

ფონდ „სოხუმში“ აქტიურად მოქმედებს საკონსულტაციო ჯგუფი გენდერულ საკითხებში. ჯგუფის წევრები შეხვდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირს სოფიკო ნატრიაშვილს, რომელსაც გაეწია კონსულტაცია ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კუთხით. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, საბჭოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის სამომავლო თანამშრომლობას და გეგმებს.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით


ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“, სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.
გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.
გამოფენა მოეწყო საბავშვო ბაღის ინიციატივით. ეს არის შედეგი დაწყებული მუშაობისა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.
კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა - სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა - მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. აქცენტი გაკეთდა იმ წინადადებებზე, რომლებიც ხონის ჯგუფის მიერ იქნა მოწოდებული.
დისკუსიისას საუბარი შეეხო საზოგადოების უსაფრთხო ცხოვრების კომპონენტებს. მონაწილეთა აზრით, ქალთა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება საზოგადოების კონსოლიდაციით უნდა დაიწყოს და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ სტრუქტურებმა, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ.
წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია.
დისკუსიისას მონაწილეებმა სხვადასხვა პოზიციიდან ისაუბრეს ადამიანურ საფრთხეებზე და გამოსავალზეც იფიქრეს. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა საფრთხეებს სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, აგრეთვე - ჯანმრთელობის სფეროს, ქალთა უფლებებს, სასურსათო უსაფრთხოებას.
შეხვედრის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ საკითხის აქტუალურობა ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს. მსჯელობა და რეკომენდაციების შემუშავება საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა გაგრძელდეს, სახელისუფლებო რგოლები კი მეტი აქტიურობით ჩაერთონ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაში.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალები.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, ძირითადად, სოციალურ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით არსებული საფრთხეები სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ქალებს. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება. მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ დახმარებით, რომელიც მრავალშვილიან დედებს ეხება.
მონაწილეთა საერთო შეფასებით, მსგავსი საკითხების განხილვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზრდის თანამშრომლობის ხარისხს და პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს.
19 მაისს თერჯოლაში დასრულდა ბიზნეს-პროექტების კონკურსი პროექტის „ახალგაზრდებისგანვითარებაახალსაფეხურზე“ ფარგლებში. კონკურსის დაწყებამდე, ბიზნეს-პროექტების განხილვის მიზნით, შეიკრიბა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: დონორი ორგანიზაცია PIN-ის და ფონდი „სოხუმის“, ადგილობრივი სტრუქტურებისწარმომადგენლები, ახალგაზრდული სახლის დირექტორი. ქულები ობიექტურად განაწილდა. კონკურსის გამარჯვებულებად დასახელდნენ: ელისო ფანჩულიძე, ნიკოლოზ მემანიშვილი და ნანო მაკარიძე. საუკეთესო ბიზნეს-პროექტების ავტორებმა საჩუქრად მიიღეს პროექტის ფარგლებში შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)
ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების კუთხით, იმ პროექტებზე, რომლებიც ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით განახორციელა.
შეხვედრაზე დასახელდა შედეგები, რომლებიც მეტყველებს გენდერული საბჭოს საქმიანობის ეფექტურობაზე. ყურადღება გამახვილდა ჩატარებულ კვლევებზე, ახალგაზრდებთან მუშაობაზე, გენდერული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საბჭო წარუდგენს თვითმმართველობას, როგორც სარეკომენდაციო დოკუმენტს.
როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრატეგია რეგიონში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან - გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა მედეა ვასაძემ საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ საკითხებზე. ითქვა, რომ სასარგებლო იქნება მემორანდუმის გაფორმება ერთობლივ საქმიანობაზე.
შეხვედრა გააშუქა ტელეკომპანია „აჭარამ“.