ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი  ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და პოზიტიურ გავლენაზე, ასევე გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის სერვისებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა 10 ქალთან (ნიკეას ქუჩის 1-ლი შესახვევი №13).

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლია გოლეთიანმა ადვოკატირების საკითხებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა დევნილებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდა.

სპორტული მოედანი, სახურავის შეღებვა-შეკეთება, ძელსკამების შეკეთება - ამ საჭიროებებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრის მონაწილეებმა. მზადდება წერილები  დასახელებულ პრობლემებზე და საინიციატივო ჯგუფის სახელით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ონლაინ გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ოთხ თემში მცხოვრები დევნილები, ამიტომ მათ ოთხი ინიციატივა წარმოადგინეს.

ჯგუფის წევრებმა თავიანთ თემში უკვე შეისწავლეს პრობლემები და მოახდინეს მათი რანჟირება. ოთხივე თემში მალე დაიწყება სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება, რაც გააუმჯობესებს დევნილთა მდგომარეობას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრებმა თავიანთ თემში შეისწავლეს პრობლემები, მოახდინეს მათი პრიორიტეტიზაცია და შეჯერდნენ   სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის მორიგ  შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ჩატარდა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

21-23 ივლისს სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ და პარტნიორი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების წევრებისთვის. თემა -  გენდერული ზეგავლენის ანალიზის (GIA) მეთოდოლოგია და პრაქტიკა. ტრენინგს უძღვებოდა  საერთაშორისო ტრენერი  ბლერინა ჰანი.

მონაწილეებმა მიიღეს მათ მიერ არჩეული საკითხების გენდერული ზეგავლენის ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა-უნარები; გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პრაქტიკას პროგრამების/პროექტების გენდერული ზეგავლენის შესწავლის კუთხით.

პროექტის მიხედვით, ტრენინგის შემდგომ დაგეგმილია კვლევა, რომელსაც პარალელურად ჩაატარებენ სამუშაო ჯგუფები. საკვლევი თემა - სკოლამდელი განათლების და დაწყებითი განათლების პროგრამების შერჩეული კომპონენტების გენდერული ზეგავლენის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მოამზადა და დაბეჭდა „წლიური ანგარიში 2023“. როგორც შესავალშია აღნიშნული, 2023 წელს ჩვენ ვიმუშავეთ 12 პროექტში, რომლებიც ქალთა კეთილდღეობისკენ იყო მიმართული.

პროექტი: „ქალთა უფლებების  გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ქალთა მხარდაჭერის ცენტრები და ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში, სარეაბილიტაციო ცენტრი ქუთაისში, დღის სარეაბილიტაციო ცენტრები, ფორუმ-თეატრი, მონიტორინგი და ადვოკატირება. (ორგანიზაცია Brot für die Welt მხარდაჭერით - გერმანია)

პროექტი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები 10 მუნიციპალიტეტში, ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ (გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით - კანადა).

პროექტი „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ - ქალებთან მუშაობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, სამედიცინო და ეკონომიკური კომპონენტები (USAID-ის მხარდაჭერით  და პარტნიორობით ორგანიზაციასთან ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“).

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ივლისის თვის ტრადიციული შეხვედრაზე  განხორციელებული პროექტის- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” დეტალები განიხილეს.მათ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს,  მიღწეული შედეგები განიხილეს, ასევე პროექტის ფარგლებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების   გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.  კლუბის ლიდერმა წევრებს პროექტის საბოლოო შედეგები გააცნო. შეხვედრაზე  სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზეც ისაუბრეს. შეგახსენებთ, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში USAID-ის მიერ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” ახორციელებდა. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ადვოკატირების გეგმის  შემუშავებაზე ისაუბრეს. გადაინაწილეს უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები.  ჯგუფის წევრები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრენენ.

26 ივლისს ქალთა ფონდმა „სოხუმი“ Zoom პლათფორმაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა მედია კონკურსის შესახებ.  პრესკონფერენციას ეწრებოდნენ იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტები.

პრესკონფერენცია სრულად მიეძღვნა ფონდის ახალ კონკურსს თემაზე: „გენდერული დეზინფორმაცია და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება“, რომელიც იმართება პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ ფარგლებში.

კონკურსი მიზნად ისახავს ჟურნალისტური ძალისხმევის მხარდაჭერას და აღიარებას ისეთი კონტენტის შექმნაში, რომელიც ეწინააღმდეგება გენდერულ დეზინფორმაციას. კონკურსი ასევე ხელს უწყობს ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის წინ წამოწევას ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების გაშუქებაში. ის უზრუნველყოფს შესაბამისი პლათფორმის შექმნას ხარისხიანი ჟურნალისტური შემოქმედების მხარდაჭერისა და მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ კი საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. ნომინანტებმა საკონკურსო ნამუშევარს უნდა დაურთონ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნების დამადასტურებელი ბმული. დამატებით ქულებს მიიღებენ მანაწილეები, რომლებიც ინოვაციურად მიუდგებიან ნამუშევრის გავრცელებას და ამისთვის რამდენიმე პლატფორმას გამოიყენებენ.

საპრიზო ფონდის შესახებ და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - https://fsokhumi.ge/images/2024/10/bukleti-konkursi.pdf

ბოლო პერიოდში გედნერული დეზინფორმაცია საჯარო სივრცეში პოლიტიკურად ან სოციალურად აქტიური ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა, რომელიც მეტწილად ონლაინ სივრცეში ვრცელდება. მაგალითად, ძლიერი და აქტიური ქალები, რომლებიც ხმამაღლა და პრინციპულად საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ხშირად ხდებიან ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის სამიზნე, რაც ორიენტირებულია მათ დაშინება, დაკნინება და გაჩუმებაზე.

სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ჩვენი რიგით მესამე ვიდეო რგოლი, რომელიც ყურადღებას ისევ გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობას უთმობს.

მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები