ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან ჩატარდა ორი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ მოისმინეს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა ადვოკატირებასაც აპირებენ ჯგუფები. თვითმმართველობის წარმომადგენლები დახმარებას შეჰპირდნენ ადვოკატირების პროცესში, რადგან მათთვისაც აქტუალურია ჯგუფების მიერ შერჩეული პრობლემები.
ქალთა საინიციატივო ჯგუფები ადვოკატირების კამპანიას დაიწყებენ, ხოლო ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი მცირე პროექტი განხორციელებას შეუდგება. ონლაინ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს განსახორციელებელი პროექტები და სამუშაო გეგმებზე იმსჯელეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით, ახალგაზრდების ნაწილთან ზუგდიდში ჩატარდა პირისპირ შეხვედრა, მეორე ნაწილთან კი - ონლაინ ფორმატში. შეხვედრა შეეხო ონლაინ „ხმის მრიცხველს“ - ამომრჩევლის კონსულტაციას, აპლიკაციის დანერგვას, ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირებას.
მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ონლაინ აპლიკაციას მისი ამოქმედების შემდეგ გამოიყენებს. ითქვა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია არასდროს არ აქვთ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ, ამიტომაც მსგავსი აპლიკაცია მათთვის ძალიან საინტერესოა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
კოკი, ორსანტია, ზუგდიდი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში აქტიურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები. ამომრჩევლები ეცნობიან ონლაინ ხმის მრიცხველ, მის არსს, მნიშვნელობას. პანდემიის რეჟიმის გამო შეხვედრები პატარა ჯგუფებთან ან ინდივიდუალურად იმართება. მოქალაქეები დიდ ინტერესს გამოხატავენ მოცემული ინოვაციური პლატფორმის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „იმედი“ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. ორგანიზაციამ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ქალთა სამშვიდობო კლუბის წევრებთან.
მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს ონლაინ პლატფორმა - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ შესავსებად. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, პლატფორმაზე განსათავსებელ კითხვებზე.
მონაწილეთა შეფასებით, პროექტი ძალიან საინტერესოა. ამომრჩეველი იღებს ტელევიზიებისაგან განსხვავებულ, ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც არჩევნების დროს ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება. მიუხედავად შეზღუდვებისა, ფასილიტატორები ახერხებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს და ცდილობენ, ინფორმაცია მაქსიმალურად მისწვდეთ მოწყვლად ჯგუფებსაც, მათ შორის შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს.
ბენეფიციარებს ეს სიახლე ძალიან მოსწონთ და აპირებენ, ისარგებლონ პლატფორმით, რათა მიიღონ ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ინგირი, შამგონა, კახათი - ამ სოფლების მკვიდრ სხვადასხვა ასაკის, დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეს პროექტის ფასილიტატორებმა ონლაინ აპლიკაციის არსი, მისი მოხმარების წესები გააცნეს.
შეხვედრების მონაწილეებმა არა მხოლოდ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ონლაინ მრიცხველის შესახებ, არამედ გამართეს დისკუსია არჩევნებთან და ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკურ ყოფასთან დაკავშირებულ თემებზე. მათ აქცენტი გააკეთეს იმ საკითხებზე, რომლებზედაც ისურვებდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ყურადღების გამახვილებას - უკონტროლო მიგრაციის, დევნილთა ინტეგრაციის, დასაქმების ადგილობრივი პროგრამების და სხვა საკითხებზე.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმან, რომ მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ გაეცნონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა პარტიის პროგრამა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.
ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს სხვადასხვა სკოლაში.
ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
25 აგვისტოს ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრის მობილიზატორთა შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატში მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს და ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემის იდენტიფიცირების და ქალთა საჭიროებების გამოვლენის კუთხით. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმაც განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შვილებისა და მშობლების ურთიერთობები, კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები, ლიდერის უნარ-ჩვევები - ამ თემებზე ჩატარდა ონლაინ ტრენინგები ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის და თერჯოლის ახალგაზრდულ კლუბებში.
ტრენინგებზე იყო დისკუსიები, კონკრეტული ქეისების განხილვა, გულწრფელი საუბრები. საინტერესო თემებმა განაპირობა მონაწილეების აქტიურობა და მაქსიმალური ჩართულობა. ტრენინგის მონაწილეები მსჯელობდნენ თაობათა შორის პრობლემებზე, კონფლიქტის ეტაპებზე. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა სურვილი გამოხატა, რომ ლიდერობა ისწავლებოდეს, როგორც სასკოლო საგანი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნა - „ხალხი და თავისუფლება“. სხვა ახალი ორგანიზაციების მსგავსად, მანაც მიიღო მონაწილეობა საგრანტო კონკურსში და განახორციელა სამთვიანი პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდობა“.
პროექტის შედეგად ჩამოყალიბდა და შესაბამისი უნარებით აღიჭურვა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სალხინოს თემში. ახალგაზრდებმა ბევრი რამ იციან საჯარო მმართველობის როლის და ელექტრონული სერვისების შესახებ. მათ გამოავლინეს ახალგაზრდების საჭიროებები და თვითმმართველობას მიაწოდეს რეკომენდაციები. საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობას ადგილობრივ თემთან ონლაინ სერვისების გამოყენების პროპაგანდის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით