შეხვედრები მიგრაციის თემაზე

ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მიგრაციის თემაზე ქალებთან და ახალგაზრდებთან. 

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო გზამკვლევი: იცოდე და დაიცავი შენი თავი!

ასევე მათ მიიღეს ბროშურა - როცა მშობელი საზღვარგარეთ მიდის, როგორ დავეხმაროთ სამშობლოში დარჩენილ ბავშვებს.

ამ საინფორმაციო მასალების მიზანია ქალებს, თემის ლიდერებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გააცნოს, სად შეუძლიათ დახმარების მიღება და რა სახის სერვისებია ხელმისაწვდომი.

დისკუსიების დროს ასეთი ფრაზები ისმოდა: 

„ძალადობაგამოვლილი ქალები ცდილობენ, თავი მიგრაციას შეაფარონ. ურჩევნიათ, იქედან აგზავნონ თანხები და არჩინონ ოჯახი და მეტად დაცულად იყვნენ, მოძალადისგან შორს. სამწუხარო რეალობაა, რომ ქალებმა დაცვისთვის მიგრაციას მიმართეს“.

„ყველა ადამიანი ცოდოა, როცა ის ოჯახს ტოვებს და იძულებულია, მიგრაციას მიმართოს, თუმცა ორმაგად რთულია, როცა დედა ტოვებს მცირეწლოვან შვილებს და წლებით მიდის უცხოეთში“.



პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა „ბებიების კლუბთან“

როგორ ავუხსნათ ბავშვს მშობლის მიგრაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებები, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა, რამდენად აუცილებელია  რეგულარული კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის.

ამ თემებს შეეხო ფსიქოლოგი ჩოხატაურში სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ბებიების კლუბის“ წევრები - აქტიური და ენერგიული ბებიები, რომლებმაც კარგად იციან, რა გავლენას ახდენს  მშობლების მიგრაცია ბავშვებზე. 

შეხვედრა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. ფსიქოლოგმა ყველა წამოწეულ პრობლემაზე რეკომენდაცია გასცა. შეხვედრამ მიზანს მიაღწია - ბებიები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.



პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფში აქტიური, მონდომებული ქალები არიან. ზრუნავენ, რომ დევნილთა თემებში უკეთესი, უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს ცხოვრება. ჯგუფის წევრებმა წლის ბოლო შეხვედრაზე განსაკუთრებით სათემო ინიციატივებზე ისაუბრეს: 

- კარგია, რომ ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში  დამონტაჟდა შლაგბაუმი. ყველა კმაყოფილი და მადლიერია.

- ახლა  მიმდინარეობს შიდა და გარე სამუშაოები. შესაღებია ფოიე, ასასვლელი კიბეები. გასაწმენდია ნესტისგან დაზიანებული კედლები, გაკეთდება პანდუსი.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

წლის ბოლო შეხვედრა ჩაატარეს წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა და შეაჯამეს ჯგუფის მუშაობაც: 

„სასიხარულოა, რომ ჩვენ მოვაგვარეთ ჩვენს დასახლებებში არსებული პრობლემები“.

„ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ თემის ლიდერებად ჩამოვყალიბდით და ხელი შევუწყვეთ კონკრეტული პრობლემების მოგვარებას“.

შეხვედრაზე საუბარი იყო ინიციატივებზე, კოპიტნარის დევნილთა დასახლების ინიციატივაზე, რომელიც დაფინანსდა და ტექნიკური დეტალების მოგვარების პროცესშია. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ძალიან მოგვწონს ჩვენი: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! 

ბოლო წლებში 16-დღიანი აქტიური კამპანიის ერთ-ერთი სლოგანი იყო „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.

ჩვენ ეს კარგი სურვილი და მოწოდება კიდევ უფრო გავაქართულეთ: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! (როგორც დიდებული: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო!“).

კამპანიის დღეებში ჩვენს ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/WFSukhumi განთავსდა 43 ნიუსი. მკითხველს ვუამბობდით კამპანიის მიზანზე, არსზე, კამპანიის პერიოდში აღსანიშნავ  თარიღებზე, ჩვენს აქტივობებზე. აქ იყო ფოტო და ვიდეომასალები ჩვენი მდიდარი არქივიდან.  ყველა პოსტს ლაიტმოტივად გასდევდა პროტესტი ძალადობის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

16 დღე ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  • პარასკევი, 12 დეკემბერი 2025
  • 203 ჯერ

 

16-დღიანი კამპანიის დროს ჩაატარეს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და დებატები, მოაწყვეს თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსიები, მოაზადეს სოციალური გზავნილებით დატვირთული ნახატები.

თემის ლიდერებმა აქტიურად გაუზიარეს შეხვედრების მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია - უფლებრივ საკითხები და სერვისები, რომლებიც ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებს ეხმარება.

აქტივობების ძირითადი მიმართულებები იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და უსაფრთხო, არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფა.

პროცესში ჩაერთნენ სხვადასხვა თაობის და პოზიციის ადამიანები. საერთაშორისო პროტესტის ფონზე კიდევ უფრო ძლიერად ისმოდა მათი მესიჯი: არა ქალთა მიმართ ძალადობას!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ურთიერთდახმარების ჯგუფებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო  კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ზუგდიდის ჯგუფის ლიდერმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მოსახლეობასთან. შეხვედრები ჩატარდა ხობში და სხვა მუნიციპალიტეტებში, გავრცელდა ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული საინფორმაციო მასალები.

შეკრებილებმა ისაუბრეს კამპანიის მნიშვნელობაზე, ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ჯგუფის წევრების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის ისეთ ორგანიზებას, როგორც ამას ქალთა ფონდი „სოხუმი“ აკეთებს. ქალების ინფორმირებულობა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების შემცირებას.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასიხარულო იყო ფინალური შეხვედრა სენაკში. დასრულდა ჭრა-კერვის საბაზისო კურსი. ორი თვის განმავლობაში ქალებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს და ბოლოს სერტიფიკატებიც მიიღეს.

ყოველ მათგანს კარგი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი აქვს და აწი ყველაფერი მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრა ფოთში

ფოთის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს 16-დღიან კამპანიაზე: ისტორიასა და ძირითად მიზნებზე, ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.

ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ შემუშავებულ თემატურ საინფორმაციო მასალებს საკუთარ თემში გაავრცელებენ და აქტიურად ჩაერთვებიან ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს თვითდახმარების ჯგუფის სათემო ინიციატივები. წარმოდგენილი განაცხადები დამტკიცდა და განხორციელება დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელშიც გაერთიანებულია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები