლებს.
შეხვედრებზე ისინი ეცნობიან ადგილობრივ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს და შემდგომში ავრცელებენ სამობილიზაციო შეხვედრებზე, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ამის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


