რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივი ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წალენჯიხაში

1 2 3 4

22 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1325-ის ლოკალიზაციის  სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და წევრები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის პროგრამა, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, შეჯერდნენ პროგრამის მიმართულებებზე. პროგრამა  მუნიციპალიტეტს წარედგინება განსახილველად. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნება - მოხდეს საბიუჯეტო რესურსების გამოყოფა გენდერული პროგრამების მხარდასაჭერად, სასარგებლო იქნება ქალთა, ახალგაზრდების და მოქალაქეთა სხვა ჯგუფებისთვის.

დაიგეგმა შეხვედრები, რომლებიც დევნილი ქალების და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ახალგაზრდების ჯგუფებთან დიალოგს დაუდებს სათავეს და გამოავლენს მათ საჭიროებებს.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი - სამუშაო ვიზიტით ქუთაისში

1 2 4

15 მარტს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბატონი რუდოლფ მიჩალკა და მისი თანმხლები პირები - ზიგფრიდ ვუბერი და პეტრო გვასიამაჩია ქუთაისში შეხვდნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ფონდი „სოხუმის“ ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც მუშაობენ დევნილთა საკითხებზე იმერეთის რეგიონში.

ყველა მონაწილეს მიეცა საშუალება, გაეზიარებინა თავისი ხედვა დევნილთა პრობლემებზე, ასევე ესაუბრა სამშვიდობო პროცესების პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.

საზოგადოების ინფორმირება რეზოლუცია 1325-ის შესახებ

52885550 2319200145028343 3468188354967764992 n 52980011 258152751730562 4521675662955642880 n 

52980011 258152751730562 4521675662955642880 n 52885550 2319200145028343 3468188354967764992 n

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის „გაეროს რეზოლუცია 13/25-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში ჩატარებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოების ფართო სპექტრს. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები ცოტნე ზურაბიანი და გენადი მარგველაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ახალგაზრდები. შეხვედრაზე აღინიშნა არასამთავრობო სექტორის დიდი როლი საკითხის აქტუალიზაციაში. გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ადგილზე „საგზაო რუკის“ იმპლემენტაციის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა გაითვალისწინებს დევნილ ქალთა და გოგონათა საჭიროებებს.

პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

კოალიციური შეხვედრა ზუგდიდში

1 2 3 4 5

რა ჩატარდა? რა გამოწვევებია? რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ?

ამ კითხვებზე გაიცა პასუხი კოალიციურ შეხვედრაზე ზუგდიდში, ასოციაცია „მერკურის“ ოფისში.

შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.

შარშან თითოეულმა ორგანიზაციამ  საინტერესო ღონისძიება ჩაატარა თავის ქალაქში: საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, ვიდეორგოლები სამშვიდობო თემაზე. გაჩნდა თანამოაზრეთა ახალი წრეები, ახალი იდეები და ერთობლივი საქმიანობის გაგრძელების დიდი სურვილი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პუბლიკაციის „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“ გავრცელება ცხრა მუნიციპალიტეტში

1 2

 3 4

მხოლოდ ქუთაისში ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ პროექტი „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“. მის ფარგლებში მომზადდა გამოცემა „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“ პუბლიკაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია პროექტის მონაწილეებს შორის, ამიტომაც გადაწყდა მისი გავრცელება იმ რეგიონებშიც, სადაც ფონდი „სოხუმი“ მუშაობს. იანვარსა და თებერვალში ბროშურები დაურიგდა ჯანდაცვის დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს დასავლეთ საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი,  ლანჩხუთი, ოზურგეთი).

პუბლიკაციის მიზანია, დაეხმაროს სამედიცინო სფეროს მუშაკებს ძალადობის შემთხვევებში სათანადო რეაგირების კუთხით.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები