ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების და თვითმმართველობის წარმომადგენლებს - საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის უფროსს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს, სოფლის გამგებლებს.

შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაცნობა და შემდგომში მათი გავრცელება სამობილიზაციო შეხვედრებზე, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ადგილობრივი პროგრამების შესახებ, გამოიყენოს საჭიროების მიხედვით და მოაგვაროს თავისი პრობლემები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, ტრადიცულად, სექტემბრის თვეშიც შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ზოგი მათგანი - საკრებულოს წევრებს, ზოგიც - აპარატის უფროსს, გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებს თუ სოფლის გამგებლებს.

შეხვედრებზე ისინი ეცნობიან ადგილობრივ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს და შემდგომში ავრცელებენ სამობილიზაციო შეხვედრებზე, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ამის შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა იურისტთან და ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 10  ქალი, მათ შორის 5 დევნილი.  ფსიქოლოგის თემას წარმოადგენდა აგრესიული სტრესი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  თემა იყო ძალიან სასარგებლო და საინტერესო. იმიტომ რომ არსებობს ბევრი სტრესოგენული ფაქტორი. ეს დაადასტურა ინდივიდუალურმა მუშაობამ სოციალური ადაპტაციის შკალასთან, რომელშიც ყველას ჰქონდა მაღალი ციფრები, რადგან სტრესოგენულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ქალები გაეცნენ მედიტირების საფუძვლებს.
იურისტმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ენიჭება ძალადობის მსხვერპლს სტატუსი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის თანახმად. მათ მიიღეს ინფორმაცია მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შესახებ. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალებისათვის რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია ყოველთვის საჭირო და საინტერესოა. ამჯერად ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა  შეხვედრა ჩაატარა კოკის საჯარო სკოლაში. ესწრებოდნენ სოფელ კოკში მცხოვრები ქალბატონები.

შეხვედრის თემა აქტუალური იყო მათთვის - კლიმაქტერული პერიოდის პრობლემები.
შეხვედრის დროს დაისვა შეკითხვები, რაზეც მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. რამდენიმე ქალბატონმა ისარგებლა რეპროდუქტოლოგის ინდივიდუალური კონსულტაციით.
 
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა შეხვედრა პრობაციონერ ქალებთან. იურისტმა გააცნო მათ  კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  და ახალი შესწორებები. ფსიქოლოგმა ისაუბრა სტრესსა და ტრავმაზე, რა პრობლემებითაც მიმართავენ მას ქალები. თბილმა გარემომ გულახდილობისკენ უბიძგა ქალებს და თავიანთი პირადი პრობლემები გაანდეს ერთმანეთს. მათ მიიღეს რეკომენდაციები, ბროშურები რჩევებით, საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

11 მაისს ჩატარდა შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან კოლექტიურ ცენტრ „სათაფლიაში“.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ და დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია  ქონებრივ დავაზე და მის სამართლებრივ რეგულაციებზე. აღნიშნული ქეისის ადრესატი  ადვოკატირებისთვის გადამისამართდა საქართველოს იურისტთა ასოციაციაში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
7 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში. ესწრებოდა 51 ქალი 20-დან 68 წლამდე.
საუბრის ძირითადი თემა იყო „ოჯახური კომუნიკაციის მოდელები“, აგრეთვე მუშაობა იმაზე, როგორი თანამოსაუბრეები არიან შეხვედრის მონაწილეები.
მათ გაიგეს სწორი მოსმენის ძირითადი პრინციპები:
- არ გააწყვეტინოთ მოსაუბრეს ლაპარაკი.
- მოერიდეთ გამაღიზიანებლებს - გადადეთ წიგნი ან გამორთეთ ტელევიზორი.
- შექმენით მხედველობითი კონტაქტი.
- ვერბალურად და არავერბალურად უპასუხეთ თანამოსაუბრეს. აჩვენეთ, რომ აქტიურად უსმენთ და თქვენთვის სულერთი არ არის, რას ლაპარაკობს.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები. პირველად მიიღო მონაწილეობა ოთხმა ქალბატონმა და ერთმა მამაკაცმა. ფსიქოლოგიური საუბრის თემა იყო აგრესია, მისი ფორმები, სახეები, მიზეზები და გამოვლინება. აღინიშნა, რომ აგრესია ხელს უწყობს ოჯახურ ძალადობას. ჩატარდა მუშაობა ბასა-დარკის აგრესიულობის კითხვარის მიხედვით. პასუხებმა გააკვირვა ქალები. ვერ იჯერებდნენ, რატომ არიან ასეთი აგრესიულები, საიდან ამდენი დაფარული აგრესია! ფსიქოლოგმა შესთავაზა საშუალებები საკუთარ თავზე მუშაობისათვის.
იურისტმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა ინდივიდუალურ შეკითხვებს, აგრეთვე მათთან ერთად განიხილა საკითხები ანდერძისა და მემკვიდრეობის შესახებ. შეკრებილებს აინტერესებდათ შინაურული და დახურული ანდერძის საკითხები, აგრეთვე მემკვიდრეობის განაწილება იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრე გონებრივად შეზღუდულია. მათ ყველა შეკითხვაზე მიიღეს შესაბამისი პასუხი.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დასრულდა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მინიპროექტი, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

დასაწყისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მერიის თორმეტივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა მათ გააცნო კამპანიის მნიშვნელობა, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისთვის და თვითმმართველობების გაზრდილი პასუხისმგებლობა ამ საქმეში. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები.

8 დეკემბერს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ტრენინგზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დახმარება; თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები“. ტრენინგის ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

     

მაისში ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში 9 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა. მონაწილეთა რაოდენობა - 67 ადამიანი, 19-დან 67 წლამდე. ისევე როგორც ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აქაც იყო საუბრები კონფლიქტების და მათი მოგვარების თემაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით.

კონფლიქტების კონსტრუქციული მოგვარება მიტევებასა და დათმობაზეა დაფუძნებული. უნდა გვახსოვდეს, რომ პარტნიორი, თუ ის თქვენთვის ძვირფასია, პატივისცემას იმსახურებს, - ასეთი იყო ერთ-ერთი დასკვნა საინტერესო დისკუსიების შემდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები