სენაკისა და წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჯგუფების მიერ სხვადასხვა ფორმატის აქტივობები ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრებზე, ვორკშოპებზე, დებატებზე მთავარი განსახილველი თემა ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული მექანიზმები იყო მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რა მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა პრობლემის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.
წყალტუბოში, ზუგდიდსა და სენაკში შექმნილი ქალთა ადვოკატირების ჯგუფების მიერ გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირებისათვის სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა მოხდა. კერძოდ: სენაკის დევნილთა დასახლებაში ბინებს არ ჰქონდათ აბრები ნომრების გამოსახულებით, რაც ხშირად პრობლემას ქმნიდა (მაგ., სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს). სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლის ეზოში არ იყო ძელსკამები, რომლითაც მშობლები და ბავშვები ისარგებლებდნენ. წყალტუბოს დევნილთა ახალ დასახლებაში კი ქალებმა გამოავლინეს პრობლემა, რომ კორპუსებში არ იყო საინფორმაციო დაფები, სადაც განთავსდებოდა საჭირო ინფორმაცია (მაგ., ცხელი ხაზის შესახებ).
ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და ქალებისათვის ადაპტირებულ გარემოს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ცენტრების მობილიზატორების ინიცირებით გაიმართა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები: დისკუსია-დებატები, ნახატების გამოფენები, ფილმის ჩვენებები, პრეზენტაციები. ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი მის მიმართ.
16-დღიანი კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მასში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრი მონაწილეობდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდანაა ჩართული საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. წელს განსაკუთრებით იაქტიურეს ახალგაზრდებმა. ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებმა ინიცირებული ღონისძიებები ჩაატარეს ზუგდიდის, სენაკის, სამტრედიის, წყალტუბოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. მათ გაცნობიერებული აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა არაძალადობრივი გარემოს ფორმირებაში.
გეგმით გათვალისწინებული იყო 30-მდე ღონისძიების ჩატარება, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კამპანიამ მასშტაბური ხასიათი ვერ მიიღო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ნახატები თემაზე „ოჯახი“ - ხატვის გაკვეთილებზე, მოკლემატრაჟიანი ფილმის ნახვა ძალადობის წრეზე და მინიაქცია „ძალადობა ბოროტებაა“ ქართული ენის გაკვეთილზე - ასე ჩაერთნენ მოზარდები საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ეს ბავშვები რუსეთ-უკრაინის ომის გამო დროებით ქუთაისში ცხოვრობენ და მათთვის ქალთა ფონდ „სოხუმში“ სხვადასხვა კურსი მოქმედებს. კამპანიას მასწავლებლების და ასისტენტების ინიციატივით ქართული ენის და ხატვის კურსების მონაწილეები გამოეხმაურნენ. ბავშვების თქმით, ძალადობა მართლაც ბოროტებაა და ყოველთვის ხმა უნდა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ, რათა ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია იყოს.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“
PIN მხარდაჭერით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში,როგორც ქალებთან,ასევე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.მონაწილეებმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს .აღინიშნა,რომ მნიშვნელოვანია მათზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. ორგანიზატორებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებსა და პრევენციული მექანიზმების შესახებ.მსგავსი შეხვედრები ,სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, ხელს უწყობს გლობალური პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიებას და ამ პროცესში საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას.
საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ პარასპეციალიტების ჯგუფმა პროტესტი მინი-აქციით გამოხატა. ეს ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა თემში იმუშაოს კონფლიქტური და რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირებისთვის. პარასპეციალიტების საქმიანობა ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად. ამიტომაც ჩაერთნენ ისინი აქტიურად 16-დღიან კამპანიაში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
29-30 ნოემბერს ქუთაისში, სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „პარასპეციალისტების მომზადება სოციალური სამუშაოსთვის“. ტრენინგს ესწრებოდა 20 ქალი დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან: ვანის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და აქტივისტი ქალები.
მონაწილეები გაეცნენ სოციალური მუშაობის არსს და მის მნიშვნელობას, მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებული მხარდაჭერის სერვისებსა და პროგრამებზე. მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, ეფექტიანად იმუშაონ ადგილობრივ თემებში ძალადობის რისკ-ჯგუფებისა და მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირებისთვის. ასევე - დაეუფლონ პარასპეციალისტისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებს, განამტკიცონ კონსულტაციების და დახმარების გაწევის პრაქტიკა არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირებისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ნოემბრის ბოლოს, 11 გოგონამ საქართველოდან პოლონეთში გამართულ ერთკვირიან ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ორგანიზებული იყო გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Kreisau-Initative-ის მიერ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, პოლონურ ორგანიზაცია Fundacja Krzyzowa-სთან თანამშრომლობით.
ქართველი გოგონები ჩვენი ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები იყვნენ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც მაღალი მოტივაცია, ჩართულობა და ინტერესი გამოიჩინეს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა 47 ახალგაზრდა ქალის გაძლიერებას ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და და თვითშეფასებაზე გერმანიიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და უელსიდან.