3, 6 და 10 ივლისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები.
წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრის თემა იყო მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, ხოლო მესამე შეხვედრაზე ხონის საკრებულოში - ოჯახში ძალადობა, ძალადობის პრევენცია, ინტერვენცია, ძალადობის ნეგატიური შედეგები ბავშვებზე.
თემით და მსგავსი ტიპის შეხვედრებით დაინტერესება გამოიწვია ხონის საკრებულოში ჩატარებულმა ღონისძიებამ. შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მაღალი იყო ქალთა აქტივობა წყალტუბოსა და ფოთში ჩატარებულო შეხვედრისა და დისკუსიის განმავლობაში, რადგანაც აქტუალური და საინტერესო თემა განიხილებოდა.
                               
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა შეავსეს მსხვერპლთა 11 ანკეტა. ამ რეალურ შემთხვევებში მოთხრობილია ძალადობის შესახებ ქმრის თუ ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

10 შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალია, ერთ შემთხვევაში - ხანდაზმული მამაკაცი. მათგან მხოლოდ სამმა მიიღო ფსიქოლოგის კონსულტაცია,  ამდენივე ადამიანი შეხვდა იურისტს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმი“ ყოველთვიურად ატარებს ძალადობის მონიტორინგს. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა აპრილში შეავსეს მსხვერპლ ქალთა 15 ანკეტა. ანკეტებში აღწერილია ძალადობის რეალური შემთხვევები - ქმრის, დის თუ ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

ყველა 15 შემთხვევა დაფიქსირებულია, ძალადობის ობიექტებს ეცნობა ფოდნის სერვისების შესახებ და მიმდინარეობს დაკვირვება რეაგირების დინამიკაზე.

დაზარალებული ქალებიდან მხოლოდ  სამი მივიდა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე, ორმა მათგანმა გაიარა იურიდიული კონსულტაცია და მათ მიეცა მიმართულება შესაბამის სტრუქტურებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

       

ცხოვრებისეული სიძნელეები არის წინააღმდეგობა მიზნის მიღწევის გზაზე და საჭიროა დიდი ძალისხმევა მათი დაძლევისათვის. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ამ აქტუალურ საკითხებზე ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, ხონის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.  შეხვედრებს ესწრებოდნენ 26-დან 65 წლამდე ასაკის ქალები.

მათ გაიგეს, რომ სიძნელეები უჩვეულო გარემოებებში ჩნდება, როდესაც მოსაგვარებელია არასტანდარტული და ამიტომაც რთული ამოცანები, რომელთაც ხშირად პრობლემებს ვეძახით. ფსიქოლოგმა რჩევები მისცა ქალებს და მათგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარია: დარწმუნებული იყავით, რომ ეს დროებითი მოვლენაა. არაფერი გრძელდება მუდმივად, მათ შორის - სიძნელეები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1ქალაქ ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ფსიქოლოგიური შეხვედრა, რომელთაც ესწრებოდა 47 ქალი 20-დან 65 წლამდე, მათ შორის 9 - პირველად.
შეხვედრების ძირითადი თემა - ქალური შიშები. ყველაზე გავრცელებული შიშები, რომლებიც გამოვლინდა გონებრივი იერიშის შედეგად: უფულოდ დარჩენის შიში, სამუშაოს დაკარგვის შიში, შიში მომავლის წინაშე, მარტოობისა თუ სიბერის შიში, ჯანმრთელობის შიში, შიში შვილების გამო, საზოგადოებრივი აზრის შიში - რას იტყვის ხალხი?
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები.
ამას გარდა ჩატარდა 7 ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.
თვის განმავლობაში იყო 5 ზარი „ცხელი ხაზის“ ტელეფონზე.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ჩაატარა კონსულტაციები   ქუთაისის, სენაკის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. სულ ესწრებოდა 42 ქალი.
შეკრებილებმა ისაუბრეს შიშების თემაზე - წარსულის შიშებიდან, განგაშიდან ფობიამდე და როგორ უნდა დავიცვათ მათგან თავი. როგორ გავიგოთ, შიშია, ფორიაქი თუ ფობია. დისკუსიის დროს ქალებმა ისაუბრეს ბავშვობაში გადატანილ და ასევე ყოველდღიურ შიშებზე. ბოლოს გააკეთეს სუნთქვითი ვარჯიშები და დარიგდა რეკომენდაციები.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

სამი შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კონსულტაცია მიეძღვნა თემას: მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი - ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისათვის. შეხვედრის მიზანი იყო ქალთა ინფორმირებულობა, უნარ-ჩვევების სწავლება და პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოჩენისთვის.

ბენეფიციარების სურვილით, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში წინასწარ დაიგეგმა შეხვედრების თემა: სუიციდის პრევენცია. ეს გამოწვეული იყო ამ ქალაქებში სუიციდის შემთხვევების გამო. შეხვედრებზე ისაუბრეს სტატისტიკაზე, მიზეზებზე და, რაც მთავარია, პრევენციის ზომებზე. დაისვა შეკითხვები. მონაწილეებმა მიიღეს პასუხები, რჩევები, რომელთაც გამოიყენებენ მოზარდებთან ურთიერთობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის და ფოთის სასწავლო ცენტრში. დამსწრეთა საერთო რაოდენობა იყო 22, მათგან 7 - ახალი, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ უფასო კონსულტაციებზე.

შეხვედრებზე საუბრის თემები იყო: ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები, პრევენციის ეფექტური მეთოდები, მიკროსოციუმში არსებული სიტუაცია, პრობლემის გადაჭრის ასერტული მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია.

ქალბატონები ყველა თემას ინტერესით შეხვდნენ, რადგან, მათი აზრით, მიღებული რჩევების პრაქტიკაში გამოყენება მათთვის სასარგებლოა.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
8 საინფორმაცო ჯგუფური იურიდიული შეხვედრა მოეწყო ქუთაისში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში - 67 ქალის მონაწილეობით.
შეხვედრები გაიმართა 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით. მათგან 7 - საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
შეხვედრებზე ქალები იურისტთან ერთად განიხილავდნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონს და მასში შესულ ახალ ცვლილებებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ყოველთვიური იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრების თემებად არჩეული იყო: მემკვიდრეობა და ანდერძი, ოჯახური კონფლიქტები, ოჯახის წევრთა ვალდებულება და მოვალეობები, ოჯახში ძალადობის პრობლემები და დამცავი მექანიზმები..

გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები შეხვედრების მონაწილეთა ინტერესების მიხედვით.

ამას გარდა მაისის თვეში ჩატარდა 12 შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან, კოლექტიურ ჩასახლებებში. შეხვედრებზე გაიცა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები.

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები