შეხვედრები (642)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ - ფონდი „სოხუმის“ ეს  პროექტი გულისხმობს საქართველოში პირველი ონლაინ ხმის მრიცხველის შექმნას -  წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ონლაინ რეჟიმში.

ფონდის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია პროექტისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია. პარტიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.  

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1დასრულდა მუშაობა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის მიზნით. სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს  შორის აქტიური მუშაობა გასწია ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრმა. ქვეყანაში COVID19-ის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ორგანიზაციამ კვლევის პროცესი დროულად დაამთავრა. 

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მონაცემები საფუძვლად დაედება ადგილობრივი საჭიროებების შეფასებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5 6 7

ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორმა ორგანიზაციებმა: „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“, „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლების“, „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“, „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში დაასრულეს ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ორი ეტაპი: ანკეტირება და ჩაღრმავებული ინტერვიუების მომზადება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4

რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ონლაინ კონსულტაციები გამართა ტრენერ-კონსულტანტმა ეკატერინე გამახარიამ და მასში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის, ხონის, ვანის და ბაღდათის ორგანიზაციებმა.

დასაწყისში საკონსულტაციო ჩართვა მოეწყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებთან: ა(ა)იპ  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი  აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ახალი ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.

შემდეგ შეხვედრაში ჩაერთნენ ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები:  დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“.

ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩატარებულ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები: „თანადგომა 2020“, „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“, „თანასწორობა ახლა“ და შშმ პირთა კავშირი „რწმენა და იმედი“.

პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა კონსულტანტთან ერთად ისაუბრეს საგრანტო თემებზე, ფინანსურ საკითხებზე. განხილული იყო საგრანტო განაცხადების წარდგენის პრინციპები.

შეხვედრები ჩატარდა პროექტის გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციის „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“ (ოზურგეთი) წარმომადგენლებისათვის. ჩართვაზე განხილულ იქნა საპროექტო იდეები და პროექტის შემუშავების თავისებურებები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5 6 7

ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სსო ორგანიზაციებმა „თანასწორობა ახლა“ და „სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ დაასრულეს ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ანკეტირებაზე მუშაობა. ამ მუშაობის შედეგად გამოვლინდა ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.

საქმიანობა ხორციელდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

საჭიროებების შეფასების კუთხით ამ ორგანიზაციებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5 6

ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ხონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - ადგილობრივი საჭიროებების შეფასების კუთხით.

კარანტინმა საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა, განსაკუთრებით - თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მაგრამ, ამის მიუხედავად, პროცესი ნორმალურად წარიმართა და მუშაობა დროულად დამთავრდა.

ანკეტირება და ჩაღრმავებული ინტერვიუები ხონის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა და განვითარებისა და განათლების ცენტრმა „ედელვაისმა“, თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირმა „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ორგანიზაციამ „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

  

პროექტი „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ თავიდანვე კარგად იყო გააზრებული და დაგეგმილი. ბოლო დროს Covid-19 ვირუსის გამო შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს პროექტი, მაგრამ გამოჩნდა ხელისშემშლელი ფაქტორებიც.

პროექტის მონაწილეები ონლაინ შეხვედრების დროს ახალ გზებს ეძებენ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ონლაინ პლატფორმის „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ (Voter Advice Application) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები: პოლონელი ტრენერის მიერ ტრენინგის ჩატარება - ამჯერად ონლაინ; ონლაინ დაიწყება მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან - მოხდება მათი ინფორმირება აპლიკაციის დანერგვის და  პანდემიის პირობებში გამოვლენილი საჭიროებების კუთხით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვიდეორგოლის მომზადებაზე - ანიმაციური ვიდეორგოლი ამომრჩეველს კარგად დაანახებს ონლაინ პლატფორმის არსს, მის მნიშვნელობას გააზრებული არჩევანისთვის და მისცემს სათანადო ინსტრუქციას.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1 2

პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა პროექტში ჩართულ გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კერძოდ, მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი), განათლებისა და თანასწორობის ცენტრისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი) წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების საჭიროებების კვლევის მიმდინარეობა და საგრანტო კონკურსისათვის საპროექტო განაცხადების მზადების პროცესი. ორივე მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა საჭიროებების კვლევის მიზნით. ახლო მომავალში ცნობილი გახდება კვლევის შედეგები.

            პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომუშავე პარტნიორ აპლიკანტ ორგანიზაციებს ჩაუტარდათ ონლაინ კონსულტაცია საპროექტო განაცხადების ფორმების შევსების წესთან დაკავშირებით. მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით კონსულტაცია გაწია მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა ეკატერინე გამახარიამ, რომელმაც 22 აპრილს ონლაინ ჩაატარა ტრენინგი/ვებინარი თემაზე „პროექტებისა და საგრანტო განაცხადების შემუშავება“. ვებინარში რაჭა-ლეჩხუმის ორგანიზაციების გარდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გურიიდან და იმერეთიდან.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები