სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობაში საინტერესო სიახლეებია, ჯგუფის წევრები ახალი პროექტით ახალგაზრდებთან ინტერაქციას შეეცდებიან. პროექტი სხვადასხვა აქტივობით არის დატვირთული. ახალგაზრდები საკუთარი გზავნილით საზოგადოებას თავიანთ ინტერესებზე მოუყვებიან.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი „სამხედრო დასახლებაში“ ყველაზე აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას შეეცდება - პრობლემა გზაჯვარედინზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებაა. მის ადვოკატირებას ჯგუფის წევრები თვითმმართველობასთან ერთად ცენტრალურ დონეზე შეეცდებიან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „იმედი“ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. ორგანიზაციამ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ქალთა სამშვიდობო კლუბის წევრებთან.
მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს ონლაინ პლატფორმა - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ შესავსებად. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, პლატფორმაზე განსათავსებელ კითხვებზე.
მონაწილეთა შეფასებით, პროექტი ძალიან საინტერესოა. ამომრჩეველი იღებს ტელევიზიებისაგან განსხვავებულ, ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც არჩევნების დროს ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
მორიგ შეხვედრაზე ვანის სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა მუშაობის შედეგები და გამოყო ის აქტივობები, რომლებიც პროექტის დასრულებამდე უნდა შესრულდეს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, როგორ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მოდერნიზაცია, რა სიტუაციაა მისი განახლების კუთხით. დაიგეგმა შეხვედრა სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების ხელმძღვანელებთან, რათა მათ დროულად გადასცენ საჭირო ინფორმაცია საიტზე განსათავსებლად.
ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე, მის პუნქტებსა და ფორმაზე. გადაწყდა, რომ დოკუმენტის შექმნის პროცესში ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
საინფორმაციო შეხვედრა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ჩატარდა. ფახულანის თემში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა იმის გამო, რომ არ არის მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საკითხი. შეხვედრაზე ჯგუფმა შეიმუშავა პრობლემის ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყება დაგეგმილი აქტივობები.
ქვეგრანტების მხარდაჭერით ფონდმა „სოხუმმა“ დააფინანსა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების, მათი მშობლების და მთლიანად ლიის თემის მცხოვრებთა ინფორმირებულობას და ჩართულობას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. შეიქმნება ეკოკლუბი და ჯგუფი დაიწყებს მუშაობას საპროექტო აქტივობებზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ინგირი, შამგონა, კახათი - ამ სოფლების მკვიდრ სხვადასხვა ასაკის, დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეს პროექტის ფასილიტატორებმა ონლაინ აპლიკაციის არსი, მისი მოხმარების წესები გააცნეს.
შეხვედრების მონაწილეებმა არა მხოლოდ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ონლაინ მრიცხველის შესახებ, არამედ გამართეს დისკუსია არჩევნებთან და ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკურ ყოფასთან დაკავშირებულ თემებზე. მათ აქცენტი გააკეთეს იმ საკითხებზე, რომლებზედაც ისურვებდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ყურადღების გამახვილებას - უკონტროლო მიგრაციის, დევნილთა ინტეგრაციის, დასაქმების ადგილობრივი პროგრამების და სხვა საკითხებზე.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმან, რომ მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ გაეცნონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა პარტიის პროგრამა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
25 აგვისტოს ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრის მობილიზატორთა შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატში მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს და ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემის იდენტიფიცირების და ქალთა საჭიროებების გამოვლენის კუთხით. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმაც განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს კოორდინაცია ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც ძალადობის საკითხებზე მუშაობენ, რათა მსხვერპლმა მხარდაჭერა უფრო კარგად იგრძნოს.
გარდა ძალადობის პრობლემისა, მობილიზატორებს მიმართავენ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მათი ადვოკატირება ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მიმდინარეობს.
შეხვედრები ჩატარდა ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, თერჯოლის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჯანდაცვის რეკომენდაციის დაცვით, ახალგაზრდების ნაწილთან ზუგდიდში ჩატარდა პირისპირ შეხვედრა, მეორე ნაწილთან კი - ონლაინ ფორმატში. შეხვედრა შეეხო ონლაინ „ხმის მრიცხველს“ - ამომრჩევლის კონსულტაციას, აპლიკაციის დანერგვას, ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირებას.
მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ონლაინ აპლიკაციას მისი ამოქმედების შემდეგ გამოიყენებს. ითქვა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია არასდროს არ აქვთ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ, ამიტომაც მსგავსი აპლიკაცია მათთვის ძალიან საინტერესოა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
კოკი, ორსანტია, ზუგდიდი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში აქტიურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები. ამომრჩევლები ეცნობიან ონლაინ ხმის მრიცხველ, მის არსს, მნიშვნელობას. პანდემიის რეჟიმის გამო შეხვედრები პატარა ჯგუფებთან ან ინდივიდუალურად იმართება. მოქალაქეები დიდ ინტერესს გამოხატავენ მოცემული ინოვაციური პლატფორმის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)