თერჯოლის სამუშაო ჯგუფმა პროექტის მიმდინარეობისას არაერთი ინიციატივა გამოიჩინა და განახორციელა. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განიხილეს - ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად ინერგება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩატარდება იდეების კონკურსი, მისი დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით.

პროექტების განხილვა დაიწყება სექტემბრის ბოლოს.

***

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ლანჩხუთის სამუშაო ჯგუფმა პროექტის ფარგლებში დიდი გამოცდილება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთა მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების გასაუმჯობესებლად.

ახლა სამუშაო ჯგუფი ანტიკორუფციულ გეგმაზე მუშაობს. ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ისაუბრეს, რა ეტაპებია საჭირო მისი განხორციელებისათვის. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ბაღდათის, სენაკის, ვანის, ზუგდიდის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებიც მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებობს მუნიციპალიტეტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, გახსნილად ისაუბროს ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტები გახშირდა, კრიზისულ ოჯახებთან უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ამ საქმეში დიდია არასამთავრობო სექტორის წვლილი.

შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს. ისინი განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ ადამიანებთან, რომელთაც მეტი დახმარება სჭირდებათ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ ხმის მრიცხველის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ გამოყენების გამარტივებისთვის ფონდმა „სოხუმმა“ მოამზადა სპეციალური ვიდეორგოლი-ინსტრუქცია, რომელიც გასაგებად ხსნის აპლიკაციით სარგებლობის წესებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლისთვის ვიდეორგოლის ნახვა სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

სოციალური რეკლამა-ინსტრუქცია „ონლაინ პლატფორმა - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის შესავსებად“ ანიმაციურია, საინტერესო და მარტივი...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება.  მიუხედავად შეზღუდვებისა, ფასილიტატორები ახერხებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს და ცდილობენ, ინფორმაცია მაქსიმალურად მისწვდეთ მოწყვლად ჯგუფებსაც, მათ შორის შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ბენეფიციარებს ეს სიახლე ძალიან მოსწონთ და აპირებენ, ისარგებლონ პლატფორმით, რათა მიიღონ ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.

ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.

სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს  სხვადასხვა სკოლაში.

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს პროექტის განხორციელების პერიოდი დაუდგა - ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის საბოლოო ვარიანტს, დაგეგმეს აქტივობები და შეიმუშავეს სამუშაო ეტაპები. თითოეული  მონაწილე განსაკუთრებით აქტიურობდა, რადგან ჯგუფის წევრების სურვილია, წარმატებით შეასრულონ თავიანთი შემუშავებული პროექტი.

ონლაინ, მაგრამ აქტიურად წარიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო  ჯგუფის შეხვედრაც. მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების გეგმები, განცხადება/წერილის მომზადების წესები, ადრესატები. ისინი ახლო მომავალში შეუდგებიან პრობლემების ადვოკატირების პროცესს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

შვილებისა და მშობლების ურთიერთობები, კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები, ლიდერის უნარ-ჩვევები - ამ თემებზე ჩატარდა ონლაინ ტრენინგები ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის და თერჯოლის ახალგაზრდულ კლუბებში.

ტრენინგებზე იყო დისკუსიები, კონკრეტული ქეისების განხილვა, გულწრფელი საუბრები. საინტერესო თემებმა განაპირობა მონაწილეების აქტიურობა და  მაქსიმალური ჩართულობა. ტრენინგის მონაწილეები მსჯელობდნენ თაობათა შორის პრობლემებზე, კონფლიქტის ეტაპებზე. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა სურვილი გამოხატა, რომ ლიდერობა ისწავლებოდეს, როგორც სასკოლო საგანი.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან ჩატარდა ორი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ მოისმინეს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა ადვოკატირებასაც აპირებენ ჯგუფები. თვითმმართველობის წარმომადგენლები დახმარებას შეჰპირდნენ ადვოკატირების პროცესში, რადგან მათთვისაც აქტუალურია ჯგუფების მიერ შერჩეული პრობლემები.

ქალთა საინიციატივო ჯგუფები ადვოკატირების კამპანიას დაიწყებენ, ხოლო  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი მცირე პროექტი განხორციელებას შეუდგება. ონლაინ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს განსახორციელებელი პროექტები და სამუშაო გეგმებზე იმსჯელეს.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები