ადვოკატირების როლი და მნიშვნელობა - ამ აქტუალურ საკითხზე გაიმართა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები აპრილის თვეში.

მუშაობამ აჩვენა, რომ ეს თემა საინტერესო და ამავე დროს საჭიროა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებს. მოიყვანეს  ადვოკატირებასტან დაკავშირებული მაგალითები. მათი თქმით, პრობლემის ადვოკატირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგს იძლევა. შეხვედრებზე აღინიშნა, რა პრობლემების წამოწევას ფიქრობენ და ერთგვარი  კონსულტაციებიც მიიღეს.

შეხვედრები ჩატარდა ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში და ხონის კერძო სკოლაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

27 მარტს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა თემაზე „ქალთა აქტივობის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ საკრებულოს დეპუტატი ქალები ირუზა კაკავა და ედიტა კოდუა. ბევრ რამეზე ისაუბრეს: აქტუალურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, არჩევნების გენდერულ ასპექტებზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე. კლუბის რამდენიმე წევრი აპირებს, კენჭი იყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს დეპუტატი ქალებისგან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც უნდა წარედგინოს პოლიტიკურ პარტიებს თავიათ პროგრამებში ინტეგრირებისათვის.

გამოიკვეთა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, მათთვის სტაჟირების პროგრამის დანერგვის და სასტუმრო სერვისების განვითარებასთან დაკავშირებული უფასო კურსების მოწყობის აუცილებლობა.

კლუბზე დაიგეგმა ეკოლოგიური აქციის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით. აქციაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რომლებიც თვითმართველობის მიერ მოწოდებული ნარგავებით გაანაშენიანებენ წყალტუბოს სხვადასხვა ადგილს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განიხილეს ის სტანდარტები, რომლებიც საბავშვო ბაღების პერსონალს ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის წარმომადგენლები, რომლებსაც ინფორმაცია მიაწოდა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული იყო, ყველა დასმულ შეკითხვაზე მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ №4 საბავშვო ბაღი ჩაისვა პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება მისი გარემონტება. ეს საკითხი კლუბის ადვოკატირების საგანს წარმოადგენდა, გაკეთდა წერილობითი მიმართვა რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები.

ასევე მოეწყო შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია კლუბის მუშაობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა პარტიების და ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ახალგაზრდულ კლუბებში მარტის საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა, რადგან  ქალთა სოლიდარობის თემა მიეძღვნას. 

8 მარტის და ქალთა მოძრაობის ისტორია, ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციისთვის, ქართული ტრადიციები, სტერეოტიპული აზროვნება - ამ საკითხებს შეეხნენ ახალგაზრდები, რომლებიც შეიკრიბნენ წყალტუბოს პირველ, ფოთის მე-7, სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი),  კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში,  ქუთაისის კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“.

ახალგაზრდების აქტიურობამ საინტერესო გახადა შეხვედრები. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ 8 მარტი მხოლოდ დღესასწაულთან, ყვავილებთან და მხიარულ განწყობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ეს სოლიდარობის დღეა და გვასწავლის ქალთა პრობლემების გადაწყვეტის გზებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო პოლიტიკურ პარტიებთან კლუბის საქმიანობის პრეზენტაციას. შეხვედრაზე მოწვეული იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, კლუბის მიმართულებებს. განხილულ იქნა პარტიებთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა, ქალთა გააქტიურებისა და მათი პრობლემების მოგვარებისათვის. პარტიების წარმოამდგენელთა მხრიდან დაფიქსირდა კლუბთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

 

ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია 8 მარტის აღნიშვნის და ქალთა სოლიდარობის ტრადიციის შესახებ. ლიდერმა ქალებმა გააკეთეს პრეზენტაციები. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.

პოლიტიკური პარტიების მუშაობის სპეციფიკა, რეკომენდაციების შემუშავება, ადვოკატირებისათვის განსაზღვრული საკითხების განხილვა და ლიტერატურული პერფორმანსი - პოეზიის 20 წუთი - ეს იყო სხდომის მთავარი საკითხები. ბოლოს დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

   

14 მარტს ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგი სხდომა ჩაატარა. შეხვედრაზე მოწვეული იყო საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე.

ქალთა სოლიდარობის დღე, ლიდერი  ქალების წარმატების ფორმულა, დისკუსია აქტუალურ საკითხებზე, ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება და რეკომენდაციების შემუშავება  -  ასეთი იყო სხდომის დღის წესრიგი.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს - 8 მარტს მიეძღვნა. საუბარი შეეხო ქალთა სოლიდარობას, ქალთა ლიდერობას, მათ მონაწილეობას პოლიტიკაში.

კლუბზე მოწვეული სტუმრებს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე აქტიურ ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეკრებილთათვის მოეთხროთ თავიანთ განვლილ გზაზე, სიძნელეებზე, მიღწევებზე. აღინიშნა, რომ ქალის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წარმატებას ხშირ შემთხვევაში მისი ოჯახი უწყობს ხელს.

დისკუსიების დროს გამოიკვეთა რეკომენდაციები ქალთა უფლებებისა დაა შესაძლებლობების გაუმჯობესების მხრივ, რაც შეიძლება წარედგინოს პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმი, რომელიც მმართველი პარტიის საოლქო ორგანიზაციას უნდა წარედგინოს ხელმოსაწერად. ასევე ისაუბრეს პარტიის პროგრამის სოციალურ ნაწილზე. გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, კლუბის სახელით მომზადდება ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული კონკრეტული რეკომენდაციები.

კლუბის ინიციატივით და გამგეობის დახმარებით, ინკლუზიური ბავშვები თოჯინების თეატრის წარმოდგენას დაესწრნენ. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათთვის და ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.

კლუბის მოდერატორი და ასისტენტი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან ცოტნე ზურაბიანს, რომელმაც გამოხატა კლუბთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები