1 2

სტატისტიკა ასეთია:

10 ოჯახურ წყვილს შეხვდა ფსიქოლოგი ქუთაისის, ხურჩა/კოკის, ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

9 ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა.

3 ფსიქოლოგიური პორტრეტი დაიწერა.

33 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს.

22 ქალი და 11 მამაკაცი.

ასეთია სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მუშაობის სურათი. პრობლემა სხვადასხვა იყო: დეპრესია და შიში, მოზარდებთან ურთიერთობის სირთულეები... ყველასთვის საჭირო და სასარგებლო იყო ფსიქოთერაპიული საკონსულტაციო სესია თუ შეხვედრა. ზოგიერთი განაგრძობს მუშაობას ფსიქოლოგთან, ზოგის პრობლემა კი მოგვარდა და უკვე სხვას აძლევს რეკომენდაციას, შეხვდეს ფსიქოლოგს და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

სექტემბერში აქტიურად წარიმართა მუშაობა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში. გაიმართა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა: მე-3 ბაგა-ბაღის გამგესთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, სკოლამდელი გაერთიანების სამსახურში, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის  მიწოდება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ - კერძოდ, ჩატარდება შეხვედრები პედაგოგებთან, მშობლებთან, ფსიქოლოგთან ბულინგის და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას და პატარებისთვის ჰარმონიული გარემოს შექმნას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.  შეხვედრების მთავარი თემა იყო - მშვიდობის საერთაშორისო დღე და მშვიდობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) გაიმართა - ქალაქებსა და სოფლებში. შეკრებილებმა ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე, თითოეული ადამიანის წვლილზე სამშვიდობო საქმეში. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო შეხვედრები დევნილთა დასახლებებში და კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში. მონაწილეები აღნიშნავდნენ:

„მშვიდობის ფასი ჩვენ კარგად ვიცით...“

„ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მშვიდობა...“

„სამშვიდობო აღზრდა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს...“

 „ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და იზრუნონ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სექტემბერში საინფორმაციო შეხვედრებზე იდენტიფიცირება მოახდინეს ძალადობის 11 ქეისზე და შეავსეს ანკეტები.

ანკეტებში დაფიქსირებულია ძალადობის  შემთხვევები - ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვთა და ქალთა მიმართ. ოთხმა დაზარალებულმა უკვე მიმართა  ფსიქოლოგს, სამმა კი გაიარა იურისტის კონსულტაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1ფონდი „სოხუმის“ იურისტებთან შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით შექმნილი კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც მათ პრობლემებს ეხება. ორი ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა ქუთაისში. იურისტებს მიმართეს ასევე დახმარებისთვის ხონში, სენაკში, ფოთსა და ოზურგეთში. მათ შორის იყვნენ ოჯახური წყვილები, რომლებიც ერთად ეძებენ გამოსავალს თავიანთი პრობლემებიდან.

18 სექტემბერს იურისტმა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩაატარა ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც 13 ადამიანმა მიიღო საჭირო სამართლებრივი ინფორმაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 3 4 2 5 6 7

აქტიურ ფაზაშია ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ახალგაზრდები ძალადობის წინაღმდეგ“. სექტემბერში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები  საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსთან და საორგანიზაციო განყოფილების უფროს სპეციალისტთან (პროექტის მოკლე პრეზენტაცია და მათი მხარდაჭერა კონკრეტულ საორგანიზაციო საკითხებში).

ღია ცის ქვეშ ნაჩვენები იყო ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გოგონების მიერ გადაღებული ფილმები აქტუალურ  პრობლემებზე „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“. შემდეგ გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, რომ ფილმები გამოხატავს რეალობას და მნიშვნელოვანია მათი ჩვენება სხვადასხვა ჯგუფთან, რათა მეტად დაფიქრდნენ და ეძებონ გამოსავალი.

დევნილთა დასახლებაში გაიმართა ვორკშოპი ჯგუფთან, რომელიც ოქტომბერში დამოუკიდებლად ჩაატარებს დიკუსიებს ფილმების ჩვენების შემდეგ.

პროექტი მიმართულია პოზიტიური კომუნიკაციის უნარების გაღრმავებისკენ, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

21  3 4 5 6

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - კერძოდ, მერის მოადგილესთან, საკრებულოს სოფლის დეპუტატებთან, მერიის სოციალური და ჯანდაცვის განყოფილებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ პროექტის აქტივობებს. დაიგეგმა ტრენინგი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: მერის წარმომადგენლები სოფლებში, სოფლის ექიმები, სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღმზრდელები. ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები: კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, დამცავი მექანიზმები, რეფერირების სისტემა და ა.შ. მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება დაეხმარება ტრენინგის მონაწილეებს, აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- კრიზისული სიტუაციების მართვა, ურთიერთობის გაუმჯობესება წყვილებში ინდივიდუალური სქემის გამოყენებით - ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა და კონფლიქტოლოგმა ამგვარად კონსულტაცია სამ წყვილთან  ჩაატარეს.

მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხვედრიდან შეხვედრამდე წყვილებთან ურთიერთობა ონლაინ გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

პიროვნული კონფლიქტები და მათი მართვის მექანიზმები - ეს თემა განიხილებოდა სენაკში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩატარებულ ვორკოპებზე.

დისკუსიებზე დაფიქსირდა, რომ ახალგაზრდებს უჭირთ ემოციების მართვა, რაც შინაგან კონფლიქტებს უკავშირდება. მათი აზრით, თუ შინაგანად აგრესიული და გაღიზიანებული ხარ, გიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და ხელს უწყობ კონფლიქტების განვითარებას. 

მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდებში აგრესიის მაჩვენებელი რომ შემცირდეს, აუცილებელია პიროვნული კონფლიქტების მართვა, რაც მხოლოდ ინფორმირებით არის შესაძლებელი.    

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

სენაკში გაიმართა ფსიქოლოგის შეხვედრა ოჯახურ წყვილთან წყენისა და არარეალური მოლოდინების პრობლემის კუთხით, აგრეთვე - ინდივიდუალური თერაპია ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტრავმის გამო.

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა ფოთშიც. ჯგუფურ შეხვედრაზე განიხილეს ფსიქოლოგიური პრესინგის თემა. ამას გარდა, ფსიქოლოგი შეხვდა ოჯახურ წყვილს - იმუშავეს ურთიერთობებში ემოციური უფლებებისა და მოვალეობების ტექნიკაზე. ჩატარდა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაცია დეპრესიის პრობლემასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები