კლუბები (151)
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში და წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემა საინტერესო აღმოჩნდა როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, გაიხსენეს რეალური ისტორიები, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარებაზე, მოლაპარაკებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობასთან დიალოგზე.
„ასეთი შეხვედრების შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გვიჩნდება თემის მიმართ და დიდი სურვილიც, ჩავერთოთ დიალოგში. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა.
სენაკში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. წევრების გარდა სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები ნანა ალანია და ინგა ქარდავა.
მონაწილეები გაეცნენ ახალ პროექტს „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“, მის მიზნებს, ამოცანებს და აქტივობებს.
გაიმართა ადგილობრივი პროგრამების განხილვა. შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული პრობლემები და დეპუტატებთან ერთად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოში, ქუთაისში და კოკში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრების თემა იყო პრობლემების ადვოკატირება, მისი როლი და მნიშვნელობა.
შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ განხილული თემა მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს საკუთარი პრობლემების შესახებ და მათი გადაჭრის გზებზე.
ბათუმში, „მეგობრობის სახლში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლუბის განახლებულ მუშაობას და სამომავლო გეგმებს, ახალი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. იყო აზრთა და იდეათა გაზიარება ნაყოფიერი მუშაობისთვის. მათთვის მთავარია, არ განელდეს ის მუხტი, რაც კლუბის აქტივს გააჩნია და რაც ასე მნიშვნელოვანია ბათუმისათვის.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის ფარგლებში კლუბები იმუშავებს დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში. მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის კუთხით.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მოიწონეს ახალი პროექტი და აღნიშნეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. მათი აზრით, მუშაობა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ლია გვენეტაძე პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატია. კლუბმა გაფართოებული სხდომა ჩაატარა და შეხვდა თავის კოლეგას. ქალბატონმა ლიამ შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია თავისი პროგრამის შესახებ, თუ რის გაკეთებას და შეცვლას აპირებს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში. პროგრამის ბევრი პუნქტი კლუბზე დასმულ საკითხებს ეხმაურება. შეკრებილმა ქალბატონებმა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს და კანდიდატისაგან შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
თემაზე - ტოლერანტობის აღქმა მოზარდებში ძალადობის პრევენციისთვის - ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ხონში, სენაკში და ფოთში.
მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თემის გარშემო. ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ტოლერანტულობა, ძირითადად, არის მარტო სიტყვები, რადგანაც ისინი ხშირად გამოხატავენ აგრესიებს, ვერ ითვალისწინებენ სხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანების საჭიროებებს და პრობლემებს.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „მე მომეწონა ამ საკითხის დაკავშირება ძალადობის პრევენციასთან. ნამდვილად აქტუალური და სადისკუსიო თემაა.“
აქტიური საქმიანობა განაახლა ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა. ეს შესაძლებელი გახდა აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.
შეხვედრაზე კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროექტის მიზნებისა და ამოცანების, დაგეგმილი ღონისძიებების და მოსალოდნელი შედეგების, კლუბის წარსული საქმიანობის და ადგილობრივი პრობლემების წარმატებული ადვოკატირების შესახებ.
იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ ტრენინგზე, რომელიც გაიმართება არჩევნების, პოლიტიკური სისტემისა და ქალთა როლის თემაზე. განიხილეს აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად მდუმარე აქციის ჩატარებასტან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
ხობელი ქალბატონები კმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ კლუბი ხელახლა გააქტიურდება და ერთად შეძლებენ არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ დაწყების, მიზნების და გათვალისწინებული აქტივობების შესახებ.
აღინიშნა მჭიდრო თანამშრომლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან, რეკომენდაციების შემუშავებაზე და მათ ადვოკატირებაზე.
ქალბატონები მზად არიან აქტიური თანამშრომლობისთვის და სჯერათ, რომ პროექტის მეშვეობით სასიკეთო ცვლილებებს მოახდენენ მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში წყალტუბოში ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბი.
პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, კლუბების მუშაობაზე სხვა ქალაქებში. მათ დაინახეს თავიანთი როლი ადგილობრივი პრობლემების გამოვლენისა და ადვოკატირებისთვის.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიური მუშაობით ხელი შეუწყონ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვას.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით