რა პრობლემები აწუხებთ ქალებს ყველაზე მეტად კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების ადრეული პრევენცია და ადვოკატირება მათი მოგვარებისთვის - ამ საკითხებზე ისაუბრეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). მათ აღნიშნეს, რომ არსებული პრობლემები ქალთა უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს და მათი მოგვარება ხელს შეუწყობს კონფლიქტების ადრეულ პრევენციას.
გრძელდება მუშაობა პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერზე ორიენტირებული სისტემით“ ფარგლებში კონფლიქტის გამყოფი ზოლის სოფლებში: ხურჩა, კახათი, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პირველი შეხვედრები უკვე გამართეს და ცალკეულ თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს.
პირველი შეხვედრა ხურჩის თემში გაიმართა. ჯგუფის წევრები პრობლემების ანალიზის შემდეგ მათ ადვოკატირებას შეეცდებიან.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სოფელ კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. მონაწილეებმა გამოკვეთეს პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში კონფლიქტის განვითარების რისკებს შეიცავს. პრობლემათა უმრავლესობა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სფეროს ეხება. მომდევნო თვეებში კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გამოკითხვა ჩატარდება, რომ გაირკვეს, რომელ სფეროში რა ხარისხით ირღვევა ქალთა უფლებები.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ჩაატარეს მონიტორინგი ოჯახური ძალადობის თემაზ. მონიტორინგის მიზანია - GREWS (კონფლიქტის ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა) გამოყენებით, საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევი რისკების იდენტიფიცირება და მინიმალიზება.
მონიტორინგის პირველი ეტაპი განხორციელდა 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე. გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით: ანკეტირებით და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით. ინფორმაცია შეგროვდა წინასწარ შემუშავებული კითხვარებით.
მონიტორინგში მონაწილეობს 5 საველე მონიტორი. გამოკითხვა ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში და კონფლიქტისპირა სოფლებში: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის დანერგვით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაში: ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლები: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა, ფახულანი, წყოუში. მონიტორთა ჯგუფი ადგილებზე ყოველკვირეულად აგროვებს ინფორმაციებს. მონაცემთა სისტემატიზაციის შემდეგ, მიღებული ინფორამაციების ანალიზით მოხდება კონფლიქტური სიტუაციების დაგნოსტირება და რისკების პროგნოზირება გენდერული ასპექტებით.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა თემში. მოდერატორმა ისაუბრა, რა კავშირშია მოუგვარებელი პრობლემები კონფლიქტების განვითარებასთან და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაში მათი მოგვარება.
შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს ის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მათ დასახლებაში აქტუალურია და კონფლიქტების განვითარების საფრთხეებს შეიცავს.
პრობლემებს შორის გამოიყო: მოუგვარებელი სადრენაჟო სისტემა და სარდაფში ჩაღვრილი წყალი, ზედმეტი ხმაური დასახლების ახლოს მდებარე კერძო საწარმოდან, სახურავის პრობლემა. პრობლემების ანალიზის შემდეგ რეაგირება დაიწყება.
ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე. ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), როგორც კონფლიქტის ზოლთან ახლომდებარე სოფელი, განსაკუთრებით სენსიტიურია სოციალური კონფლიქტების განვითარების კუთხით.
საინიციატივო ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრებით და პრობლემათა ადვოკატირებით ცდილობს კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირებას და ადრეულ სტადიაში მის პრევენციას. პრობლემათა ადვოკატირების პროცესს თან ახლავს ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
საზოგადოებაში არსებული პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად ქალების უსაფრთხოებას ეხება, პარალელურად კონფლიქტების განვითარების საფრთხეებს შეიცავს. ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში აქტიურად მუშაობს ასეთი პრობლემების ადვოკატირებაზე, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები შეამციროს.
ამ მიზნით მაისში გეგმიური საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა ჯგუფთან. ქალები ყველაზე მეტად გრძნობენ კონფლიქტების განვითარების საფრთხეს, ამიტომ თემის პრობლემებზე მათგან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია კონფლიქტების პროგნოზირების კუთხით. კონფლიქტების დიაგნოსტირების შემდეგ საინიციატივო ჯგუფი მათ ადრეულ პრევენციაზე მუშაობს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისში აქტიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს. მოსახლეობის ინფორმირება ხდება შემდეგ საკითხებზე: სოციალური პრობლემები და კონფლიქტები, კონფლიქტების ადრეული პრევენცია GREWS (გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული მოგვარების სისტემა) ელემენტების გამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოების როლი.
ინფორმირების თვალსაზრისით ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია. მონაწილეები აანალიზებენ, რომ მათმა პრობლემებმა შესაძლოა კონფლიქტები გამოიწვიოს, ამიტომაც აუცილებელია დროული ჩარევა და კონფლიქტების განვითარების რისკების შემცირება.
ინფორმირების პარალელურად, საინიციატივო ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ იმ სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიონ.
საინიციატივო ჯგუფმა უკვე გაიარა ორი ეტაპი: მონაცემთა შეგროვება და სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე ჯგუფი ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებთან განიხილავს პრობლემას, რათა მათი გავლენით კონფლიქტის განვითარების რისკები შემცირდეს.