კლუბები (151)




ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, მისი მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები.
3 ნოემბერს ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა ფოთის მე-12 საჯარო სკოლაში. მონაწილეობა მიიღო 13 მოსწავლემ. ახალგაზრდებს გაუჩნდათ ბევრი შეკითხვა, დაინტერესება დიდიიყო და აქტიურადაც ჩაერთნენ დისკუსიაში.
სკოლის თვითმართველობა ძალიან დაინტერესდა ფონდი „სოხუმის“ მუშაობით და კლუბს მომავალშიც დაპირდა მასპინძლობას.
8 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. 11 მონაწილეს შორის ორი პირველად ესწრებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი ისაუბრეს ვირტუალური კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების შესახებ.
დისკუსიის დროს მოიყვანეს სწორი კომუნიკაციის მაგალითები, როდესაც სიტუაცია კონფლიქტამდე არ მიდის.
11 ნოემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ახალგაზრდულ კლუბს 10 ადამიანი დაესწრო. მათი უმეტესობა პირველად იყო მსგავს შეხვედრაზე. მათთვის ახალი იყო ყველა საკითხი, ამიტომაც ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ გაჩნდა თანამშრომლობის დიდი სურვილი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ აქტივობებში თავისუფალ სივრცეს გრძნობენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ოზურგეთში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ. ისინი შეხვდნენ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს თამარ დუმბაძეს. მისი თქმით, მოსახლეობაში, სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობაა, ბევრმა არც იცის სოციალური პროგრამების შესახებ.
შეკრებილი ქალბატონებისთვის სიახლე იყო ის, რომ ქალაქში ბენეფიციარებს, რომელთაც 150000 ქულამდე აქვთ, შეუძლიათ 150-ლარიანი დახმარების მიღება, ასევე არის პროგრამები, რომლის ფარგლებში სოციალური სამსახური ოპერაციის დროს გასცემს 30%-იან დაფინანსება.
ქალბატონებმა პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს საკუთარი ცხოვრებიდან. მათი საერთო მოსაზრება ასეთია: ყველაფერზე უარის თქმა - ძალადობაა. პირიქით, ქალი შინაგანად უნდა გაძლიერდეს, რათა კონფლიქტების მოგვარება შეძლოს არა მხოლოდ უკან დახევით, არამედ ისე, რომ პატივი სცენ მის ღირებულებებს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა ქალები უფრო თამამები არიან და შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა, რაც მისასალმებელია.
ვორკშოპები ჩატარდა ხურჩაში, წყალტუბოში, სენაკში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრებზე მსჯელობის თემა იყო ოჯახში ძალადობა, როგორც საზოგადოების პრობლემა.
29 სექტემბერს კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში შეხვედრაში მონაწილეობდა 17 მოსწავლე. შეხვედრას დაესწრნენ ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ფონდი „სოხუმის“ მოხალისე გერმანიდან.
გაიმართა საინტერესო, გულახდილი გამოსვლები, საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ტრადიციებთან, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კლუბის წევრების თქმით, ეს იყო ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველაზე კარგი შეხვედრა.
1 ოქტომბერს შეხვედრა მოეწყო წყალტუბოს 1-ლ სკოლაში. 17 მოსწავლიდან განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ. ბევრმა მონაწილემ საკუთარი ცხოვრების დეტალები მოიყვანა მაგალითად. ჩაერთნენ პედაგოგებიც. საუბარი შეეხო სტერეოტიპულ აზროვნებას, ტრადიციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ქალთა უფლებების შელახვას.
5 ოქტომბერს ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. აქტიური, გულახდილი დისკუსიით განიხილეს მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემა. ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ თემით და ეძებენ პრობლემის მოგვარების გზებს.
სენაკის 1-ლ სკოლაში ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა 6 ოქტომბერს. ინტერაქტივმა მუშაობის კარგი განწყობა შექმნა. საუბრობდნენ ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე და მათ ნეგატიურ გავლენაზე. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ბიჭები.
7 ოქტომბერს ქუთაისის მე-6 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას 10 ადამიანი დაესწრო. ახალგაზრდული კლუბის წევრები ინფორმირებულნი არიან ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მათ საინტერესო მაგალითებით გაამდიდრეს დისკუსია.
ამ თვის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 12 ოქტომბერს, ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ სკოლაში და ყველაზე მეტი - 23 მონაწილე. ისინი ძალიან დააინტერესა ახალგაზრდული კლუბის აქტივობებმა. ამ სკოლაში მაღალ დონეზეა სამოქალაქო გაკვეთილი, პედაგოგი სპეციალობით ადვოკატია და მოსწავლეები ფლობენ საინტერესო ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ. მათ მოჰყავდათ ცხოვრებისეული მაგალითები და შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



სექტემბერში ახალგაზრდული კლუბების პირველი სამი შეხვედრა ჩატარდა წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში. ბევრი პირველად მონაწილეობდა შეხვედრაში.
თემები: გენდერული საზოგადოების შექმნა, კანონი და რეალობა. სიტუაცია საქართველოში გენდერული ძალადობის კუთხით.
ახალგაზრდები საუბრობდნენ მათთვის ნაცნობ საკითხებზე, განსაკუთრებით - ტრადიციების მნიშვნელობაზე... მათი აზრით, ზოგიერთი მავნე ტრადიცია ხელს უწყობს ოჯახის ნგრევას, გენდერულ ძალადობას.
შეხვედრებზე საინტერესო, აქტიური დისკუსიები გაიმართა. იყო თემების მიმართ ინტერესი და თავისუფალი გარემო, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



4 აგვისტოს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.
შემდეგ, ტრადიციულად, დაისვა ქალაქში არსებული პრობლემები, რომელთა ადვოკატირება დაისახეს მიზნად. გადაწყვიტეს წერილის გაგზავნა ჯანდაცვის მინისტრის სახელზე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით


„კომუნიკაცია კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. ამაში დღეს განსაკუთრებით დავრწმუნდი“.
„კომუნიკაციის საუკუნეში ვცხოვრობთ და უნდა შევიძინოთ სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო თვისებები“.
„კომუნიკაციას სჭირდება დახვეწა და ასეთ შეხვედრებზე სწორედ ეს ხდება.“
ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ გოგონები და ბიჭები, რომლებიც შეიკრიბნენ ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრებზე წყალტუბოს, ქუთაისის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრებზე იმსჯელეს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ძალადობის პრევენციისთვის. მათში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ახალგაზრდამ, მათ შორის ზოგიერთმა - პირველად. იყო განსაკუთრებული ინტერესი თემის მიმართ, წარმატებული კომუნიკაციის მაგალითები და აქტიური დისკუსია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა გაიმართა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს მათ მიერ ადვოკატირებული პრობლემების შესახებ.
კლუბზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, იმსჯელეს კლუბის მიერ ადვოკატირებული სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების გზებზე.
მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 და სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ქალთა მიგრაცია და მასთან დაკავშირებული ტრეფიკინგის თემა მეტნაკლებად ნაცნობია ახალგაზრდებისათვის, მაგრამ შეხვედრებმა კონკრეტული და საჭირო ინფორმაცია მისცა თითოეულ მათგანს.
იყო საუბარი სტატისტიკაზე, კანონზე ტრეფიკინგის შესახებ, მისგან დამცავ მექანიზმებზე.
შეხვედრებმა აქტიურად ჩაიარა და თითოეულ მონაწილეს დაუტოვა არა მარტო საფიქრალი, არამედ კონკრეტული ინფორმაცია და სამომავლო რჩევები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



კლუბის წევრებს სურვილი აქვთ, რომ მათ მიერ შემუშავებული წინადადებები ქალაქის მომავალ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული.
საკრებულოს წევრმა დინარა ხუხუამ აღნიშნა, რომ კლუბზე დასმული საკითხები აქტუალურია, განიხილება საკრებულოზე და მოგვარებასაც ექვემდებარება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით