ეთიკური ნორმების და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც იარაღი ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები  ხონის და ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

იყო საინტერესო ინტერაქტივი, საუბარი ეთიკაზე და ესთეტიკაზე. ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ აღნიშნა: „ამ თემას ვერასოდეს დავაკავშირებდი ძალადობასთან და თურმე რამდენად მნიშვნელოვანია შინაგანი კულტურა და ეთიკა, როგორც იარაღი ძალადობის პრევენციისთვის.“

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეხვედრის თემა იყო - ოჯახში ძალადობა, მიზეზები, ნეგატიური შედეგები და პრევენციული  მექანიზმები.

ახალგაზრდებმა ბევრი მაგალითი გაიხსენეს, ისაუბრეს ძალადობის მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლებიც ასე საჭიროა საზოგადოებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე შეკრებილი ქალბატონები ინტერესით გაეცნენ ჟურნალს „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“, სადაც აღწერილია სამწლიანი პროექტის მუშაობის შედეგები და მიღწევები. 

შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს კლუბის ძლიერი და სუსტი მხარეები, ისაუბრეს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

პროექტი დასრულდა, მაგრამ კლუბი მუშაობას განაგრძობს ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიაზრებს თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ქალთა მხარდაჭერას არჩევნებში.

ქალბატონებმა არ უღალატეს ჩვეულებას - ისაუბრეს მოგვარებულ და მოსაგვარებელ პრობლემებზე. ზოგიერთი მათგანი უკვე შეარჩიეს ადვოკატირებისთვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ტოლერანტობის აღქმა მოზარდებში - ძალადობის პრევენციისთვის - ეს იყო ფოთის ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრის თემა, ხოლო წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე ახალგაზრდებმა განიხილეს გენდერული ძალადობა - მიზეზები და დაცვის მექანიზმები.

საინტერესო ჯგუფები, მონაწილეთა აქტიურობა, მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, გულახდილი დისკუსიები - ამით გამოირჩეოდა ყოველი შეხვედრა. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მათთვის  საჭიროა მსგავსი შეხვედრები, რადგან მათში ყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულება აქტუალური საკითხების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

კოკის საჯარო სკოლაში და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები საერთო თემით - ოჯახში ძალადობა, მისი მიზეზები და პრევენციული მექანიზმები.

კოკში მოწვეულნი იყვნენ ორსანტიის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თვითონ გამოხატეს  დასწრების სურვილი. ახალი წევრები მალე გააქტიურდნენ და ინტერესით ჩაერთნენ თემის განხილვაში.

ხონის ახალგაზრდობა კარგად იცნობს საკითხს და მათთან მუშაობა შედარებით ადვილია. იყო საინტერესო მაგალითები, აქტიური დისკუსია, დაფიქსირდა ინიციატივები.

„სანამ კანონი ცალკე იქნება და საზოგადოება - ცალკე, პრობლემა არ მოგვარდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული შეხვედრა მიეძღვნა  ტრეფიკინგის მიზეზებს და დამცავ მექანიზმებს. ამ აქტიურ ახალგაზრდულ კლუბში მოწვეული იყო სამი ახალი წევრი. დისკუსიაში ისინიც ჩაერთნენ. აღინიშნა, რომ გადაადგილება და მოგზაურობა დიდი რისკია, თუ ადამიანი სწორად არ არის ინფორმირებული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

         

8 და 9 ივნისს ურეკში გაიმართა ფონდი „სოხუმის “ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების და ჟურნალისტების ქსელური შეხვედრა.

შეხვედრის რამდენიმე სესია საინტერესო ფორმატით წარიმართა - პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირების კუთხით; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბების გამოცდილება და მედიის როლი; გენდერული კანონმდებლობა და პრაქტიკა; სტრატეგიის შემუშავება.

შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილის აქტიური ჩართვის შედეგად, ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბების სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - ოჯახში ძალადობის მიზეზები და პრევენციული მექანიზმები. თემის განხილვა  საინტერესო ვითარებაში განვითარდა, ბევრი შეკითხვა დაისვა - განსაკუთრებით პრობლემის პრევენციის და კანონის ეფექტურობის საკითხებზე.

ფოთის მე-2 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს ტრეფიკინგზე, როგორც ძალადობის ერთ-ერთ ფორმაზე,  ისაუბრეს მისი მიზეზები და დამცავი მექანიზმები. დისკუსიის დროს ახალგაზრდებს მოყავდათ მაგალითები, ფიქრობდნენ გამოსავალზე.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ტრეფიკინგის თემაზე. რადგანაც აქ პირველად ჩატარდა შეხვედრა, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდული კლუბების შესახებ. გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომელმაც გამოთქვა სენაკის კლუბში გაერთიანების სურვილი.                                                                          

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

წყალტუბოში,  სენაკსა და ფოთში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები მიეძღვნა აქტუალურ თემას - ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და პიროვნული კულტურის ფორმირება - როგორც ინსტრუმენტი ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდები ინტერესით უსმენდნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტს, ერთმანეთს და ასე ეძებდნენ პასუხებს შეკითხვებზე, სიმართლეს, პრობლემების მოგვარების გზებს.

დისკუსიები საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის პრევენციაზე, რომელიც მეტნაკლებადაა დაკავშირებული ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებთან, სწორ სქესობრივი აღზრდასთან  და ადამიანის პიროვნულ კულტურასთან.

მონაწილეთა მოსაზრებები:

„ძალიან საინტერესო თემებია არჩეული, განსხვავებული, რიმლებზეც სხვაგან არ ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ მომწონს კლუბის დისკუსიები“.

„კარგია, რომ ირღვევა სტერეოტიპული აზროვნება და ჩვენი თაობა ირჩევს საზოგადოებას, სადაც არანაირ ძალადობას არ ექნება  ადგილი“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

40 ქალბატონი ესწრებოდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას  ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში -  ადგილობრივი თვითმმართველობის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე და მათი ადვოკატირების გზებზე. დასახეს სამომავლო გეგმები.

მსგავსი შეხვედრები პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში მიმდინარე მუშაობის კოორდინირების კარგი საშუალებაა.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა განსხვავებული ფორმატით დაიწყო. რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის მქონე ქალბატონებს მიენიჭათ „კლუბის საპატიო წევრის“ წოდება და გადეცათ სიგელები.

ტელესიუჟეტისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონებმა  აღნიშნეს, რომ კლუბში მათ ბევრი რამ ისწავლეს, განსაკუთრებით - პრიორიტეტების განსაზღვრა და პრობლემების ადვოკატირება.

სხდომაზე ქალბატონებმა განიხილეს ა(ა)იპი დასუთავების სამსახურის ხელმძღვანელის პასუხი წერილზე, რომლითაც წინა სხდომის შემდეგ მიმართეს.

შეხვედრა საინტერესო იყო იმითაც, რომ მოწვეული იყო მეან-გინეკოლოგი, რომელმაც შეკრებილების ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ეთიკური ნორმები და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი - ამ აქტუალურ თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ხონის მე-3 და სენაკის მე-4 სკოლაში და ქუთაისის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

თემამ თავიდანვე გამოიწვია  ინტერესი. ცხოვრებისეულმა მაგალითებმა მეტი გულწრფელობა და გახსნილობა შემატა ახალგაზრდებს და ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

„მსგავსი თემების განხილვა დადებითად მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე, დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ“.

„მე მომწონს ეთიკის ნორმების დაცვა, რაც დაკავშირებულია ძალადობის  პრევენციასთან“.

„საინტერესო და მჭიდრო კავშირია ეთიკასა და ძალადობას შორის და კარგია, რომ ეს დავინახეთ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები