ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში გრძელდება უფასო პროფესიული კურსები. ჭრა-კერვის გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ. მოსწავლეებმა შეისწავლეს კერვის დაწყებისთვის აუცილებელი ნიუანსები, ნამუშევრებიც სახეზეა.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში სხვა პროფესიულ კურსებთან ერთად  საბუღალტრო აღრიცხვის კურსიც მოქმედებს. კურსის მონაწილე ქალები შეისწავლიან ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებს საერთაშორისო სტანდარტებით, მოქმედ კანონმდებლობას, აღრიცხვის მეთოდოლოგიას, ორისის პროგრამას. ყოველივე ეს მათ დასაქმების ახალ პერსპექტივას გაუხსნის.

მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთი)

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მშობლებს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღმზრდელები უნდა ჩაერთონ ძალადობის ფაქტების გამოვლენაში. მათ გაიგეს, როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი და რა ღონისძიებებია საჭირო მისი რეაბილიტაციისთვის. შეხვედრამ კითხვა-პასუხის ფორმატში ჩაიარა. ეს იყო ერთ-ერთი აქტივობა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5 6

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ტრენინგი გაიმართა - ამჯერად მესამე საბავშვო ბაღში.

უთანასწორობის კავშირი ოჯახში ძალადობასთან, ბავშვის მიმართ ძალადობა, პრევენციული მექანიზმები - ამ თემებზე გაიმართა დისკუსია საბავშვო ბაღების გამგეებთან და პედაგოგებთან. ტრენინგის მონაწილეებმა გულისტკივილით ისაუბრეს პატარებზე, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან და აკლიათ სილაღე, ბედნიერი სხივი თვალებში. გამოიკვეთა ბევრი პრობლემა, რომელიც პირდაპირ აისახება ბავშვზე - უმუშევრობა, მიგრაცია, გაუცხოება და კონფლიქტები ოჯახებში, ფსიქოლოგიური დახმარების ნაკლებობა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2  3

 4 5 6 7

 8 9 10

 11 12

21 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აქციები და მსვლელობები. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეთა ჯგუფები, ახალგაზრდები - ერთად აღნიშნავენ ამ დღეს.

საერთაშორისო კამპანიას ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრავე ცენტრი შეუერთდა შემდეგი სლოგანებით: „მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა“, „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, „მშვიდობა და სიყვარული მარადიულია“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5

ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა. შეხვედრაზე შეჯამდა მიმდინარე მუშაობა და დაისახა სამომავლო გეგმები. მობილიზატორები გაეცნენ შიდა მონიტორინგის რეკომენდაციებს და შეიმუშავეს ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად მიმართული სტრატეგია. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქალთა კლუბი. დაიწყო ფილმის ჩვენება და დისკუსიები. აგვისტოში შეხვედრა ჩატარდა საზანოს თემის წარმომადგენლებთან და მათ მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.

ასევე გაიმართა დიალოგი მოძღვართან. ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. აღინიშნა საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების შესახებ. მოძღვრის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა გავლენა იქონია შეხვედრის მონაწილეებზე - მათ სხვა კუთხით შეხედეს პრობლემას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

გრძელდება მრგვალი მაგიდების ციკლი თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“. ამჯერად შეხვედრა გაიმართა ხონის საკრებულოში.

რეფერირების სუბიექტების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, როგორ შეიქმნას ძალადობის პრევენციის სტრატეგია, გაუმჯობესდეს თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის.

განსაკუთრებულად აღინიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს როლი, რომელმაც რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ძალადობის ფაქტების, პრევენციული მექანიზმების და სხვადასხვა სერვისის შესახებ.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

 5 6

სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს. ძირითადი თემა იყო ახალგაზრდების საერთაშორისო დღე და მნიშვნელობა. შეხვედრებამდე მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დეტალურად შეისწავლეს მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამები და შემდეგ ისაუბრეს ამ პროგრამების შესახებ. აღინიშნა, რომ ბევრი ახალგაზრდა საზღვარგარეთაა წასული სწავლის გაგრძელების მიზნით ან სამუშაოდ. უკან არ ბრუნდებიან, ეს კი ქვეყნის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

აგვისტოში გაიმართა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები დევნილებთან, რომლებიც ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ. შეხვედრების თემა ბენეფიციარებმა განსაზღვრეს, რადგან ისინი სვამდნენ შეკითხვებს თავიანთი კონკრეტული პრობლემების მიხედვით. მაგრამ, ძირითადად, საუბარი შეეხებოდა ოჯახში ძალადობას და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები