ქალთა საინიციატივო ჯგუფები (114)
ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ქალთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი მიზანია: ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია, ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება. ჯგუფები ჩამოყალიბდა ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გადახედეს იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც მათი ჩართულობით და ძალისხმევით უკვე მოხერხდა. საერთო შეფასებით, ჯგუფის წევრებს დაუგროვდათ ადვოკატირების კამპანიის ეფექტური წარმოების გამოცდილება, რაც მათ მუშაობაშიც კარგად აისახა.
ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი აპირებს მონიტორინგის განხორციელებას, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და ინფორმაცია მოაგროვოს, როგორ მიდის პროცესი და რა ვადებში შეიძლება დასრულდეს ადვოკატირება.
მონაწილეებმა სხვადასხვა ინსტანციაში გაგზავნილი წერილების პასუხებიც განიხილეს და, შესაბამისად, ადვოკატირების გეგმაში ცვლილებები შეიტანეს.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ცდილობს მუშაობას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად ტარდება შეხვედრები ინკლუზიური ბენეფიციარების ცენტრ „ვალენტინში“. ასე იყო ამჯერადაც. ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრას 12 ადამიანი დაესწრო. მუშაობა არტ-თერაპიის მეთოდით წარიმართა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში.