მარტის თვეში გამართულ შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალური სოლიდარობის თემასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.,,სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას,,.- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.

მათი სურვილების დიდი ნაწილი მშვიდობას, მათი ოჯახების და ახლობლების კეთილდღეობასა და უკეთესი გარემოს შექმნას უკავშირდება.

ლიდერი ქალები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. რა არის სოლიდარობა და რისთვის გვჭირდება- ამ საკითხებზე იმსჯელეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა წყალტუბოს მეოთხე და პირველ საჯარო სკოლებში.

შეხვედრაზე შესრულდა სავარჯიშოები , გაიმართა დისკუსიაც.

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში შემაჯამებელი შეხვედრების დროა. 122 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში: ახალგაზრდები, ახალგაზრდული სამსახურების, განათლების რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.

ახალგაზრდებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს, რა ისწავლეს ხუთთვიანი კურსის განმავლობაში. იყო საინტერესო დისკუსიები, შთაბეჭდილებათა გაზიარება. მშობლებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ეტყობათ სასიკეთო ცვლილებები, ბევრი რამ იციან და საკმაოდ გააქტიურდნენ.  

სამივე შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. ახალგაზრდა ტრენერებს სერთიფიკატები გადაეცათ, დანარჩენ მონაწილეებს კი - სერტიფიკატები აქტიური ჩართულობისთვის.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მონაწილეებმა  ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს გზავნილი- მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.

შეხვედრაზე თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზეც აღინიშნა.

 დატვირთულად მუშაობს ხონის ახალგაზრდული კლუბიც.

ფორუმ თეატრის საინტერესო სცენა დაიდგა ხონის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბში, რომლის  შექმნაში მთელმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდების თვალით დანახული აქტუალური, მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემები მონაწილეებმა სცენარად აქციეს და ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ მაყურებლის წინაშეც წარსდგებიან.

17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ პირველ ქსელურ სამუშაო შეხვედრას, რომელიც  ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. სიუჟეტიც სწორედ ამ თემას ეხება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა. ამიტომაც აქტიურად გრძელდება მუშაობა საზოგადოების ინფორმირების კუთხით. შეხვედრების მონაწილეებმა პოზიტიური მაგალითების გაცნობით ქალების სიძლიერესა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი. მოისმინეს წარმატებული ქალების ისტორიები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. ქალთა საჭიროებებზე ისაუბრეს და საკუთარი სურვილები გააჟღერეს: სიმშვიდე და სიყვარული ყველაზე აუცილებელ პირობად მიიჩნიეს. 

სენაკის, წალენჯიხის, ქობულეთის, სამტრედიის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს დასახმარებლად 6-მა ბენეფიციარმა მიმართა. იდენტიფიცირებული ქეისების მართვა უკვე დაწყებულია ფონდი „სოხუმის“ რესურსების გამოყენებით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ხობის მუნიციპალიტეტთან. მუშაობა ისევ განახლდება. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეხვედრა.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები თეა გოლეთიანი და ხათუნა გოგუა შეხვდნენ ხობის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ქავთარაძეს, მერის მოადგილეს დავით ბერაიას, საკრებულოსა და მერიის გენდერული თანასწორობის სპეციალისტებს.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და ქალთა ფონდს შორის ქალთა უფლებების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

რა სურთ ქალებს, რაზე ოცნებობენ ,  რა მიზნები აქვთ , რას გულისხმობს ქალური სოლიდარობა  -  სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მარტის თვის შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს. ქალბატონებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი გზავნილები-

,,ჩვენთვის უპირველესია მშვიდობა და ჰარმონია ოჯახსა და ქვეყანაში!

ჩვენი სურვილია ახალგაზრდებს ჰქონდეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა!

ჩვენ გვინდა ნაკლები იყოს ქალთა მიგრაცია და შვილები არ იზრდებდნენ დედების გარეშე!,,

ბულინგი ახალგაზრდებში, განსხვავებულის აღქმა და მიუღებლობლობა, გაუცხოების სიმწარით მიღებული სტრესი - ამ ისტორიაზე შექმნილი სცენარით სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა საკუთარი სათქმელი ფორუმ-თეატრის ფორმატით გააჟღერეს.

ახალგაზრდებმა მთელი სიცხადით წარმოაჩინეს ეს აქტულური პრობლემა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ კოორდინაციით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიმართა ქალთა სოლიდარობის აქცია და ორგანიზაცია ასე შეუერთდა ქალთა მოძრაობის მარშს საქართველოში „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“.

აქციის მონაწილეები იყვნენ ორგანიზაციის აქტივისტი ქალები, ბენეფიციარები დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და თავისუფალი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებმა თვალსაჩინო გახადეს საერთო პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც გაცხადებულია საქართველოს კონსტიტუციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე ქალთა სოლიდარობის საკითხზე იმსჯელეს. დამსწრეთა განცხადებით,  სოლიდარობასა და ურთიერთთანადგომას დიდი ძალა აქვს.

 შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ ჯგუფშიც, სადაც   ფორუმ -თეატრის მეთოდით დადგმულ სცენებზე მუშაობა გრძელდება.

ახალგაზრდებმა სცენარი დაწერეს, თემად კი მოზარდებში ბულინგი აირჩიეს.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები