ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ვიცე მერს. საუბარი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სერვისების დაფინანსების შესაძლებლობასა და მოდელზე.
ზუგდიდის მერის განმარტებით, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება სერვისის დეტალებზე შეთანხმება. განხილული იყო რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია, რომელზე დიალოგიც გაგრძელდება.
შეხვედრა გაიმართა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების ადვოკატირების მიზნით - ქალთა სამშვიდობო კოალიციის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
კიდევ ერთი საფინალო დღე - ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.
მონაწილეთა განმარტებით, კურსი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიანი კამპანიის ისტორია და მნიშვნელობა, მსხვერპლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა - ამ საკითხებზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“: თუ როგორ უნდა იპოვონ საჭირო ინფორმაცია, რა მასალებია განთავსებული და რაში დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. შეხვედრებზე დაფიქსირდა მადლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რადგან აქტუალურ პრობლემებზე მუშაობს და აქტიურად ეხმარება ქალებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
100 მონაწილე. და შეხვედრების ფართო გეოგრაფია: ბაღდათი, ვანი, ჩოხატაური, თერჯოლა, ტყიბული.
დეკემბრის პირველ ნახევარში ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაიმართა ტრენინგები თემაზე: კონფლიქტის მოგვარების გზები. ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში.
მონაწილეები გახსნილად საუბრობდნენ პრობლემებზე, მოჰყავდათ მაგალითები, მსჯელობდნენ მოგვარების გზებზე.
ტრენინგებში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და შემდეგ დაეხმარნენ მოზარდებს სხვადასხვა აქტივობის მომზადებაში. ამ ჯგუფებმა 35 ინიცირებული ღონისძიება ჩაატარეს და ყველა მიუძღვნეს საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საერთო აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, შეხვედრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან, ვორკშოპი სკოლის მოსწავლეებთან - ასეთი აქტივობები ჰქონდათ ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დღეებში.
მონაწილეების მოსაზრებით, საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, იფიქროს პრობლემის მასშტაბებზე და ყველა სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ძალადობის პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრები, ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ფურცლების და ბანერების მომზადება, ფილმების ჩვენება, აქციები, ვიდეორგოლების მომზადება - ასეთი მრავალმხრივი იყო ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
კამპანიაში 7 ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო. ეს ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მათ 23 საინტერესო და კრეატიული აქტივობის ორგანიზება შეძლეს - და ასე გააძლიერეს ფონდი „სოხუმის“ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ამ პატარა ვიდეორგოლში არის მხარდაჭერა, გამხნევება, მოწოდება...
ძალადობა დანაშაულია!
იცხოვრე ძალადობის გარეშე!
არ გაჩუმდე!
იმოქმედე!
შენ არ ხარ მარტო!
ამბობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
ვიდეორგოლი 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კონფლიქტის მართვა ძალადობის პრევენციისთვის - ეს იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიცირებით 25 ნოემბერს ჩატარდა და შეკრებილ საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის გახსნა აუწყა.
„სამყარო ძალადობის გარეშე“ - თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით კამპანიის ფარგლებში ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კამპანიის ფარგლებში ონლაინ ფორმატით ჩატარდა „შემოქმედ ქალთა საათი“ - ქალებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებას და საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიას შეამცირებს.
აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქტიური წვლილი შეიტანეს 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და იურისტმა. მათ დისტანციურად კიდევ სამი ჯგუფური შეხვედრა გამართეს სამტრედიის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან. იურისტი შეკრებილებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ესაუბრა. ფსიქოლოგმა გაშალა ნაადრევი ქორწინების თემა - ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა. „არ გაათხოვო არასრულწლოვანი ქალიშვილი, მიეცი განათლება, მიეცი არჩევანი, მიეცი თავდაჯერებულობა“ - ასეთი იყო ფსიქოლოგის რჩევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)