სამი შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

კოკი/ხურჩის ჯგუფთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი: კოკის თემში ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენებისა და გართობის ხელსაყრელი პირობების შექმნა.  ჯგუფმა შეიმუშავა და დაამტკიცა ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყებს აქტიურ კამპანიას ამ კუთხით.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირებიის კამპანიის შედეგად დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის დასუფთავება გადაწყვიტა სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა.

მესამე შეხვედრა გაიმართა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან. მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ქვეგრანტის მხარდაჭერით დაფინანსებულ  პროექტზე ისაუბრეს.  პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვარიანტის განხილვას. ეს დოკუმენტი პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობის“ მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დებულება საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივია, მასში ანტიკორუფციული ხედვა რვა სხვადასხვა მიმართულებით არის გადმოცემული. ანტიკორუფციული დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს დოკუმენტმა, რომ სექტემბერში დამტკიცდეს.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების მხარდაჭერით წყალტუბოში ორი პროექტი დაფინანსდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იწყებენ ამ მიმართულებით მუშაობას. პროექტები, რომლის რეალიზებასაც ახალგაზრდები გეგმავენ, მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდული ჯგუფების გააქტიურებას, მათ ინფორმირებულობას ეკოლოგიურ საკითხებზე, თვითმმართველობის პროგრამებზე და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირებას იწყებს პრობლემაზე: მოსახლეობის არაინფორმირებულობა ადგილობრივ პროგრამებზე. საერთო განხილვის შემდეგ დამტკიცდა ადვოკატირების გეგმა. სექტემბრიდან ადვოკატირებით განსაზღვრული აქტივობები დაიწყება.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობაში საინტერესო სიახლეებია, ჯგუფის წევრები ახალი პროექტით  ახალგაზრდებთან ინტერაქციას შეეცდებიან. პროექტი სხვადასხვა აქტივობით არის დატვირთული. ახალგაზრდები საკუთარი გზავნილით საზოგადოებას თავიანთ ინტერესებზე მოუყვებიან.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი „სამხედრო დასახლებაში“ ყველაზე აქტუალური პრობლემის ადვოკატირებას შეეცდება - პრობლემა გზაჯვარედინზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებაა. მის ადვოკატირებას ჯგუფის წევრები თვითმმართველობასთან ერთად ცენტრალურ დონეზე შეეცდებიან.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „იმედი“ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. ორგანიზაციამ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ქალთა სამშვიდობო კლუბის წევრებთან.

მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს ონლაინ პლატფორმა - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ შესავსებად. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, პლატფორმაზე განსათავსებელ კითხვებზე.

მონაწილეთა შეფასებით, პროექტი ძალიან საინტერესოა. ამომრჩეველი იღებს ტელევიზიებისაგან  განსხვავებულ, ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც არჩევნების დროს ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მორიგ შეხვედრაზე ვანის სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა მუშაობის შედეგები და გამოყო ის აქტივობები, რომლებიც პროექტის დასრულებამდე უნდა შესრულდეს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, როგორ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მოდერნიზაცია, რა სიტუაციაა მისი განახლების კუთხით. დაიგეგმა შეხვედრა სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების ხელმძღვანელებთან, რათა მათ დროულად გადასცენ საჭირო ინფორმაცია საიტზე განსათავსებლად.

ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე, მის პუნქტებსა და ფორმაზე. გადაწყდა, რომ დოკუმენტის შექმნის პროცესში ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად ჩაერთვება.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ჩატარდა. ფახულანის თემში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა იმის გამო, რომ არ არის მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საკითხი. შეხვედრაზე ჯგუფმა შეიმუშავა პრობლემის ადვოკატირების გეგმა და სექტემბერში დაიწყება დაგეგმილი აქტივობები.

ქვეგრანტების მხარდაჭერით ფონდმა „სოხუმმა“ დააფინანსა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების, მათი მშობლების და მთლიანად ლიის თემის მცხოვრებთა ინფორმირებულობას და ჩართულობას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. შეიქმნება ეკოკლუბი და ჯგუფი დაიწყებს მუშაობას საპროექტო აქტივობებზე.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ინგირი, შამგონა, კახათი - ამ სოფლების მკვიდრ სხვადასხვა ასაკის, დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეს პროექტის ფასილიტატორებმა ონლაინ აპლიკაციის არსი, მისი მოხმარების წესები გააცნეს.

შეხვედრების მონაწილეებმა არა მხოლოდ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ონლაინ მრიცხველის შესახებ, არამედ გამართეს დისკუსია არჩევნებთან და ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკურ ყოფასთან დაკავშირებულ თემებზე. მათ  აქცენტი გააკეთეს იმ საკითხებზე, რომლებზედაც ისურვებდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ყურადღების გამახვილებას -  უკონტროლო მიგრაციის, დევნილთა ინტეგრაციის, დასაქმების ადგილობრივი პროგრამების და სხვა საკითხებზე.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმან, რომ მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ გაეცნონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა პარტიის პროგრამა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

25 აგვისტოს ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრის მობილიზატორთა შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატში მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს და ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემის იდენტიფიცირების და ქალთა საჭიროებების გამოვლენის კუთხით. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ  მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმაც განიხილეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები