შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საინიციატივო ჯგუფი „თანასწორობა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“ - სამოქალაქო საზოგადოების ამ ორგანიზაციებთან გაიმართა შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებმა ისაუბრეს გასულ თვეს ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციებზე და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ასევე განიხილეს მორიგ შეხვედრაზე მისაღები დებულება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
სამხარეო ადმინისტრაციის როლი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობის კოორდინაციის საქმეში, საბჭოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და შესაბამისი ნაციონალური სტრუქტურებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა.
სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა საკოორდინაციო შეხვედრა ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის დანერგვის (მათ შორის - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის) კუთხით განხორციელებული საქმიანობა და დაისახა ამოცანები მომავალი თანამშრომლობისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტის პარტნიორთა მორიგი შეხვედრა გაიმართა 12 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. შეხვედრა დადგენილი დღის წესრიგით წარიმართა.
პარტნიორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შემუშავებულ დებულებას „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საერთო ფორუმის შესახებ“, ასევე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის მექანიზმის სამუშაო ვერსია.
პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
11დეკემბერს მეწარმე ქალთა ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ - პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში ყოველთვიური შეხვედრა ჩაატარა. განხილული იყო ტრენინგების შედეგად მიღებული ინფორმაციები, შემუშავებული დებულება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორგანიზაციებს გაეწიათ კონსულტაცია პროექტის ფარგლებში.
ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - ხონის ქალთა კლუბი და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.
შეკრებილებმა მოისმინეს ნოემბერში ჩატარებული ტრენინგის უკუკავშირი. აღინიშნა, რომ მათ ბევრი რამ მისცა ტრენინგმა თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა და საგზაო რუკის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესაძლებლობები“.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დებულება, რომელიც შემდეგ შეხვედრაზე უნდა იყოს მიღებული. გაიმართა საუბარი სამუშაო ჯგუფებზე, მემორანდუმსა და სამომავლო გეგმებზე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, 12 მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლების და გენდერული საბჭოს წევრების მონაწილეობით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ გენდერული პოლიტიკის დანერგვის, და ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხარეო ადმინისტრაციის როლზე მუნიციპალური გენდერული საბჭოების საქმიანობის კოორდინაციის საქმეში. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უნდა გახდეს ხიდი, რომელიც აქტიურ დიალოგს უზრუნველყოფს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ასევე ფასილიტაციას გაუწევს იმერეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოების შეხვედრებს და მათ შორის ინფორმაციის გაცვლას.
ევროკავშირმა წამოიწყო ახალი ციკლი პრიორიტეტების განახლებული სიით გლობალური მასშტაბითა და რეგიონალურ დონეზე. ასევე გადახედა აღმოსავლური პარტნიორობის 6 ქვეყნის როლს. ძირითად პრობლემებს წარმოადგენს: კორუფციის მაღალი დონე, კანონის უზენაესობის არარსებობა, ეკონომიკის ცუდი მდგომარეობა, უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის საკითხები. ეს და მრავალი სხვა საკითხი იქნება განხილული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რიგით მე-11 ყოველწლიურ ასამბლეაზე. ფორუმს ესწრება ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია. ფორუმი ტარდება ბრიუსელში (ბელგია) 4-დან 6 დეკემბრამდე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი იყო ტყიბულის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ცდილობს ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის დანერგვას და ამიტომაც პროდუქტიულად თანამშრომლობს ფონდ „სოხუმთან“.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მედიცინის მუშაკების მაღალი მოტივაცია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და ადგილობრივ მულტიდისციპლინარულ თანამშრომლობაში მეტი მონაწილეობის კუთხით.
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდის მიერ წარმოდგენილ პუბლიკაციებს, კვლევის შედეგებს, მოისმინეს იურისტის განმარტებები კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისათვის. დისკუსიებში გამოიკვეთა საინტერესო ინიციატივები სამომავლო თანამშრომლობისათვის, რომლის მიხედვით გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს სამედიცინო პერსონალის მონაწილეობის გაზრდას ძალადობის პრევენციის და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა ღონისძიებებში.
დაიწყო საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
წლევანდელი კამპანიის ლოზუნგია „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში!“
ფონდ „სოხუმს“ კამპანიის კალენდარში 80-მდე ღონისძიება აქვს გაწერილი.