1 2

სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატით. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სწრაფი მოკვლევის შედეგებს: რა საფრთხე შეუქმნა ქალებს კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა. აღინიშნა, რომ კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში კიდევ უფრო დამძიმდა ფსიქოლოგიური ფონი. მათ ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. ერთ-ერთი შეხვედრა სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტივისტი ქალების ჯგუფთან გაიმართა.

სოციალური პრობლემები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დევნილთა უზრუნველყოფა ბინით - შეხვედრის მონაწილეებმა, ძირითადად, ამ საკითხებზე გააკეთეს ფოკუსი. მუშაობა წამოჭრილი პრობლემების ადვოკატირებით გაგრძელდება.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები  ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

ონლაინ შეხვედრა ჩატარდა სოფელ წყოუშის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) დასახლების ქალებთან. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთში,  სოფელ საბერიოში მცხოვრები ქალებიც, რომლებმაც იქ არსებულ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. მათი თქმით, პანდემიის პირობებში გაიზარდა სტრესი და დაძაბულობა, რაც უკავშირდება არაინფორმირებულობას კორონავირუსზე, წამლების, საკვები პროდუქტების დეფიციტს, მოძრაობის შეზღუდვას. განსაკუთრებული სირთულე შეექმნათ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტის არარსებობის გამო არა აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასწავლო პროგრამაში.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ მიერ  გამართულ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე პრობლემებზე საუბრისას სოფელ ხურჩის თემში დაასახელეს ის, რომ ადრე სოფელში ჩამოდიოდნენ   ექიმები, ახლა კი არავინ ატარებს კონსულტაციებს. შეხვედრის შემდეგ პრობლემის ადვოკატირება დაიწყო.  ადვოკატირების პროცესში ჩაერთო ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი და მერის წარმომადგენელი სოფელში ირუზა კაკავა.

შედეგად: სოფელს სამედიცინო პერსონალი ეწვია, რომელმაც ყველა რეკომენდაციის დაცვით გაუწია მოსახლეობას კონსულტაცია. ამასთანავე ადამიანებმა მიიღეს ინფორმაცია, სად დარეკონ, ვის მიმართონ ტემპერატურის აწევის ან რაიმე საეჭვო შემთხვევის დროს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. ლოკაციად სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის) თემი შეირჩა.

- რა პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რა მიმართულებით  საჭიროებენ დახმარებას და თანამშრომლობას - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ონლაინ შექმნილ ჯგუფებში.

 - სურსათის მომარაგების საკითხი, საგაზაფხული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება, იზოლაციით შექმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები, - შეკრებილებმა, ძირითად, ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.

პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომი პროცესი ამ საკითხების ადვოკატირებაა, რაც ასევე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ონლაინ შეხვედრა ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის აქტივისტებთან. აღინიშნა, რომ ხურჩის თემში, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ, მთელი სოფელი რისკის ზონას წარმოადგენს და ეს ამძაფრებს მათ  შიშსა და ფორიაქს.

შეხვედრისას არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მოსახლეობა ძალიან დარდობს გალის ტერიტორიაზე დაჩენილ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში ცხოვრობენ.

პანდემიასთან დაკავშირებული ემოციური ფონის მიუხედავად, მოსახლეობა ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას და ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

„ქალთა/გოგონათა უფლებების დარღვევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში“ - ამ მიმართულებით ჩატარებულ გამოკითხვაში ჩართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი - კახათი და შამგონა. მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები,  რომელთა ადვოკატირებაც ადგილობრივ დონეზე მოხდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

80 ქალი გამოიკითხა მარტში აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში: ხურჩასა და ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). გამოკითხვა ნაწილია მონიტორინგისა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლებში ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მონაცემების შეგროვებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტიდან გამომდინარე, მონიტორინგი 6 კონფლიქტისპირა სოფელს მოიცავს ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

გრძელდება მონიტორინგი თემაზე „ქალთა უფლებების დარღვევა კონფლიქტისპირა სოფლებში.“ საველე მონიტორის მიერ სოფელ ფახულანსა და წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ანკეტირების, ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით მოხდა ბენეფიციარების გამოკითხვა. მიღებული მონაცემები საერთო ანალიზში ჰპოვებს ასახვას, რაც საერთო სურათს შექმნის ამ მიმართულებით  არსებულ მდგომარეობაზე. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 

3 4

-  ქალთა ულებების დარღვევა აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში - თებერვალში ამ საკითხებზე გამოკითხვა ჩატარდა ფახულანსა და წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩაში, ორსანტიაში, კახათსა და შამგონაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორების მიერ ანკეტირების, ფოკუს-ჯგუფისა და  ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით  სულ 205 ქალი გამოიკითხა.

- რომელ სფეროში ირღვევა ყველაზე მეტად ქალთა უფლებები, რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას, რამდენად არიან ინფორმირებულნი ადგილობრივ სახელმწიფო პროგრამებზე - გამოკითხვა, ძირითადად, ამ საკითხებს შეეხებოდა.

გამოკითხვა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები