შეხვედრები (642)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

1ივნის-აგვისტოში ორი პროექტი განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ეს მუშაობა არის ნაწილი პროექტისა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“.

„საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა საშუალო ვადიან პერსპექტივაში“ - ასე ეწოდება ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის პროექტს. მისი მიზანია საჯარო მოხელეთა ცოდნისა და უნარების ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ფასილიტაციის საკითხებში, საჯარო მოხელეების ტრენინგსაჭიროებათა კვლევა, აგრეთვე საშუალოვადიანი ტრენინგსტრატეგიის შემუშავება და ინსტიტუციონალიზაცია.

„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ეს საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტია. მისი რეალიზების შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისი, ადვილად გასაგები ელექტრონული კომუნიკატორის ვებაპლიკაცია, რაც გაზრდის საკრებულოს გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა. განხილულ იქნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ შესამუშავებელი სამოქმედო გეგმები. ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ივნისში დაგეგმილ ტრენინგებზე პიარის, ხილვადობის, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობაზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

9 ივნისს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ, განხორციელდა პირველი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის. შეხვედრა წარიმართა ონლაინ რეჟიმში. სამუშო ჯგუფის წევრები გაეცნენ პროექტის მიზნებს და ამოცანებს, სამუშაო ჯგუფის მისიას და ფუნქციებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ თვიმმართველობასა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. ისინი მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელების პროცესში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების მორიგი ვირტუალური შეხვედრა. განხილულ იქნა სამოქმედო გეგმები სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისთვის. ამას გარდა ისაუბრეს ორ ტრენინგზე, რომელიც ივნისში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებისთვის. პირველი ტრენინგი მიეძღვნება ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებს, მეორე კი - პიარს და ცნობადობის გაზრდას. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა პირველი  შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. ჯგუფი დაკომპლექტდა 11 ადამიანისაგან. აქ არიან: მერიის და საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე. შეხვედრაზე არჩეულ იქნა ჯგუფის ხელმძღვანელი - ალექსანდრე აკობიძე, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის  საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“  ფარგლებში.

            პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5

ონლაინ ხმების მრიცხველი - რა არის ეს? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მუშაობს? როგორია მისი ევროპული მოდელი? როგორ დავნერგოთ ეს მოდელი საქართველოში?

ამ საკითხებს მიეძღვნა ონლაინ ვორკშოპი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის.

ეს პროექტი ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ამიტომაც ევროპულ გამოცდილებაში ვიშეგრადის ქვეყნები იგულისხმება.

ამჯერად ევროპული მოდელი წარმოდგენილი იყო პოლონეთის მაგალითზე. ამის შესახებ საინტერესოდ, კონკრეტული ელექტრონული გვერდების მიმოხილვით ისაუბრა დოქტორმა კატარჟინა ზელინსკამ (სოციოლოგიის ინსტიტუტი, იაგელონის უნივერსიტეტი).

მან ვორკშოპის მონაწილეებს გააცნო პოლონეთის გამოცდილება VAA–ს (ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი) ინტეგრირებისა და მისი შედეგების შესახებ, ასევე მედიისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით VAA–ს გავრცელების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ისიც, თუ როგორ მოხდა მოსახლეობის ჩართვა ამ პროცესში. მონაწილეებმა დააფიქსირეს სიძნელეები, რაც შეიძლება ახლდეს ონლაინ მრიცხველის დანერგვას საქართველოში, თუმცა აქედანვე ნათელია: სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად პოლიტიკური პარტიებიც და ამომრჩევლებიც მიხვდებიან ამ მოდელის აქტუალობას, მნიშვნელობას და სიკეთეს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1თერჯოლის მერიაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თერჯოლის  მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ლაშა გოგიაშვილთან.

შეხვედრაზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსუდან კოვზირიძემ ისაუბრა პროექტზე, რომელიც იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის 7 მუნიციპალიტეტთან ერთად თერჯოლაშიც ხორციელდება.

აღინიშნა  პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების და განსაკუთრებით საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის  მონიტორინგის კუთხით გაწეული და მიმდინარე მუშაობის შესახებ.

თერჯოლაში უკვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეუდგება. სამუშაო ჯგუფში არიან საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პროცესში ჩაერთვებიან მერიის წარმომადგენლებიც.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

 3 4

ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის რიგით მეოთხე შეხვედრა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტის 16 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგების და ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. ასევე მონაწილეები გაეცნენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შეფასების მოკლე წინასწარ ანალიზს, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებული PAR მონიტორინგის შედეგებს და მოისმინეს პროექტის პიარ სტრატეგიის რეკომენდაციები.

დისკუსიის პროცესში მონაწილეთა მხრიდან საინტერესო აქცენტები გაჟღერდა, როგორ შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველობებში ვებგვერდების გამართვა, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინტერაქციის ხარისხი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა ონლაინ შეხვედრა თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან გურიის რეგიონიდან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (ოზურგეთი), ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს სასოფლო დარბაზის (ლანჩხუთი) წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეგრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელების საკითხები. ონლაინ შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფების შექმნას და მათი საქმიანობის დაგეგმვას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ონლაინ ფორმატში წარიმართა შეხვედრები ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებთან.

შეხვედრებზე შეჯამდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შედეგები. იმსჯელეს გამოწვევებზე, რომელთაც ორგანიზაციები მუშაობის პროცესში წააწყდნენ. ორგანიზაციების წევრებმა ასევე განსახილველად წარადგინეს სამუშაო ჯგუფის სია, რომელიც ყალიბდება პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები