×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 493

Covid-19-ით ინფიცირებულთა სტიგმა პანდემიით გამოწვეული ძალადობის ახალი ფორმაა. ეს ადამიანები ჩვენს ირგვლივ არიან და ბევრ მათგანს რთულ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება. სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ მოამზადა სოციალური ვიდეორგოლი.

გავთავისუფლდეთ სტიგმისგან!

გამოვიჩინოთ თანაგრძნობა!

მათ დაამარცხეს ვირუსი!

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდების სერია

16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმი", თბილისის წარმომადგენლობასთან ერთად, მრგვალი მაგიდების სერიას მართავს იმერეთის, გურია-აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაძლიერების ხელშესაწყობად.

მიმდინარე შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე ესწრებოდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

.be

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის ფარგლებში წარმოგიდგენთ  ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს თემაზე - რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ძალადობის მსხვერპლ/მარტოხელა/მრავალშვილიან დედებს?

რესპონდენტები ინდივიდუალურად გვიყვებიან საკუთარ გამოცდილებასა და საჭიროებებზე, რაც ეყრდნობა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული მონიტორინგის ანგარიშს „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკონსულტაციო მუშაობის შედეგები

  • ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021
  • 977 ჯერ

სტრესთან გამკლავება, სიმშვიდე, პრობლემების მოგვარება, იმედი… - ეს და უამრავი სხვა შედეგი მოიტანა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის საკონსულტაციო მუშაობამ.

მათ რეგიონებში ონლაინ ჩაატარეს სამი ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. 

გაიმართა მუშაობა კრიზისულ ოჯახებთან, ასევე ონლაინ გაგრძელდა ინდივიდუალური ფსიქოთერაპია 29 ბენეფიციართან. 

პარალელურად მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან - ფსიქოლოგიური თერაპია, რაც ასე სჭირდება ამ ქალებს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმი“ უერთდება საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ და ჩვენი მოწოდებაა „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასამდე ღონისძიება საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად: საინფორმაციო შეხვედრები, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სოფელ ინგირში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში არის საბავშვო ბაღი „წითელქუდა“, სადაც დადიან დევნილი და ადგილობრივი ბავშვები.

ბაღი 1997 წლიდან ფუნქციონირებს, არის ნაქირავებ არასტანდარტულ ორსართულიან შენობაში და ვერ აკმაყოფილებს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების საჭიროებას სკოლამდელი სერვისის მიღების კუთხით.

ადვოკატირების ჯგუფმა შეაგროვა ხელმოწერები და მერიაში შეიტანა წერილი თხოვნით, მოხდეს 150 ოჯახის აღსაზრდელთა დაკმაყოფილება სათანადო ინფრასტრუქტურით. ჯგუფის წევრები დაესწრნენ ბიუჯეტის განხილვას და მერიისგან მიიღეს უკუკავშირი მათ მიერ დაყენებულ საკითხზე.

პარალელურად ადვოკატირების ჯგუფს შექმნილი აქვს არაფორმალური სივრცე, სადაც ბაღის პედაგოგები, ფსიქოლოგები ხვდებიან მშობლებს და იმართება საინტერესო დისკუსიები სააღმზრდელო პროცესთან მიმართებით.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქუთაისის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ და განიხილეს კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები. მათი აზრით, ძალადობა მიუღებელია და საინფორმაციო სახის ღონისძიებებით შესაძლებელია ადამიანების ცნობიერებაზე გავლენა. მათი აქტიურობის ამოცანაც ეს არის.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი  პრობლემების შესახებ და მათი მოგვარება დაისახეს მიზნად. მათ შორის ერთ-ერთია  -ორახელაშვილის ქუჩის გასუფთავება ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს და ონლაინ ანკეტირების ჩატარებაზე. ამ კუთხით ჯგუფს გამოცდილება აქვს და დეკემბრიდან ისევ ჩაერთვება კვლევის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი - ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი). ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ოჯახში ძალადობით დაზარალებულებისთვის სერვისების მიწოდების საკითხის გაუმჯობესებას უწევს ადვოკატირებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამები. 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ამ საკითხზეც მოხდა კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან დიალოგი. ადვოკატირების ჯგუფის წევრები აგრძელებენ საფინანსო, იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციებს.

 შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დანერგავს კიდევ ერთ ინოვაციას - აუთსორსინგის მეთოდის გამოყენება დაზარალებულებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები