შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


ფოთის მერიის დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს ამ კუთხით არსებული სიტუაცია და ფონდის გამოცდილება.
შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები, ფოთის მუნიციპალიტეტის და მასმედიის წარმომადგენლები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
შეხვედრა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით



7-8 მარტს, ბუდაპეშტში, პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში კვლევებში ჩართულ ექსპერტთა მონაწილეობით შედგა შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ მოხდა ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების განზოგადება გენდერული მიდგომების დანერგვის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით. დაიწყო მუშაობა პოლიტიკური სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ადგილობრივი მმართველობის რეფორმაზე და გენდერულ მეინსტრიმინგზე. დაიგეგმა პროექტის სამომავლო აქტივობები.
შეხვედრას ესწრებოდა ვიშეგრადის ფონდის წარმომადგენელი. ის ინტერესით გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას და დააფიქსირა ფონდის პოზიცია, რომელიც მიესალმება გენდერულ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, პარტნიორთა ქსელის გაზრდის და ადგილობრივ პოლიტიკაში თანასწორობის საკითხებისადმი ახალი მიდგომების დანერგვის ტენდენციას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისში, პროფესიული სასწავლებლის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე, ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობით მიღებულ შედეგებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მასმედიის, საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა - პერსპექტივები და გამოწვევები“.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, თვითმმართველობის პასუხისმგებელი პირები, იმერეთიდან მოწვეული კოლეგები, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის პოზიტიური პრაქტიკის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობაში არსებული გამოწვევების შეფასება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზედაც შეხვედრაზე ისაუბრეს.
„ჩვენი დიდი სურვილია, გავიზიაროთ სხვა ადგილობრივი საბჭოების, განსაკუთრებით ფონდი „სოხუმის“ პილოტური გენდერული საკონსულტაციო საბჭოების (ერთ-ერთი მათგანი სამი წელი მოქმედებდა ოზურგეთში) პოზიტიური გამოცდილება. ვფიქრობთ, ინფორმაციის გაცვლის ასეთი სისტემა ყველასთვის ძალიან სასარგებლო იქნება,“ - ითქვა შეხვედრაზე.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში. მომდევნო ეტაპზე მოხდება სტრატეგიის შემუშავება და ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვისთვის.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

22 თებერვალს საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმის“ ფასილიტაციით ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-19 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სოციალური ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები იქნა განხილული, რომლებითაც მუნიციპალიტეტში გრძელდება ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინოვაციური სოციალური სერვისების დანერგვის ტენდენცია. განხილული 13 პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები, რომელთა გათვალისწინებით მოხდება სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.
შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული ასევე ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის მიმდინარე ეტაპის რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით

„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში თებერვალში ჩატარდა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ქალაქ ფოთის შსს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სამმართველოს უფროსთან და ინსპექტორ გამომძიებლებთან. თვისობრივი ინფორმაციის მიღების მიზნით გაიმართა ფოკუს ჯგუფი საზოგადოებისა და შსს წარმომადგენლების ჩართულობით. მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შსს-დან შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და დარღვევის სტატისტიკასთან დაკავშირებით. ღონისძებების მიზანი იყო იმის გამოკვეთა, თუ როგორია შსს ჩართულობა კანონის იმპლემენტაციაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდ „სოხუმში“ მოქმედებს საკონსულტაციო ჯგუფი გენდერულ საკითხებში. ჯგუფის კონსულტანტი შეხვდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურას და სამომავლო გეგმებს, რაც მოიაზრებს ფონდ „სოხუმთან“ მჭიდრო თანამშრომლობას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ფონდ „სოხუმში“ აქტიურად მოქმედებს საკონსულტაციო ჯგუფი გენდერულ საკითხებში. ჯგუფის წევრები შეხვდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირს სოფიკო ნატრიაშვილს, რომელსაც გაეწია კონსულტაცია ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კუთხით. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, საბჭოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის სამომავლო თანამშრომლობას და გეგმებს.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

2 თებერვალს ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდნენ შვედეთის ქალთა ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები: ელისაბედ ბრანდბერგი (რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში) და ჯოანა არკასენი (საველე წარმომადგენელი საქართველოში).
სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდის მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ბოლოს მათ გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
ელისაბედ ბრანდბერგი: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი საქმიანობის გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ ქალთა უფლებების დაცვას. ცდილობთ, შეახსენოთ ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები საზოგადოებასთან მიმართებაში.“
ჯოანა არკასენი: „უკვე მეორედ ჩამოვედი ფონდ „სოხუმში“. ვიცი და მომწონს თქვენი აქტიურობა. სამშვიდობო საქმიანობა რთულია, მაგრამ აუცილებელი. კარგად ჩანს, რასაც აკეთებთ ქალთა მხარდასაჭერად. საინტერესოა თქვენთან მუშაობა.“
Kvinna till Kvinna ფონდი „სოხუმის“ მხარდამჭერია 2002 წლიდან, რაც სამშვიდობო მიმართულებით სისტემატიური მუშაობის საშუალებას იძლევა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
