ფერადი ბისერებით და მულინებით ჩვენი ბენეფიციარები ზღაპრულად ლამაზ აქსესუარებს შექმნიან.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის ოფისი უცვლელია. მუშაობას აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ახალი ჯგუფის პედაგოგი მერი კუპატაძეა. მის ნამუშევრები მოსწონს მომხმარებელს და ყველგან გამოარჩევენ საწარმოო ნიშნით „მერისგან“.
თერჯოლელი ქალებისთვის წარმატების ახალი ეტაპი დაიწყო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბევრი მადლობის მესიჯი მიიღო უკრაინელი ქალებისგან ჩვენმა ასისტენტმა სოფი წირღვავამ:
- მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს ამ დახმარებისთვის, ამ ვაუჩერებით ისეთი რამეები ვიყიდეთ, რის ფუფუნებასაც ადრე არ ვაძლევდით ჩვენს თავს.
- სასკოლო ნივთები შევიძინეთ ბავშვებისთვის.
- აქციები იყო ბევრ რამეზე, 1+1 და ბევრი სურსათი მოგვივიდა.
- ფასდაკლებებით და აქციებით საკმაოდ ბევრი რამ ვიყიდეთ. გაგახარათ ღმერთმა!
უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ჩვენმა ორგანიზაციამ შეისყიდა სუპერმარკეტის ვაუჩერები და სურსათის და ჰიგიენის საშუალებების პაკეტის ნაცვლად სხვადასხვა ოდენობის ვაუჩერი დაურიგა ბენეფიციარებს.
სექტემბერში გაიცა 100-ლარიანი 180 ვაუჩერი - ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით უკრაინელებმა მიიღეს ერთი, ორი თუ სამი ვაუჩერი. დახმარება გაეწია 110 ოჯახს (15 ოჯახს - ხელმეორედ).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებზე, რომლებიც მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირებას შეეხება. ისევ დგას დღის წესრიგში სახურავების და საწვიმარი არხების პრობლემები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემების ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ისინი გაეცნენ თვის ბოლოს თბილისში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგს.
- კონფერენციაზე სწორედ ის სამინისტროები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აღნიშნული საკითხები პირდაპირ ეხებათ. ამიტომაც ჩვენი პრობლემების გაჟღერებით მათი მოგვარების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, - მიაჩნიათ ჯგუფის წევრებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მშვიდობის თემის განხილვით დაიწყო სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა. ჯგუფის წევრები სარგებლობენ იმ სამშვიდობო სტრატეგიით, რომელიც უკვე შემუშავებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ. მონაწილეებმა სტრატეგიაზე დაფუძნებით დაგეგმეს აქტივობები, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდების ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე კი მშვიდობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ჯგუფის წევრებმა აქციები გამართეს და 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, საკუთარი პოზიცია ასე გამოხატეს.
ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გზამკვლევი- „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE-მა. მათთვის მნიშვნელოავნი აღმოჩნდა გზამკვლევის ის ნაწილი, სადაც ფონდი „სოხუმის“ წარმატებულ პრაქტიკაზე არის საუბარი. აღინიშნა, რომ ორგანიზაცია დამსახურებულად მოხვდა გამოცემაში, რადგან ამ მიმართულებით მუშაობის დიდი პრაქტიკა აქვს.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრი ქალბატონები ადვოკატირების პროცესის დინამიკის განხილვა -გაზიარების მიზნით შეიკრიბნენ. შეხვედრაში არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ საკრებულოს წევრი და თანამშრომელი მამაკაცებიც ჩაერთნენ.
ადვოკატირების პროცესის დინამიკა განიხილა და წელი შეაჯამა ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფმა.პრობლემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ხონის ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა მშვიდობის საერთაშორისო დღის განხილვას, მის მნიშვნელობას და ახალგაზრდების როლს მიეძღვნა.
ხობის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა ომის და ომის შემდგომ პერიოდში. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილების მიმართ. აღინიშნა, რომ ეს ორგანიზაციის საერთაშორისო აღიარებაა და საამაყო ფაქტია.
საინფორმაციო შეხვედრას ხობში ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელიც მოამზადა ქალთა ევროპულმა ქსელმა - WAVE.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ამ ჟურნალისტთა უმრავლესობა კარგად იცნობს და არაერთხელ გაუშუქებია ქალთა ფონდი „სოხუმის“ აქტიური მუშაობა.
შეხვედრაზე ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ევროპული ქსელის WAVE-ის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ - https://wave-network. org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf.
პუბლიკაციაში წარმოდგენილია ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკა - ეს არის ჩვენი მასშტაბური მუშაობის აღიარება საერთაშორისო დონეზე. ჟურნალისტებისთვის საინტერესო იყო ამ სიახლის გაგება. მათ გამოთქვეს სურვილი, კიდევ უფრო აქტიურად გააშუქონ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, წარმატებები და მიღწეული შედეგები.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის
სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ - რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას (კვლევის ბმული: https://fsokhumi.ge/.../item/13796-2023-07-13-20-36-14).
ამჯერად ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობას, ძალადობის პრევენციას, მოზარდების გარშემო არსებულ კლიმატს, მათი ოჯახების ფსიქოსოციალურ და სხვა საჭიროებებს.
შეხვედრამ ცხადი გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)