წყალტუბოს, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრები განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, განსხვავებული აზრებისა და შეხედულებებისგან გამომდინარე.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახში ძალადობა“. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობა არის სისტემატური და განგრძობადი, ის წარმოადგენს ძალადობის ციკლს, რომელიც შეიძლება დაიყოს რამდენიმე ფაზად: 1. დაძაბულობის ფაზა, 2. ძალადობის ფაზა და 3. თაფლობისთვის ფაზა.

მონაწილეებს განემარტა, რომ ძალადობის ციკლი არასოდეს მთავრდება, თუ ის რაიმე ფაქტორმა არ შეაჩერა. თემამ  განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია და ცოცხალი მაგალითების განხილვით გაგრძელდა.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა ორთვიანი პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსი. კურსის მონაწილე ქალები დაეუფლნენ პოლიმერული თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე:

  • ინფორმაციული იყო სწავლების პროცესი. ყველა დავალება იყო ახსნილი დეტალურად.
  • ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების შეცვლაზე... მინდოდა, მეპოვა ჩემი ნიჭი, ჩემი გზა. მე ეს შევძელი!
  • ეს იყო ახალი ცოდნის და ემოციების ორი თვე. ძერწვის გარდა, ფსიქოლოგის დახმარებით ვისწავლე ჩემს შიშებთან გამკლავებაც, გავხდი უფრო კონცენტრირებული და გამიჩნდა  პატარა ბიზნესის წამოწყების სურვილი, მადლობა ფონდ „სოხუმს“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ აქტიურია კატეგორია „ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა“ - https://sosfsokhumi.ge/map

რუკა მოიცავს ოფიციალურ  და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სტატისტიკას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. რუკა მკითხველს აცნობს 2023 და 2024 წლების მონაცემებს: აქ განთავსებულია ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, დასაქმების თუ მიგრაციის დონე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“, რომელშიც წარმოდგენილია გამოწვევები და რეკომენდაციები.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ხონის, ჩოხატაურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებულ ქალთა ადვოკატირების ჯგუფებს საშუალება მიეცათ, განაცხადები შემოეტანათ „სამოქალაქო ინიციატივების“ კონკურსზე. საკონკურსო ბარიერის გადალახვის შემდეგ მათ განახორციელეს თავიანთი ინიციატივები: ხონის და წყალტუბოს დევნილთა დასახლებებში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში განახლდა და გამწვანდა არსებული სკვერები. ეს ხელს შეუწყობს სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნას თემებში, ასევე თემის წევრების სამოქალაქო აქტივიზმის ზრდას.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ხონის ქალთა ქსელის მორიგი შეხვედრა ადვოკატირების საკითხებს დაეთმო. ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი და მასში ასახული რეკომენდაციები.

აქტიური დისკუსიის შედეგად გამოვლინდა პრობლემები, რომლებზეც ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. გადაწყდა, რომ ეს პრობლემები კვლავ დადგეს დღის წესრიგში და მაქსიმალურად გადაიხედოს წინაღობები, რომელთაც ეფექტიან ადვოკატირებას შეუშალეს ხელი - ეს არის დევნილთა დასახლებაში არსებული ამორტიზირებული შენობების პრობლემა, ასევე - აფთიაქის, ქსელური მარკეტის და საწრეტი არხების არარსებობის პრობლემა. ჯგუფმა შეიმუშავა გეგმები, რომელთა მიხედვითაც წარიმართება ადვოკატირების პროცესი.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ნოემბრის სატრენინგო კურსი ჩვეული აქტიურობით დაიწყო. ახალგაზრდობის გაძლიერების ხუთ ცენტრში (წყალტუბო, ვანი, ჩოხატაური, ზუგდიდი, სამტრედია) უკვე ჩატარდა ტრენინგები. 25 ნოემბერს იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და ახალგაზრდები თავიანთი საინტერესო ინიციატივებით ჩაერთვებიან.  სატრენინგო კურსი კი გრძელდება კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში, გეგმიურად, ცვლილებების გარეშე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ისაუბრეს, თუ როგორ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას თავიანთ თემებში პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქალები სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს იყენებენ, ხვდებიან დეპუტატებს, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს და ამ გზით დევნილთა თემებში სოციალური პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ.

საინიციატივო ჯგუფების წევრები აღნიშნავენ:

„რომ არა ეს პროექტი, ჩვენ არც არავინ მოგვისმენდა..“

„ის, რომ მოგვისმინეს, მერიაში შეტანილი წერილის პასუხად, შესაბამისი სამსახურიდან დაგვირეკეს, პრობლემის მოგვარებას  დაგვპირდნენ - ეს, აშკარად, ფონდი „სოხუმის“ და ამ პროექტის დამსახურებაა.“

„ძირითადად, საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული. ასე მეგონა, ჩემი ძალები უკვე ამოვწურე. ამ პროექტში ჩართვამ გამააქტიურა და ძველებური მოტივაცია დამიბრუნა.“

ჯგუფის წევრები ახალი პრობლების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. მათ სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების, იციან ადრესატების სწორად შერჩევა და აქტუალური საკითხების სწორად წარდგენაც. იმედი აქვთ, რომ წელს მოუგვარებელი მათი პრობლემები მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში მოგვარდება.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში დევნილი ქალებისა და გოგონების მონაწილეობით გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს ადვოკატირების პროცესში მიღწეული წარმატებების და გამოწვევების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ შეუძლიათ სამოქალაქო აქტიურობით რეალური ცვლილებების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ისინი იმედს არ კარგავენ.

„ვხედავთ, რომ მიზნობრივი ადვოკატირებით გარკვეული შედეგები უკვე მივიღეთ. ამიტომ გვჯერა, რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც მოგვარდება,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული საჭიროებების გადაჭრას მიენიჭა, რაც, მონაწილეთა თქმით, დევნილთა თემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მობილიზებული ჯგუფები მზად არიან, მომდევნო წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში მათი პრობლემების გათვალისწინებისთვის უფრო მეტად იაქტიურონ. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ ერთიანობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის ძალა, რომელსაც შეუძლია სოციალური ბარიერების გადალახვა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აქტიური ქალების ანგარიშზე არაერთი მოგვარებული პრობლემაა და ამიტომაც სჯერათ, რომ გუნდურობით, პასუხისმგებლობით, გაუმჯობესებული უნარ-ჩვევებით, კიდევ ბევრ საჭირბოროტო საკითხს მოაგვარებენ თავიანთ დასახლებებში, კერძოდ:

- ჭომა, ლესელიძის №3 პირველი კორპუსი - სახურავიდან წყლის საწრეტების პრობლემა.

- ილიაჭავჭავაძის №58 - საბავშვო ატრაქციონების გაახლება

- გურამ გაბესკირიას ქუჩა, კოტეჯი №2 - სანიაღვრე სისტემის პრობლემა და გზის დაგება

საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამ  პრობლემების ადვოკატირებისთვის ემზადებიან.

მათ იმსჯელეს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებზე, რისკებზე (SWOT ანალიზის მიხედვით) და კარგად ესმით ადვოკატირების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები