ვორკშოპები (87)
ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.
„წარმატებული“, „კრეატიული“, „ინფორმაციულად დატვირთული“, „სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებით“ - ასე აფასებენ ავტორები და მონაწილეები ახალგაზრდულ პროექტს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“, ბათუმის მერიამ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დააფინანსა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და „ა(ა)იპ აჭარის დებატების კლუბის“ პარტნიორობით განხორციელდა.
ათდღიან საზაფხულო სკოლაში, რომელიც არაფორმალური განათლების საკითხებს ეძღვნებოდა, ახალგაზრდებმა მიიღეს მათთვის საჭირო ცოდნა და უნარები გენდერის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ტოლერანტობის კუთხით. თითოეული მათგანი საკუთარ სკოლაში მოაწყობს შეხვედრებს და თანატოლებს გაუზიარებს ბანაკში მიღებულ ინფორმაციას.
პროექტის განმავლობაში გაჩნდა უამრავი ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნისა, რომლებიც განახორციელებენ პროექტებს ახალგაზრდებისთვის.









პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით


ახალგაზრდებთან ჩატარებული ვორშოპის თემა იყო - პიროვნული კონფლიქტები და მათი ნეგატიური გავლენა ოჯახურ კონფლიქტებზე.
მონაწილეები ღიად და გახსნილად საუბრობდნენ, როგორ მართავენ საკუთარ ემოციებს და რა გზებს მიმართავენ კონფლიქტების შესაჩერებლად.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დროსთან ერთად იცვლება თაობათა შეხედულებები. ახლანდელი თაობა უფრო შემტევია და უჭირს უკან დახევა. ხშირ შემთხვევაში ბოდის მოხდა ტრაგედიად აღიქმება, პიროვნული წინააღმდეგობები კარგ ნიადაგს ქმნის ოჯახური კონფლიქტების განვითარებისთვის.
მონაწილეების აზრით, პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდები ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ კონფლიქტებზე, ვერ აკონტროლებენ ემოციებს.
ვორკშოპებზე მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, რომ საკუთარი თავი კარგად შეისწავლონ და სწორად მართონ ოჯახური კონფლიქტები.
ვორკშოპები ჩატარდა კოკში, ხონში, ქუთაისში. მონაწილეობდა 37 ადამიანი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


რამდენად ვიცნობთ საკუთ თავს, რა ვიცით შინაგან, პიროვნულ კონფლიქტებზე, როგორ ვიქცევით, ან რა გავლენას ახდენს ჩვენი ნეგატიური ემოციები ოჯახური კონფლიქტების დინამიკაზე - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა ჯგუფებმა წყალტუბოშო, სენაკში და ფოთში გამართულ ვორკშოპებზე.
- ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვიქცევით. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ არასწორი ქცევით ხელს ვუწყობთ კონფლიქტების გაღრმავება, - აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.
მათი აზრით, საკუთარი თავის შესწავლა, პიროვნული კონფლიქტების გარჩევა დაგვეხმარება სწორი სტრატეგიის არჩევაშიდა კონფლიქტების მართვაში, რაც შეამცირებს ძალადობის რისკს ოჯახებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



დასრულდა ქუთაისის გსს მიერ მომზადებული პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“. რვადღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექვსი ვორკშოპი ჩაუტარდათ თემაზე „გენდერი, გენდერული თანასწორობა“. პროგრამა დატვირთული იყო საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. ბანაკს ესტუმრნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
აღნიშნული პროგრამა დაეხმარება მოზარდებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უფრო მეტად დაინტერესდნენ გენდერული საკითხებით. ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები უკვე გამოიკვეთა. შეიქმნა აქტივისტთა ჯგუფი, რომელთა ინიციატივით ქუთაისის საჯარო სკოლებში შეიქმნება სადისკუსიო კლუბები და გაგრძელდება დისკუსიები გენდერის თემაზე. უკვე ბანაკში ყოფნის პერიოდში გამოჩნდნენ გოგონები, რომლებიც დაინტერესდნენ ე.წ. „მამაკაცური“ სპორტით: ძიუდო, მკლავჭიდი, რაც ხელს შეუწყობს სტერეოტიპების მსხვრევას და სპორტის ყველა სახეობაში თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით




მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა გენდერული ბალანსი. ბანაკი ქობულეთში 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნება. მასში 45 მონაწილეა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად მიიღონ გენდერული განათლება, დაეუფლონ დისკუსიების წარმართვის უნარ-ჩვევებს, რათა შემდგომში აქტიურად გააგრძელონ დებატები თანატოლებთან თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნისათვის.
პროგრამა მრავალფეროვანია: სპორტული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო. გენდერულ თემაზე ვორკშოპებს ატარებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და მოხალისე ლიდერები.
„მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული მეორე პროექტია, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით



8-15 ივლისს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიციატივით ცენტრების მიმდინარე სოფლებში ჩატარდა ვორკშოპების ციკლი თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
ვორკშოპების 73 მონაწილემ მიიღო ინფორმაციები გენდერის არსზე, ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობაზე, მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები და იმსჯელეს პრევენციულ ზომებზე.
მონაწილეებმა ვორკშოპები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სოფლებში ნაკლებად არიან ქალები ინფორმირებულნი თავიანთ უფლებებზე და მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი მათთვის.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სოფლის გამგეობის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების და სკოლების პედაგოგები. ვორკშოპებზე განხილულმა თემებმა დააინტერესა მონაწილე მამაკაცები და ვაჟებიც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


- არ უნდა წასულიყვნენ, ბავშვები არ უნდა დაეტოვებინათ, - არაკორექტული და არასამართლიანია მიგრაციაში მყოფი ქალების ასეთი შეფასება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველოში უმუშევრობა პიკს აღწევს, - ითქვა შეხვედრებზე.
დისკუსიის დიდი ნაწილი დაეთმო მსჯელობას, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ. დედებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ - არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს, იზრუნონ იმაზეც, რომ არ მოხდეს გაუცხოება შვილებთან.
აღინიშნა, რომ ამ თემებზე დისკუსიები ადამიანებს სწორი ანალიზის და ურთიერთობის მართვის საშუალებას აძლევს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

რას ფიქრობენ ახალგაზრდები ამ საკითხზე, რა კავშირშია მიგრაცია ოჯახურ კონფლიქტებთან, რა პროპლემებს აწყდებიან უდედოდ გაზრდილი ბავშვები, სად არის გამოსავალი. - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ახალგაზრდებთან წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში.
მონაწილეთა აზრით, ქალთა მიგრაციამ ოჯახებში ფინანსური პრობლემები მოაგვარა, მაგრამ სხვა პრობლემების წარმოშობას შეუწყო ხელი.
ვორკშოპებზე გაანალიზდა რეალური ისტორიები და აღინიშნა, რომ მამები, ბებია-ბაბუები, დედის მაგივრობას ვერ უწევენ ბავშვებს, იქმნება ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც ხშირად იწვევს კონფლიქტებს ოჯახში.
ახალგაზრდების აზრით, მიგრაციის შეჩერება შეუძლებელია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, მაგრამ შეიძლება ურთიერთობების დარეგულირება ოჯახში - აქცენტი გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ მისიაზე და ფსიქოლოგის როლის გაძლიერებაზე სკოლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)



პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით


- მე შენზე ძლიერი ვარ იმიტომ, რომ სახლში პლანშეტი მაქვს, ორ ველოსიპედი, და მამაჩემს მერსედესი. შენ არაფერი არ გაქვს.
- პრივეტ სპილო, პუმპულა!
- ნახე, ნახე რა სასაცილოა, როგორ დადის ძლივს მიათრევს ფეხებს.
ასეთი რეალური ისტორიების გარჩევით მიმდინარეობდა ცალკეული დისკუსიები თემაზე - ბულინგი, რომელიც განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს ქალებმა წყალტუბოში, ფოთში, ხურჩაში.
მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების დამოკიდებულება. მათი აზრით, მოზარდს უნდა განემარტოს, რომ უპირატესობა არ იზომება მატერიალური და ვიზუალური მონაცემებით. ისიც, სად იწყება კონფლიქტი და როგორ გადაიზრდება ძალადობაში.
მონაწილეებმა პედაგოგების მოვალეობებზეც ისაუბრეს და დააკონკრეტეს, რომ მოზარდებში ურთიერთობა სრულყოფილად რომ განვითარდეს, სკოლებში აუცილებელია თავისუფალი გაკვეთილები, სადაც მსგავს თემებზე ისაუბრებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)