ხონის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. ამავე თემას მიეძღვნა შეხვედრები კოკის საჯარო სკოლაში  და ფოთის 21-ე სკოლაში.

ახალგაზრდები საინტერესოდ ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, აქტიურობდნენ  დისკუსიის დროს. გულახდილად ილაპარაკეს უფროსი თაობის სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რაც  ხელს უშლის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების შექმნას.

აქტივისტებმა შეკრებილებს გააცნეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ჩაატარეს კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

     

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მიერ ინიცირებული ვორკშოპები, აქციები, საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ქუთაისის N15  და ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ქუთაისის კერძო სკოლებში „პროგრესი“ და „ღონე ქვეყნისა“.

კლუბების წევრები და მოხალისეები ასე აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის თემის განხილვას. შეხვედრაზე მოწვეულებმა მოისმინეს კამპანიის ისტორია, გაიგეს ძალადობის პრობლემის აქტუალობა და მისი აღმოფხვრის მექანიზმები. აღინიშნა ამ კუთხით კლუბის აქტივობების შესახებ. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ადგილობრივი თვითმართველობა მზადაა ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კლუბის მიერ ადვოკატირებული პრობლემა უკვე გადაჭრილია - ქალაქის მერიამ გაუსაძლის პირობებში მყოფი ქალბატონისთვის ფინანსური დახმარება გამოყო, რათა მან შეაკეთოს სახლის სახურავი.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  
7 დეკემბერს ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა.
საუბარი შეეხო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ისაუბრეს გამწვანების აქციაზე და მისი გრძელვადიან შედეგებზე.
სხდომის გარკვეული ნაწილი დაეთმო ადვოკატირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაჟღერდა  პრობლემები, რომლებიც კლუბის წევრებმა უნდა მოაგვარონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

 

გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები სენაკის მე-7 სკოლაში, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლაში და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ახალგაზრდებისთვის ეს თემა არ არის ახალი, ამიტომ ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში.

მონაწილეთა მოსაზრებებიდან:

„მე მომწონს  მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები, სადაც ბევრ საჭირო სიახლეს ვგებულობ.“

„მე მინდა, რომ ჩემმა თაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გენდერულად თანასწორი საზოგადოების შექმნაში. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ამ პროცესს“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, როგორ ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით ინფორმირებულობა გაზრდილია, მოსახლეობამ მეტი იცის პრევენციული მექანიზმების შესახებ.

კლუბის წევრებმა თავიანთი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები - სხდომაზე ამის შესახებაც ისაუბრეს.

კლუბზე, ტრადიციულად, რამდენიმე ადგილობრივი პრობლემება შეარჩიეს ადვოკატირებისა და მოგვარების მიზნით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  
ამჯერად ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა გაიმართა სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციის შენობაში - სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, მარინე ლაგვილავას მოწვევით, რომელიც ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომების აქტიური მონაწილეა.
შეხვედრა გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ამიტომაც კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. შეხვედრაზე მოწვეულ იქნა - შსს რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ასისტენტი, რომელმაც პასუხი გასცა შეკრებილთა შეკითხვებს მსხვერპლის დაცვასთან დაკავშირებით.
დისკუსიის დროს შეეხნენ ფსიქოლოგის შტატის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ქალებმა გადაწყვიტეს ამ საკითხის ადვოკატირება, რომ განათლების სამინისტრომ რესურს-ცენტრში დანიშნოს ფსიქოლოგი, რომელიც ითანამშრომლობს ხობის სკოლებთან და იმუშავებს რისკ-ოჯახების ბავშვებთან.   

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

    

საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. ერთ-ერთი შეხვედრა იყო კერძო სკოლაში „ღონე ქვეყნისა“, მეორე კი  - კერძო სკოლა „პროგრესში“.

ამ სკოლებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოდგენები გამართეს.

მოსწავლეები  და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათი აზრით, ყველა ფორმით უნდა ვუთხრათ ძალადობას „არა!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

წყალტუბოში ამომრჩეველ ქალთა კლუბი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - გაიმართა კონფერენცია, რომლითაც გაიხსნა კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ახალგაზრდები.

მონაწილეებმა მოისმინეს კამპანიის ისტორია. ფსიქოლოგისა და იურისტის მოხსენებები ეხებოდა ძალადობის სავალალო შედეგებს მოზარდებზე. მოეწყო ახალგაზრდების პრეზენტაცია თემაზე „არა - ძალადობას“. დაფიქსირდა მათი მოსაზრებები ძალადობის პრევენციისთვის.

შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო კლუბისა და გენდერული საბჭოს წევრების აქტიურ ჩართულობის დაგეგმვას 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. გადაწყდა, რომ საბჭოსა და კლუბის წევრები ერთობლივად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ვორკშოპებს - ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში, კოლეჯ „ჰორიზონტში“.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში აქტიურად მიდის მუშაობა გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოსაყალიბებლად.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები