ქალთა საინიციატივო ჯგუფები (114)
ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ქალთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი მიზანია: ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია, ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება. ჯგუფები ჩამოყალიბდა ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ქუთაისში, წყალტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტიურად იყვნენ ჩართულნი 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები და კამპანიის ატრიბუტები. მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია, ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა.
შეხვედრებში როგორც ქალაქების, ასევე სოფლის თემებში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელთა მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ძალადობის პრევენციაში.
ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვდებიან სხვადასხვა თემის წევრებს. სწორედ ამ შეხვედრებზე იკვეთება ის პრობლემები, რომლებიც პრიორიტეტულია თემში და კონფლიქტიურ სიტუაციებს ქმნის.
სამივე მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად. თითოეული ჯგუფი მის მიერ შემუშავებული ადვოკატირების გეგმით მუშაობს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განიხილეს, როგორი უნდა იყოს ჯგუფის სამომავლო სტრატეგია, როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტების ადრეული რეაგირება გენდერული ნიშნით.
სამომავლო სტრატეგიით ჯგუფის წევრები განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემში. იგეგმება ანკეტური გამოკითხვა პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით.
პარალელურად გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ინფორმაციის გაცვლა, რათა მოხდეს ადრეული რეაგირება კონფლიქტებზე.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ მუშაობა, რა ცვლილებებია შესატანი სამომავლო სტრატეგიაში.
საინიციატივო ჯგუფის ერთმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგზე, რომლის თემა იყო „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.“
ჯგუფის წევრებმა გააანალიზეს ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები: რას ნიშნავს კონფლიქტებზე ადრეული რეაგირების სისტემა, როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება, გაახლება, ინდიკატორების განსაზღვრა, კონფლიქტების რისკებზე მუშაობა და სხვა.
ქალთასაინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი სტრატეგიის მონახაზში ადგილობრივ თვითმმართველობებთან სისტემატიური თანამშრომლობის აუცილებლობა იკვეთება.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სოფელ კოკში(ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეიკრიბნენ. მონაწილეებმა სამოქმედო გეგმას გადახედეს და ადვოკატირების ეტაპებზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფი სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ამბულატორიული ცენტრის გახსნას უწევს ადვოკატირებას. პრობლემა კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის თემის წევრებს შორის და ადრეული პრევენციის მიზნით ამ საკითხის დადებითად გადაჭრა განსაკუთრებითპრიორიტეტულია.
ჯგუფის მოდერატორმა მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით მიღებული ინფორმაცია. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ამ საკითხს უკვე განიხილავს.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ სხვადასხვა თემში არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამოსავლენად. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჯგუფის წევრები სიტუაციის ანალიზზე მუშაობენ. ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ხშირად მიზეზი სოციალური პრობლემაა, რომლის ადვოკატირებაში ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული. რეაგირება შედეგიანია და რამდენიმე პრობლემა უკვე მოგვარდა.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის კონკრეტულ თემებში. ჯგუფის მოდერატორი ყოველთვიურად ხვდება მოსახლეობას და ამ შეხვედრებზე იკვეთება კონფლიქტური სიტუაციების მიზეზები. ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები, ძირითადად, სოციალურ სფეროს ეხება.
სოფელ ყუმისთავში სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, სოფელ ცხუნკურში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია - ეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით პრობლემების დადებითად გადაჭრის შედეგებია.
ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრები მთელი თვეა მუშაობენ კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაზე, რაც კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირებას ისახავს მიზნად. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების რისკი მინიმუმამდე შემცირდება.
სოფელ ხურჩაში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და პრობლემების იდენტიფიკაციაზე იმუშავეს.
- მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, სამედიცინო პუნქტის არარსებობა - ეს ის მიზეზებია, რომლებიც ხურჩის თემში (ხურჩა, კოკი) კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.
შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემის ანალიზზე იმუშავეს: რა განაპირობებს კონფლიქტურ სიტუაციას, რამდენად არის შესაძლებელი მისი მოგვარება.
ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს მისი განსაკუთრებული როლი ადრეულ სტადიაში კონფლიქტების მოგვარებაში.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სისტემატიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემში. მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის სხვადასხვა დონეზე.
კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარება გულისხმობს შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობას და საკითხის ლობირებას - ამ რესურსს საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად იყენებენ.