„ონლაინ ხმის მრიცხველის“ აპლიკაციის თაობაზე პროექტის პარტნიორმა ორგანიზაცია „იმედმა“ ზუგდიდში მცირე ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პირებთან შეხვედრები ჩაატარა.
ზოგიერთმა ახალგაზრდამ ადგილზევე შეავსო აპლიკაცია, რაც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აუცილებლად ჩართავენ სხვებსაც, რადგან საინტერესო პროცესია მოქალაქეების ხედვის შეჯერება პარტიის პროგრამებთან. აპლიკაცია აქტიურია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეავსონ და ინფორმაცია გაუზიარონ ახლობლებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე“ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად - კორცხელის ახალგაზრდული კლუბის, მომავალ მეწარმეთა კლუბის წევრებთან. ახალგაზრდებს ბევრი კითხვა ჰქონდათ და შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი ასაკის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა მათთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: მათ ადვილად შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ აპლიკაციით დაინტერესებული უფროსი თაობის ადამიანებს და მსგავსი პლატფორმების დახმარებით, რამდენიმე წელიწადში ისინი გააზრებულად მიიღებენ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ხონის მუნიციპალიტეტში დაინერგა ელექტრონული პეტიციის საპილოტე მოდელი. როგორი იყო მოსამზადებელი ეტაპი? როგორ მიმდინარეობდა მუშაობა? როგორია შედეგები?
სწორედ ამაზე მოუთხრობს მკითხველს პუბლიკაცია „ელექტრონული პეტიციის დანერგვა ხონის მუნიციპალიტეტში“. ეს არის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და მისი განხორციელება ასეთივე წარმატებით შეუძლია ყველა მსურველს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფორუმ-თეატრი სექტემბერში, ძირითადად, ონლაინ მუშაობდა. მოამზადა ვიდეოები, მონოლოგები სცენებიდან, ასევე საარქივო მასალა, სადაც წარმოდგენილია ფორუმ-თეატრის მსახიობების ორი თაობა.
15 სექტემბრიდან განახლდა რეპეტიციები, მუშაობა ახალ სცენებზე, ამიტომ მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ღია ცის ქვეშ ახალი წარმოდგენებით გამოსვლას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი "სოხუმის" მორიგი მონიტორინგის ანგარიში: "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“.
დოკუმენტში წარმოდგენილია ის ძირითადი ბარიერები, რაც ქალთა დასაქმებას უშლის ხელს, მათ შორის, სამუშაო გრაფიკის და ბაღის/სკოლის სამუშაო საათების მოუქნილობა; დამსაქმებლის დაბალი მგრძნობელობა მოწყვლადი კატეგორიის ქალების, მათ შორის, მარტოხელა დედების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ; უწყვეტი საზაფხულო განათლების, დღის ცენტრების, ბაგა-ბაღების, გახანგრძლივებული ჯგუფების, სპორტულ და ხელოვნების მრავალპროფილური წრეების ნაკლები ხელმისქაწვდომობა და ა.შ. აღნიშნული ბარიერების დაძლევა შეუძლებელია ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზების და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ეს კი მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თანამშრომლობას. დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების დაძლევას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება. ფორმატი - ისევ შერეულია.
ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მერკურის“ ძალისხმევით ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილ ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა: იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მეორე შეხვედრა ახალგაზრდებთან შედგა. მათ საარჩევნო თემატიკის მიმართ ინტერესი გამოხატეს და გამოთქვეს სურვილი - უფროსი თაობის ადამიანებს, ვინც ცუდად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, დაეხმარონ პლატფორმით სარგებლობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ზუგდიდში ფონდი „სოხუმის“ ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან ჩატარდა.
ახალგაზრდებმა დისკუსიის ფორმატი აირჩიეს და საკუთარი „დაკვეთაც“ გააჟღერეს პოლიტიკურ პარტიებთან: „სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული პროგრამები განახორციელონ“, „ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმს“, „სოფლებში არსებულ უფუნქციო ძველ შენობებში ახალგაზრდული სივრცეები მოაწყონ“, „კარგი იქნება ახალგაზრდებისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა“.
შეხვედრა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის დევნილ ქალთა ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
- შემუშავდა და დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი და საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი
- ბიუჯეტში გამოიყო თანხა და მოხდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მოდერნიზაცია, დაიხვეწა ელექტრონული სერვისები
- შეიქმნა შშმ პირთა საბჭო
- გაფორმდა ხელშეკრულებები პროვაიდერ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ინტერნეტიზაციის პროცესი
- ინერგება ელექტრონული პეტიციის სისტემა და საკრებულოს სხდომების ონლაინ ტრანსლაცია
- აქტიურად მიდის მუშაობა სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით
ეს და კიდევ ბევრი სხვა ვანის სამუშაო ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად არის მიღწეული. გამოწვევებიც რჩება - ეს ეხება მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ელექტრონულ სერვისებზე, რაზეც ჯგუფი განაგრძობს მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
თერჯოლის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაზე ორწლიანი საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, რა გაკეთდა, სამოქმედო გეგმის რა ძირითადი საკითხები შესრულდა.
პირველ რიგში, ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთ, რაც ადრე არ იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შესრულდა, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა. კონკურსის შედეგად მიღებულია პროექტები, რომლებზეც ტენდერი გამოცხადდა. თერჯოლისთვის საპროექტო ორი წელიწადი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ეს იყო პროექტი, რომელმაც დიდი ცვლილებები მოიტანა რვა მუნიციპალიტეტში. პროექტი, რომელმაც ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებით მოაგვარა მოქალაქეთა პრობლემები...
ორწლიანი აქტიური მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე საუბრობდნენ პროექტის მონაწილეები შემაჯამებელ კონფერენციაზე „ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის/PAR მონიტორინგში გურიაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - მიღებული გაკვეთილები“.
კონფერენცია ინტერმუნიციპალური იყო - პროექტში ჩართული 8 მუნიციპალიტეტის გარდა ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და მასმედიის წარმომადგენლები.
„მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად გვესმის თქვენი პროექტებით“, „თქვენი წარმატებული პროექტით შესძელით მთავარი - უწყვეტი დიალოგი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და პრობლემების იდენტიფიცირება, ეს მთავარი კომპონენტია საჯარო მმართველობის რეფორმის პროცესში“ - აღნიშნეს ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
კონფერენციამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა პროექტის შედეგები და მიღწევები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით