კლუბები (151)
16 მაისს ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგი სხდომა ჩაატარა. მოწვეული იყო საიას ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
კლუბის წევრებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით - საკითხი უკვე მოგვარებულია და საბჭო ფუნქციონირებას ივნისში დაიწყებს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რამდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის ეს ცვლილებები, როგორ აისახება ქვეყნის მომავალზე - ეს საკითხები განიხილეს ამომარჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე სენაკის საკრებულოში. კლუბის წევრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
სხდომის მეორე ნაწილი მიეძღვნა კლუბის მუშაობის SWOT ანალიზს. აქტივისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი, ეფიქრათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, საქმიანობის გაუმჯობესებაზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
მაისში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდულ კლუბებში ეთიკის და ესთეტიკის ნორმებსა და სქესობრივი აღზრდის თემაზე - ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში, ქუთაისის ბიბლიოთეკაში და სენაკის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში
შეხვედრებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მონაწილეებმა - გოგონებმა და ბიჭებმა - საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, გულახდილად ისაუბრეს არაფორმალური განათლების მიღების და ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობაზე.
ეთიკის და ესთეტიკის ნორმებს და სქესობრივ აღზრდას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე.
წყალტუბოს 1-ლ სკოლაში მონაწილეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ. მათი აზრით, ამ საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
ფონდმა „სოხუმმა“ პირველად ჩაატარა შეხვედრები ხონის ბიბლიოთეკაში და სოფელ განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). მონაწილეებმა გაიგეს ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ და ჩართვის სურვილი გამოხატეს. ისაუბრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებზე. იმაზე, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და იმაზეც, რისი დეფიციტი გააჩნია ახალგაზრდა თაობას.
აპრილში სპეციალურად შემუშავებული ღია ტიპის კითხვარით ჩატარდა კვლევა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში. რესპონდენტთა რაოდენობა იყო 90 ადამიანი, კვლევის მიზანი კი - მუშაობის დადებითი შედეგების წარმოჩენა.
ფოკუს-ჯგუფებში გამართულმა გამოკითხვამ აჩვენა კლუბების ეფექტური საქმიანობა და გავლენა არა მარტო კლუბის წევრებსა და აქტივისტებზე, არამედ მათ ოჯახებსა და თანატოლებზე.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მათ კლუბს გააცნეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, ისაუბრეს საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაშიც ჩართვა თხოვეს კლუბის წევრებს.
შეხვედრაზე კონსულტაცია გაეწია ოჯახში ძალადობის ორ მსხვერპლს. მოხდა მათი გადამისამართება შესაბამის სტრუქტურებში.
ითქვა ისიც, რომ საბჭოს მიერ ადვოკატირებული საკითხი უკვე გადაიჭრა - ანუ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2017 წლის ბიუჯეტში გამოყო თანხა ბენზეს დასახლებაში საბავშვო ბაღის აშენებისთვის.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. კლუბის წევრებმა უამრავ სოციალურ პრობლემაზე იმსჯელეს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. აქტიური დისკუსიის დროს გამოიკვეთა არაერთი საკითხი: მცირე მეწარმეობის განვითარება და სოფლად ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა, სოფლის მოსახლეობისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. შემუშავებული რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს წარედგინება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგ შეხვედრაზე განიხილა და საბოლოო სახე მისცა პოლიტიკური პარტიებისთვის წარსადგენ რეკომენდაციებს, რათა მათ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასახონ ქალთა საჭიროებები და მათი გააქტიურებისთვის აუცილებელი საკითხები.
წინა სხდომებზე გამოიკვეთა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ადვოკატირებაა საჭირო. ამიტომ შეხვედრაზე მოწვეული იყო კომპეტენტური პირი, რომელმაც კლუბის წევრების მიერ წამოჭრილი საკითხები მოისმინა და მათზე რეაგირების გზებზე ისაუბრა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მარინა შალამბერიძე, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე გოგი წულაია და პარტიის აქტივისტი ნინო დოლიძე.
ქალბატონმა მარინამ ისაუბრა კლუბის წევრებისთვის საინტერესო საკითხებზე - საარჩევნო უბნების კომისიები და მათი მუშაობა, როგორ შეიძლება ინდივიდი - რიგითი მოქალაქე დარეგისტრირდეს და დამოუკიდებლად იყაროს კენჭი არჩევნებში.
ბატონმა გოგიმ მოუწოდა ქალბატონებს პარტიაში გაწევრიანება, გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაზე მოხდა ადვოკატირებისათვის აღებული საკითხების შეჯერება. ყურადღება გამახვილდა ჯერაც გადაუჭრელ საკითხებზე. შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების კუთხით. შეხვედრაზე ასევე შემუშავდა იმ რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეწოდოს თავიანთ პროგრამებში შესატანად.
აპრილში ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზებით წყალტუბოს სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა ნაწილი მოსალოცად გაემგზავრა გელათის დედა ღვთისას მონასტერში. 21 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია და დარგეს ნარგავები. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით