ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

1 2 3

 4 5 6

 7 8

 9 10

 11 12

ოქტომბერში სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, ქუთაისის, ხონის,  ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.

შეხვედრების თემა იყო - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე. ეს დღე  შეახსენებს საზოგადოებას, რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა. სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ სოციალურად და ეკონომიკურად აქტიური ქალი ბევრ სასიკეთოს მოუტანს როგორც თავის ოჯახს, ასევე მთელ საზოგადოებას. ამ თემასთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, რათა მათთვის პრიორიტეტული გახდეს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შეხვედრებზე დაისვა საკითხები, რომლებზეც ადვოკატირების ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5 6

აქტიურ ფაზაშია ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. კოლეჯ „ფაზისის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქალთა კლუბის წევრების მიერ ორგანიზებული შეხვედრა. სამედიცინო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოების, გენდერული საბჭოს და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის წარმოშობის მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე. ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს ინიციატივით, რომ მუნიციპალიტეტის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმაში აისახოს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსები და უზრუნველყოფილ იქნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება.

არტ-გალერეა 34-ში გაიმართა ფოთის დღის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების კონკურსი „ჩემი საოცნებო ოჯახი“. კონკურსმა აჩვენა, როგორია ბავშვების საოცნებო ოჯახი, რამდენად ახლოსაა ან შორდება რეალობას. 

ფოთის სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“ მოამზადა სიუჟეტი პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის შესახებ.  

https://nwbc.ge/2019/10/16/ძალადობის-ჯაჭვის-ფარგლე/?fbclid=IwAR3jD0kB-c6sArFlW713iPJ_20tG63hGZlrVXy38aAHE9kp_hH85Zad4tnA

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5

ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი. ოქტომბერში ჩატარდა შეხვედრები ჯგუფის წევრებთან. ასევე გაიმართა შეხვედრა ოზურგეთის ბაღების პედაგოგებთან იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. მათ მიიღეს ინფორმაცია, როგორ გამოავლინონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და ვის მიმართონ ფაქტზე რეაგირებისთვის.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

 3  4 5

 6 7

წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ორი შეხვედრა გენდერულ საკითხებზე. პრობლემის უფრო ნათლად გააზრების მიზნით ნაჩვენები იყო ფილმები ძალადობისა და ბულინგის თემაზე. ფილმების შემდგომ იმართებოდა აქტიური დისკუსიები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რეფერალურ მექანიზმებზე და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებზე.  

შეხვედრები წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5 6

ძალადობის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და აქტიური დიკუსია გაიმართა თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.

ასევე მოეწყო შეხვედრა-დიალოგი მშობლებთან ფონდი „სოხუმის“ იურისტის, კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. მშობლები გულახდილას საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე. მათი სურვილია, ასეთ შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცეს და მშობელთა რაოდენობაც გაიზრდოს. საერთო შეხვედრის გარდა  ინდივიდუალური კონსულტაციებიც ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 

4 5

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამიზნე ბაღების გამგეებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის თემატიკა, პრობლემაზე რეაგირების მექანიზმები. მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია ხელშეწყობა რეფერალურ სუბიექტებს შორის კოორდინაციის სისტემის დასანერგად. ეს მნიშვნელოვანი იქნება ძალადობის პრევენციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 5 4 6

ორი ღონისძიება გაიმართა ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.

ერთი იყო შეხვედრა საბავშვო ბაღში  - ფონდი „სოხუმის“ იურისტის, ფსიქოლოგის და კონფლიქტოლოგის მონაწილეობით. შეკრებილები გაეცნენ რეფერირების პროგრამას. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი.

აგრეთვე ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ხუთ თემში, სპეციალიტები და სოციალური მუშაკი. მათ მიიღეს ინფორმაციები ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და მშობლებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და ფსიქოლოგმა აღნიშნეს, რომ აღმზრდელები უნდა ჩაერთონ ძალადობის ფაქტების გამოვლენაში. მშობლებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას სტრესულ სიტუაციაში ყოფნამ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5 6

„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემას მიეძღვნა მრგვალი მაგიდა ოზურგეთში. შეხვედრა ითვალისწინებდა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების კოორდინაციის ხელშეწყობას და მასში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და დაინახეს თანამშრომლობის აუცილებლობა. მთავარ როლს თავის თავზე აიღებს გენდერული თანასწორობის საბჭო - საბჭო, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შესწავლის, უამრავი პრობლემის  ადვოკატირებისა და მოგვარების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

 5 6 7 

სექტემბრიდან ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე ქალთა ახალმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. გაკვეთილებზე ისწავლება სხვადასხვა ნაკეთობის შესრულება. მოსწავლეებმა პოლიმერული თიხისგან უკვე თავად შექმნეს არაერთი საინტერესო კომპოზიცია.  ისინი კმაყოფილები არიან სასწავლო პროცესით და თავიანთი შედეგებით.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები