ადამიანური საფრთხეები განსხვავებულად აღიქმება სოფელ ხურჩაში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის საზღვრისპირა ზონაში. ეს მოსაზრება კიდევ უფრო განმტკიცდა მრგვალ მაგიდასთან, რომელსაც ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები კოკიდან, ხურჩიდან (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრა დაიწყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციით, რომელიც სპეციალურ პუბლიკაციაში გაერთიანდა.
შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. ქალებმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მათი აზრით, ადამიანური საფრთხეები კონფლიქტის ზონის სოფლებში უფრო გამძაფრებულია და საზოგადოების ყველა რგოლი უნდა იყოს მობილიზებული, რათა უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდეს.
2 თებერვალს ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდნენ შვედეთის ქალთა ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები: ელისაბედ ბრანდბერგი (რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში) და ჯოანა არკასენი (საველე წარმომადგენელი საქართველოში).
სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდის მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ბოლოს მათ გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
ელისაბედ ბრანდბერგი: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი საქმიანობის გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ ქალთა უფლებების დაცვას. ცდილობთ, შეახსენოთ ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები საზოგადოებასთან მიმართებაში.“
ჯოანა არკასენი: „უკვე მეორედ ჩამოვედი ფონდ „სოხუმში“. ვიცი და მომწონს თქვენი აქტიურობა. სამშვიდობო საქმიანობა რთულია, მაგრამ აუცილებელი. კარგად ჩანს, რასაც აკეთებთ ქალთა მხარდასაჭერად. საინტერესოა თქვენთან მუშაობა.“
Kvinna till Kvinna ფონდი „სოხუმის“ მხარდამჭერია 2002 წლიდან, რაც სამშვიდობო მიმართულებით სისტემატიური მუშაობის საშუალებას იძლევა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის მონიტორინგის ფარგლებში სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ მონიტორებმა ჩაატარეს ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან წყალტუბოსა და ქუთაისში. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება და მის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისში, როგორც ყოველთვის, 33 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
სხვადასხვა აქტუალურ თემასთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ანგარიშს. ამასთანავე იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.


16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დვაბზუსა და ცხემლისხიდის სკოლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. შემდეგ მოსწავლეებმა სოფლებში თავად გამართეს აქცია და შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან, დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელზეც ისაუბრეს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსზე, პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლაზე. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია დონორი ორგანიზაციების შესახებ და იმის თაობაზე, თუ სად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა გრანტის მისაღებად.
როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ტრენინგი მათთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იყო, რადგან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოადგებათ.
14-17 აგვისტოს ბათუმში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ჯანდაცვის მუშაკებისათვის გაიმართა ტრენინგი შემდეგ თემებზე: ოჯახში ძალადობის მიზეზები, ბავშვის მიმართ ძალადობა, ფსიქოემოციური ასპექტები, ოჯახში ძალადობის პრევენცია, უწყებათა შორის თანამშრომლობა, სამართლებრივი მექანიზმები. განხილულ იქნა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მუშაკების გაძლიერებას ძალადობის შემთხვევების მართვის, პრევენციის და რეაგირების მხრივ.
მუშაობა მიმდინარეობს პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში.
როგორია ჩვენი სამიზნე ჯგუფების ოჯახების სტრუქტურა და სოციალური ნორმები, გენდერული ძალადობის ანატომია; როგორ შევძლოთ ოჯახური კონფლიქტების დროული დიაგნოსტირება და რისკების მინიმალიზება; როგორ მუშაობს პრაქტიკაში ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები; როგორ მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ტრანსფორმაცია: რა არის საინფორმაციო კამპანიების როლი ძალადობის პრევენციის/ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით.
ეს თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა SOS ბავშვთა სოფლის ზუგდიდის მოტივირებულ, მაღალკვალიფიციურ ჯგუფთან სამდღიანი ონლაინ-ტრენინგის ფორმატში იმუშავეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.