შეხვედრები (638)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

1არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში გრძელდება თანამშრომლობა  ვანის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა ანკეტირების პროცესი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს სახელმწიფო რეფორმის რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება - დაფიქსირდა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ასევე დაიგეგმა ჩაღრმავებული ინტერვიუები, შეირჩა ექსპერტები და მეთოდები -  ყოველივე ეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელების საწინდარია.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, სოფელ ფახულანში  მცხოვრებ ქალებთან (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

- თემებში არსებული პრობლემები, საფრთხეები, რომელსაც ქალები გრძნობენ საგანგებო სიტუაციის პირობებში - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ამ დღეებში რთული ემოციური ფონია. განსაკუთრებული მღელვარება ეტყობა დევნილ ოჯახებს, რომელთა ახლობლები გალის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სერიოზული პრობლემები აქვთ სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტთან დაკავშირებით.

პრობლემებზე რეაგირება ასევე დისტანციურად გაგრძელდება. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში მორიგი ინტერნეტ შეხვედრა განხორციელდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრისა“ და განათლებისა და თანასწორობის ცენტრის წარმომადგენლებს შორის. განხილული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტ-რესურსების გამოყენებით ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების საკითხები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1გაიმართა ინტერნეტ-შეხვედრა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის წარმომადგენლებს შორის პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის რეალიზაციისთვის საჭიროებების კვლევის ორგანიზების საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში პირველი ინტერნეტშეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელთან თამარ ონიანთან.

შეხვედრის დროს განიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის რეალიზაციისათვის საჭიროებების კვლევის მიზნით რაოდენობრივი გამოკითხვის ორგანიზების საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით გათვალისწინებულია არანაკლებ 150 რესპონდენტის გამოკითხვა. ქვეყანაში COVID-19 დაკავშირებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,  პარტნიორი ორგანიზაცია ოზურგეთში, ძირითადად, გამოიყენებს Google Drive შესაძლებლობებს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში იქნება სატელეფონო ზარებიც. საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტის პარტნიორები რჩებიან სახლებში და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით აგრძელებენ საქმიანობას მიზნების მისაღწევად.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5 6 7

ფონდი „სოხუმი“ აქტიურ ონლაინ მუშაობაზე გადავიდა. თანამშრომლებს მუდმივი კავშირი აქვთ ერთმანეთთან, შექმნილია საერთო ჩათები. უფრო ხშირად ტარდება საერთო თათბირიც. ინტერნეტპლატფორმაზე შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ, როგორ მუშაობენ ბენეფიციარებთან. საუბრობენ გეგმებზე, საპროექტო საქმიანობის გააქტიურებაზე.

ორგანიზაცია 16 მარტიდან დისტანციურ რეჟიმზეა და საკმაოდ ეფექტიანად შეძლო გადართვა ახალ ონლაინ მეთოდებზე. ორგანიზაციის ყველა რგოლის  აქტიური მუშაობა აისახება ფეისბუქ-გვერდზე და ვებგვერდზე.

1 2

შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შესაბამისად, პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ პარტნიორთა (ფონდი „სოხუმი“, სპექტრი, მეწარმე ქალთა ფონდი) მორიგი შეხვედრა შედგა - ოღონდ ონლაინ რეჟიმში.

განხილულ იქნა შექმნილი ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორს-მაჟორულ ვითარებაში - როგორც პროექტის პარტნიორ, ასევე რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან. გაკეთდა მიმოხილვა ჩატარებულ საპროექტო მუშაობასა და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ისაუბრეს ასევე ნარატიულ და ფინანსურ ანგარიშებზე, სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო აქტივობები: საპროექტო მუნიციპალიტეტებში საჭიროებების შესწავლის, მათი სისტემატიზაციის და შედეგებზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავების კუთხით. დეტალურად იქნა განხილული გეგმების შესრულების მექანიზმები, არსებული რეალობიდან გამომდინარე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

ფონდი „სოხუმის“  ყველა ტიპის სერვისი დისტანციურად ხორციელდება. ასევე  ტარდება ჩართვები ონლაინ ოჯახურ წყვილებთან. მონაწილები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ემოციური ფონი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოჯახური კონფლიქტების განვითარებისთვის.

- როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, როგორ  ავიცილოთ თავიდან ოჯახური კონფლიქტები - კონსულტაციები, ძირითადად, ამ საკითხებს  შეეხებოდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

11 მარტს ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის შედეგები და გამოკვეთილი რეკომენდაციები.

დაიგეგმა ანკეტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის PAR რეალიზაციისთვის რეგიონალური საჭიროებების შეფასება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

  

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4
11 მარტს ბაღდათის  მუნიციპალიტეტში გაიმართა  შეხვედრა პროექტში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - „თანადგომა ახლა“ და შშმ პირთა კავშირის „რწმენა და იმედის“ - წევრებთან. ორგანიზაციის წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ რეკომენდაციებზე. ასევე დაიგეგმა ანკეტირება რეგიონის საჭიროებების შეფასების მიზნით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები