თერჯოლელი ქალებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო - პრაქტიკული სწავლება ესთეტიკური ცენტრის „სოფიანას“ ბაზაზე მიმდინარეობს მისი დამფუძნებლის,  კოსმეტოლოგ სოფიო ბანძელაძის მენტორობით

დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები სწავლობენ კლასიკურ კოსმეტოლოგიას, სახის კანის ტიპებს, მათთან დაკავშირებულ დაავადებებს, მოვლას, წმენდას, მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს და სახის მასაჟს

ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებით, ეს სასწავლო კურსი თერჯოლელ ქალებს ახალ პროფესიულ უნარს შესძენს, რაც შეუძლიათ დამოუკიდებელ საქმედ აქციონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ინიციატივების გამოვლენას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც დევნილთა თემებში განსაკუთრებით აქტუალურია. პრობლემათა რანჟირების პროცესში მთელი ჯგუფია ჩართული. იდენტიფიცირების შემდეგ ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა იგეგმება, რაც პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას გულისხმობს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქსელის შესაძლებლობების გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას დევნილთა თემებში.  

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა ქსელის წევრებთან ონლიან ფორმატში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ქსელის წევრებმა გამოკვეთეს ადგილობრივი თემის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გადაჭრიან.

შეხვედრაზე მოხდა პრობლემების რანჟირება პრიორიტეტების მიხედვით. გადაწყდა, რომ ქსელის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას დევნილთა თემს გააცნობენ, რის შემდგომაც შეიმუშავებენ განაცხადს და წარადგენენ დასაფინანსებლად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა ქსელის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება. განიხილეს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ თემში. მათი აქტიურობა ხელს შეუწყობს  თემის გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას.

ქუთაისელი ქალები ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგზე, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ბათუმში ჩატარდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ფონდმა „სოხუმმა“ 18-19 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ტრენინგი გამართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.

ტრენინგში მონაწილეობდა 40 ქალი ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.

ტრენინგი პარალელურად ორ ჯგუფში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანური უსაფრთხოების არსზე და შეაფასეს მისი მნიშვნელობა კონფლიქტის გადაჭრაში.

მონაწილეებმა ინტერესით განიხილეს კიბერუსაფრთხოების და მედიაწიგნიერების საკითხები.

თემების განხილვას თან ახლდა თემატური და სახალისო სავარჯიშოები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, რადგან ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.

მონაწილეების თქმით, ტრენინგის ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის ქალთა ქსელის წევრებთან. მუშაობის ახალი ეტაპი მოიაზრებს „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ გაფართოებას, ქსელის წევრების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას. ქალებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება და განიხილეს თავიანთი თემებისთვის  მნიშვნელოვანი საკითხები. მათ, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ხუთი მუნიციპალიტეტიდან 40 ქალის ჩართვას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე,ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს.წყოუშის თემში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სპორტული მოედნის განახლება დასახელდა.გამოიკვეთა , რომ მოედანი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს,არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, და არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შეხვედრაზე ქალთა ჯგუფის წევრებმა განსახორციელებელი აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური წყალსაწრეტი ღარები ახლებით შეიცვალა, სარდაფებში თითქმის ყველა მხარეს საჰაერო ფანჯრების ამოჭრაც დაიწყეს... თუმცა მწვავე პრობლემად რჩება შენობის დაზიანებული ფასადი.

სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილ ქალებთან გაიმართა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ დასახლების მცხოვრებლებს და აღნიშნავენ, რომ საერთო საქმეში აუცილებელია გუნდურობა, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

 წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრა საპროექტო აქტივობების შეფასებით დაიწყეს . ლიდერებმა პრეზენტაციების დახმარებით შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით სამშვიდობო თემების პოლულარიზება გამოყვეს.   მაღალი  დაინტერესების ფონზე ისინი ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობით შეეცდება გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას. მონაწილეებს კონკრეტრული დავალებები აქვთ მიღებული , რომლებიც ეფექტიანი ადვოკატირების გარანტი გახდება.

 - რა დაგვიტოვა პროექტზე მუშაობამ, რა დავგეგმეთ, რა შედეგები მივიღეთ და რა არ გამოგვივიდა -ამ კითხვებზე გასცეს პასუხი სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა, ბოლო შეხვედრაზე. მათი შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მათი უნარები განავითარა, თვითდაჯერებულობა და აქტივიზმი გაზარდა.  ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი   მშვიდობის თემის პოპულარიზება  შეფასდა. ახალგაზრდები სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შეეცდებიან.  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმის დეტალები დააკონკრეტეს და აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები დააზუსტეს. მომდევნო თვეებიდან იმ პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან, რომლებიც  ჯგუფის წევრებმა უკვე გამოკვეთეს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები