ვორკშოპები (87)
ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.


ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ახალგაზრდები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. მათი აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში ოჯახური კონფლიქტების მართვაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად მიმდინარეობს.
ისინი მიიჩნევენ, რომ მოძალადეს უნდა ეშინოდეს სანქციების, სამართლის, საზოგადოების. უნდა იცოდეს, რომ მსხვერპლს სახელმწიფო მარტო არ დატოვებს. ამიტომ ის კონფლიქტების განახლებას არ შეეცდება.
საინტერესო დისკუსიების ფონზე წარიმართა ვორკშოპები კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხონსა და ქუთაისში - 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



სენაკის, ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ახლომდებარე სოფლებში ჩაატარეს ვორკშოპები, რომლებიც მიეძღვნა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
ვორკშოპის მონაწილეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ძალადობის, მისი სახეების და დამცავი მექანიზმების შესახებ, რაც, მათი აზრით, აქტუალური და სასარგებლო ინფორმაციაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში. ღონისძიებები გაიმართა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალადობის პრობლემა იმდენად მწვავეა საქართველოში, რომ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მის წინააღმდეგ.
- გვესმის, როგორ გრძელდება წლების განმავლობაში ოჯახური კონფლიქტები, გვესმის, რომ ამ ოჯახებში უკეთესობისკენ არაფერი არ იცვლება, მაგრამ ვდუმვართ, იმიტომ, რომ სოლიდარობის დეფიციტი გვაქვს. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ, შესაძლოა, ჩვენი შვილი ან რომელიმე ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.
ასეთი იყო იმ ქალების მოსაზრება, რომლებმაც კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე მიიღეს მონაწილეობა. ისინი თვლიან, რომ ქალმა რაც უფრო მეტი ინფორმაცია იცის, მით უფრო ძლიერია და შეუძლია ოჯახში კონფლიქტების მართვა, მაგრამ ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერას მიიღებს.
ვორკშოპები ჩატარდა ფოთში, წყალტუბოში, სენაკში - მათში 31 ქალმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ფოთში, საჯარო ბიბლიოთეკაში ვორკშოპი გაიმართა ადამიანური უსაფრთხოების თემაზე. მონაწილეობდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, სოლიდარობის ნიშნად ყველა მონაწილეს ეკეთა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტი.
შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ -პრეზენტაცია. მონაწილეებმა ადამიანური უსაფრთხოების თემა გენდერულ ჭრილში განიხილეს. აუდიტორიაში გამოიკვეთა, რომ ადამიანური საფრთხეებიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა ერთ-ერთი სერიოზულია. რეკომენდაციებში აღინიშნა, რომ სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონით განესაზღვროს ვალდებულება ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)


წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან ვორკშოპი გაიმართა კონფლიქტოლოგიაში. შეხვედრა დაიწყო ინფორმაციით 16-დღიანი კამპანიის შესახებ, მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტები, საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები...
შეხვედრას რამდენიმე პედაგოგიც დაესწრო, მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარონ ძალადობის თემაზე. ასევე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი განიხილონ „კლასის საათზე“.
ამის შემდეგ მონაწილეებმა დაიწყეს მსჯელობა გეგმით გათვალისწინებულ საკითხზე - რა როლი აკისრია მედიას ძალადობის პრევენციაში.
მათი აზრით, ტელეგადაცემებიდან, ძირითადად, აგრესია მოდის, თუმცა ითქვა მედიის დადებით როლზეც. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ძალადობის პრობლემის წინაღმდეგ, მაგრამ მთავარია მისი ეფექტურად გამოყენება.
ამ თემაზე ვორკშოპები უკვე ჩატარდა ფოთსა და კოკში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ვორკშოპი გაიმართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“. მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტი ლიდერი ქალები.
ვორკშოპი დაიწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციით. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩატარებული კვლევების შედეგებზე, რის შემდეგაც მუშაობა ჯგუფებში გაგრძელდა.
რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების ხარისხის გასაზრდელად - ამ საკითხებზე ჯგუფებმა საინტერესო რეკომენდაციები შეიმუშავეს. მათ წინადადებებში გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომელთა გადაჭრაც ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. შემუშავებულ წინადადებებში გამოიკვეთა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მიზნით. შეხვედრას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)


კონფლიქტოლოგიაში მორიგი ვორკშოპი გაიმართა ქალთა ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, ხურჩაში.
იმსჯელეს, ძალადობის პრობლემა როგორ აისახება მედიაში. როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე სიუჟეტები, რომლებშიც ოჯახური კონფლიქტები შუქდება. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ძალიან აგრესიული გახდა საინფორმაციო სივრცე, ნეგატიური ინფორმაციები საზოგადოებას უფრო მეტად აგრესიულს ხდის, რაც შემდეგ ნეგატიური შედეგებით გამოიხატება.
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში. მონაწილეების აზრით, ოჯახური კონფლიქტების ფაქტები მრავლადაა, არიან ძალადობის მსხვერპლებიც, მაგრამ პრობლემას საჯაროდ მაინც არ განიხილავენ.
ყველა ჯგუფში აღინიშნა, რომ მედია კარგი მექანიზმია ძალადობის პრევენციაში, მაგრამ საზოგადოებას პრობლემის შესახებ უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ აგრესია არ გამოიწვიოს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)






აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 და მე-6 სკოლების (ქუთაისი) მოსწავლეებთან ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ოთხ-ოთხი ვორკშოპი „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლაში“.
მოსწავლეებმა ინტერესით განიხილეს, რა არის მშვიდობა, რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა (ფერებთან, მუსიკასთან), მიეცათ განმარტება კონფლიქტზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე და გაეცნენ მისი მართვის უნარ-ჩვევებს.
ეს ვორკშოპები დაეფუძნა სომეხი კოლეგების გამოცდილებას და მეთოდიკას (შემუშავდა ორგანიზაციაში „ქალები განვითარებისათვის“).
აქტიური მუშაობის დასრულების შემდეგ ბავშვებმა კმაყოფილებაც გამოხატეს და უკმაყოფილებაც. კმაყოფილება იმის გამო, რომ აქტუალური, საჭირო და აუცილებელი თემები განიხილეს და კონფლიქტების მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს.
უკმაყოფილონი დარჩნენ იმის გამო, რომ ცოტა დრო იყო განკუთვნილი ასეთი საინტერესო მუშაობისთვის, თუმცა იმედი აქვთ, რომ ვორკშოპები განახლდება.
ვორკშოპები მოეწონათ პედაგოგებსაც და მათ გადაწყვიტეს, სამოქალაქო განათლების რამდენიმე საათი დაუთმონ კონფლიქტების მართვას.

ახალგაზრდების მეორე ნაწილის აზრით, მენტალიტეტი ყველაფერში დამნაშავე არ არის. ხშირად ოჯახის წევრები ცუდად იცნობენ ერთმანეთს, პატივს არ სცემენ ერთმანეთის ღირებულებებს - ეს ხელს უწყობს ძალადობის განვითარებას.
განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას და შეამცირებს ოჯახური კონფლიქტების განვითარების საფრთხეს.
ვორკშოპები ჩატარდა ხონში, ქუთაისში, ფოთში. სულ 41 მონაწილე ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


- სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს, რადგან არის შემთხვევები, როცა სოფელში ჯანმრთელი ადამიანები არ ამუშავებენ მიწას, არ იწყებენ სამსახურს დახმარების დაკარგვის შიშით, რაც ადამიანების დეგრადაციას იწვევს, - კომპეტენტური წინადადებებით და საინტერესო არგუმენტებით მიმდინარეობდა მსჯელობა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ვორკშოპზე.
მონაწილეებმა მათი ქალაქის, რეგიონის დონეზე არსებულ საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება და გამოსავალზეც იფიქრეს.
მონაწილეების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ადამიანური უსაფრთხოების ყველა კომპონენტს შეეხო. გამოიკვეთა, რომ აუცილებელია მეტი პოპულარიზება გაეწიოს პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოამზადებენ კადრებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)