წალენჯიხაში მერიის და საკრებულოს სამსახურების მონაწილეობით ჩატარდა კვლევის „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ პრეზენტაცია.
ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების (მათ შორის - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის) მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და რეფერალური მექანიზმის ადგილობრივ სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი.
კვლევაში ასახულია გამოწვევები და რეკომენდაციები როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი უწყებებისათვის, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად წარიმართოს პრევენციული საქმიანობა.
მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგები, რეკომენდაციები კი მეტად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის საბჭოს მომავალი მუშაობის დაგეგმვისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პრობლემების ხე, ქალთა საინიციატივო ჯგუფის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული რისკები - ამ საკითხებზე ისაუბრეს მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
მათ გამოკვეთეს პრიორიტეტული პრობლემები, განიხილეს მათი მოგვარების გზები და დაიწყეს მუშაობა ადვოკატირების გეგმაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე შეაჩერა არჩევანი: „მარიახუანის მოხმარება მოზარდებში“, და „მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდული საჭიროებების ასახვა“. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. მასში დეტალურად აისახა ის აქტივობები, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად არის აუცილებელი, განისაზღვრა ვადები და პასუხისმგებელი პირები.
წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლაში არსებულმა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაფასეს.
მონაწილეთა შეფასებით პროექტზე მუშაობამ მათ ბევრი გამოცდილება შესძინა. მიაჩნიათ, რომ მათ შეძლეს, ფორუმ-თეატრის გამოყენებით ემსჯელათ ოჯახური ძალადობის, ბულინგის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ეფიქრათ გამოსავალზე.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ მონიტორინგის ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“. ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და ადგილებზე მოქმედი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი. დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, ადრეულ ეტაპზე კრიზისული/მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების და შესაბამისი რეაგირების პრობლემა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის; არასაკმარისი ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია მუნიციპალიტეტებსა და რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის; ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მუნიციპალური პროგრამების არარსებობა ან სიმცირე და მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების და პროფესიული გადამზადების საჭიროების საკითხები. გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება რელევანტურ უწყებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლითაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი ესწრებოდნენ.
ადამიანური უსაფრთხოების კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე იწყებს მუშაობს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრები ორი მწვავე და აქტუალური პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან- მოზარდების ინფორმირებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ და მუნიციპალიტეტში არსებული ქვეპროგრამების შესწავლას, ასევე დამატებით, სხვა საჭირო პროგრამის ადვოკატირებას. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს, აქტივობები გაწერეს, პასუხისმგებელი პირები და ვადები განსაზღვრეს.
ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი პროექტზე “ბულინგი და მისი სახეები” ისაუბრეს,განიხილეს ის გამოწვევები და უნარები, რომელთა გამომუშავებაც პროექტის ფარგლებში შეძლეს. ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ. მათ ინფორმაცია კლუბისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ ,,სოხუმის,, საქმიანობის შესახებ მიიღეს. წევრების დაახლოების მიზნით, შეხვედრაზე გაცნობითი და სახალხო აქტივობები ჩატარდა .
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
მონიტორინგის ინსტრუმენტი დაფუძნებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციაზე და მისი მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს პრევენციის მექანიზმის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გამოავლინოს კონკრეტული მიღწევები და გამოწვევები. დოკუმენტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლაში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
მოწვეულმა იურისტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფერირების დოკუმენტი, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები და ფუნქციები.
შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მსხვერპლთა დახმარებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
6-8 ივლისს ფონდი სოხუმის წარმომადგენლები - ეკატერინე გამახარია და თეა თორინავა სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2022 წელს მომზადებული პრაქტიკული გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები“ (ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf?fbclid=IwAR1rCpxvDqw8HCIz-iBwYSlKCsF9ITicwIkEr-DVCBOI3ZP5eYZv_ATu3IA) გამოყენებით ტრენინგმოდულის შემუშავების პროცესის დაგეგმვას. ტრენინგმოდული ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავებას გზამკვლევში ასახულ კონფლიქტურ სიტუაციებში გენდერული ძალადობის პრევენციის, რეაგირების საუკეთესო პრაქტიკების, ასევე სტრატეგიების შესახებ და მათ რეპლიკაციას პრაქტიკულ საქმიანობაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს (OSCE), ქსელი WAVE-ის და პროექტში ჩართული პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბოსნია&ჰერცეგოვინა).