ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ წარმატებით ხორციელდება ქობულეთში. თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ჩაატარა. ბენეფიციარებს მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალურ და ზოგადად სახელმწიფო სერვისებზე, ასევე კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.
ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
პროექტი „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ ხორციელდება სოფელ კოკში, ხოლო პროექტი „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“ - ხურჩაში.
კოკის სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბულინგი და მისგან დაცვის მექანიზმები“. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კიბერბულინგის თემა.
ხურჩაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია.
ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე სკოლების მშობლებთან. მათ მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, მოზარდი და ძალადობრივი გარემო, ბულინგი, ძალადობის პრევენცია, რეაგირების მექანიზმები. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მუშაობა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ ფარგლებში მიმდინარეობს კულინარიისა და სერვირების შემსწავლელი კურსი - სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ბენეფიციარებთან. მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები პროცესში. იგეგმება მომავალი მუშაობა, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას თვითრეალიზაციისთვის.
პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში გრძელდება ჭრა-კერვის სწავლება, საბუღალტრო აღრიცხვის, კომპიუტერის, სტილისტისა და მანიკურის სპეციალობის შემსწავლელი კურსები. კურსების მონაწილეები დიდი ინტერესით ეუფლებიან ახალ სპეციალობებს და ცდილობენ კიდეც, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები აღმზრდელებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკ ფაქტორის ქვეშ მყოფი ბავშვები და, კანონის თანახმად, რა კუთხით ევალებათ რეაგირება. შეხვედრები იმართება ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის პრევენცია - ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში. აღინიშნა, რომ მსგავს საკითხზე მუშაობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აღმზრდელებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია.
ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი წარმატებით ახორციელებს მცირე პროექტს „ჯანსაღი თაობისთვის“. პროექტის თანახმად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ მშობლებს. შეხვედრის მიზანი იყო მშობელთა ინფორმირება იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჩართვა და მონაწილეობა მოზარდის აღზრდის და სწავლის პროცესში. ასევე მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის და ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.
ხურჩის/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს ორ პროექტს „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ და „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“.
პირველი პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კოკის სკოლის პედაგოგებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია ბულინგისა და კიბერბულინგის ფაქტებზე, რეაგირების მექანიზმებზე. გაიგეს, როგორ უნდა გამოავლინონ ბულინგის მსხვერპლი მოსწავლეები და რა დახმარება უნდა გაუწიონ მათ.
მეორე პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც შეეძლებათ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია. საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებს.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტების ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე ბაღების გამგეებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. მათ მიიღეს ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ და ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებზე.
პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ფონდი „სოხუმის“ იურისტისა და ფსიქოლოგის ონლაინ შეხვედრა სამიზნე სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრაზე მოზარდებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგზე, მის მავნე შედეგებზე, პრევენციასა და რეაგირების გზებზე.
5 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა აგვისტოში სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ლანჩხუთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 38 ბენეფიციარი 16-დან 67 წლამდე და საუბრის ძირითადი თემა იყო - როგორ დავძლიოთ პანდემიით, იზოლაციით და გაურკვევლობით გამოწვეული სტრესი.
თვის მანძილზე იყო სატელეფონო ზარები ქუთაისიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ქალებმა მიიღეს სწრაფი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ინდივიდუალური კონსულტაციები.
ფსიქოლოგმა ასევე გააგრძელა მუშაობა ოჯახურ წყვილებთან და ცალკეულ კლიენტებთან.