სენაკში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა ფსიქოთერაპიული საკონსულტაციო სესიები 6 ოჯახურ წყვილთან. ფსიქოლოგმა ჩაატარა 8 ინდივიდუალური კონსულტაცია ჰიპერაქტიურობის, წყენის, შიშის, აგრესიის თემებზე და გააკეთა 2 მოზარდის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
ოთხმა ოჯახურმა წყვილმა სკაიპით გაიარა კონსულტაცია.
სულ 40 ბენეფიციარს გაეწია ფსიქოთერაპიული დახმარება.
წყვილები მუშაობდნენ ურთიერთობების კორექციაზე, რათა მათ შეძლონ ქცევის არაძალადობრივი საშუალებების არჩევა.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მე-16 და მე-6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან თემაზე: ოჯახური ძალადობა და მისი გავლენა ბავშვებზე. გამოვლინდა ფსიქოლოგთან შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა მშობლებთან და პედაგოგებთან, სადაც აქცენტი გაკეთდება მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობის სირთულეებზე და პედაგოგების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე პატარებთან.
აიპი ბაღების გაერთიანების წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განიხილეს დაგეგმილი ტრენინგის საორგანიზაციო საკითხები.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინაღმდეგ“ კოორდინატორი შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, აგრეთვე ნახახულევის და კუხის საბავშვო ბაღის გამგეებს. საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს.
მე-4 საჯარო სკოლაში მოეწყო ფონდი „სოხუმის“ აქტივისტი გოგონების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების „ვიწრო დერეფანი“, „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, „ჩემოდანი“, „სავარძელი“, „საფეხურები“ ჩვენება. დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ფილმებში ასახული პრობლემები დღესაც აქტუალურია: ინტეგრაცია, მიგრაცია ქვეყნის შიგნით, ოჯახში ძალადობა, კონფლიქტი მოზარდებს შორის, ბულინგი... და ერთობლივი ძალებით უნდა ვეძებოთ გამოსავალი და ვეცადოთ მათ მოგვარებას.
ფილმების ნახვა შეიძლება ამ ბმულზე:
ოტომბრის თვეში ჩატარდა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები იურისტთან სენაკის, ხურჩა/კოკის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრების ძირითადი თემა - კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, მსხვერპლის დაცვის მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი ორდერები, უწყებათშორისი საბჭო). ამას გარდა - პირადი საკითხები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებს აწუხებთ. ერთი კონსულტაცია ტელეფონით გაიცა. კონსულტაციები ბენეფიციარებს პრობლემების მოგვარებაში უწყობს ხელს.
ოქტომბერში იდენტიფიცირებულია ძალადობის 8 ქეისი. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურ მონიტორინგს აკეთებენ გამოვლენილ ფაქტებზე და ძალადობის მსხვერპლს სთავაზობენ არსებულ სერვისს - ფსიქოლოგის, იურისტის, კონფლიქტოლოგის კონსულტაციებს. საჭიროების შემთხვევაში შეივსება ანკეტა და მომზადდება საბუთები ძალადობის სტატუსის მინიჭებისათვის.
ოქტომბერში ორმა ქალმა დახმარებისთვის მიმართა ფსიქოლოგს, სამს გაეწია იურისტის კონსულტაცია. ანკეტებში დაფიქსირდა ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებისა და ქალების მიმართ.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებში: თერნალსა და წყალტუბოში. შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის თემაზე. მოიყვანეს მაგალითები. გაიმართა დისკუსია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შესახებ. ითქვა, რომ მსხვერპლისათვის უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს მის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და, პარალელურად - მუშაობა უნდა ჩატარდეს მოძალადესთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: მერის წარმომადგენლები სოფლებში, ექიმები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღმზრდელები.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან ორსანტიასა და კახათში.
შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე: სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქალთა მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე. მონაწილეთა უმეტესობა შეეხო ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის თემასაც.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.
ოქტომბერში გაეროს საერთაშორისო კალენდრით ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება: 11 ოქტომბერი - გოგონათა საერთაშორისო დღე და 15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს. სწორედ ამ თარიღებს მიეძღვნა სინფორმაციო შეხვედრებზე ქალთა ჯგუფებთან ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, საბავშვო ბაღის პედაგოგებთან.
როგორც წესი, ოქტომბერშიც ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა|კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 27 საინფორმაციო შეხვედრა.
სოფლებში ჩატარებული შეხვედრები განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. შეკრებილებმა აღნიშნეს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუნდაც ამ ერთ დღეს მსოფლიო საუბრობს სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემებსა და საჭიროებებზე.“
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა და „კარიტასი საქართველომ“ საქველმოქმედო აქცია გამართეს ხონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის მხარდასაჭერად. შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები. მსხვერპლ ქალს შესთავაზეს ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისები - იურიდიული კონსულტაციები და ფსიქორეაბილიტაცია.
- რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ რჩევები, რომელთაც ვიღებთ. ამით ჩვენი ურთიერთობა იცვლება, სხვა ეტაპზე გადავდივართ და ვინარჩუნებთ სტაბილურობას, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყვილმა.
თვის განმავლობაში სამ ოჯახურ წყვილთან გაიმართა მუშაობა ფოთის, ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მათ შორის ერთი ახალი წყვილია. სიტუაციიდან გამომდინარე, კომპლექსური მუშაობა კიდევ გაგრძელდება ფსიქოლოგის, იურისტის და კონფლიქტოლოგის ჩართულობით.